კულტურა

Microsoft-მა პრინციპებს უღალატა

92fb49730011

Microsoft-მა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით გადაწყვიტა ოდნავ უღალატოს საკუთარ პრინციპებს და თავის მომხმარებელს ახალ ოპერაციულ სისტემაზე გადასასვლელი საინტერესო პროგრამა Windows 7 შესთავაზოს. ჯერ კიდევ იანვარში გამოჩნდა კორპორაციის გენერალური დირექტორის სტივ ბალმერას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft-ს ისე უყვარს საკუთარი კლიენტები, რომ მზადაა მომხმარებელი უფასო მომსახურებაზე გადაიყვანოს Windows Vista-დან Windows 7-ზე.

კორპორაციის აქციაში მონაწილეობის პირობაა კომპიუტერი Vista, რომელიც 2009 წლის 1 ივლისიდა 2010 წლის 31 იანვრამდე იქნება შეძენილი. ასეთი მანქანების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა Windows 7-ით. მაგრამ არც ყველაფერია ასე კარგად, სხვანაირად ხომ ეს Microsoft არ იქნებოდა, პროგრამაში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ Windows Vista Home Premium, Business და Ultimate, ხოლო Windows Vista Home Basic და Starter მფლობელებს მოუწევთ მისი შეძენა.
f32cffd49b4c
მოგახსენებთ, რომ მოცემული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია ოფიციალურად თავად კორპორაციას. თუმცა Windows 7-ზე გადასვლაც განსხვავებული ნაკეთობების ტესტირების მიხედვით არაფერს ახალს არ გვპირდება, მხოლოდ ახალი ინტერფეისი. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ახალი ოპერაციული სისტემის მუშა ვერსიის გამოჩენას და მაშინ გახდება ნათელი, ღირდა თუ ეს თამაში კორპორაციის ეკონომისტებისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button