ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

ახალი Jelfin მაუსი

fb1607ec604e

Jelfin Mouse ბურთისმაგვარი თაგვი

Jelfin-მა გამოუშვა მოწყობილობა, რომელშიც სიმეტრიის იდეებმა განვითარება ჰპოვეს: თაგვი Jelfin Mouse – პრაქტიკულად ბურთია.

თუმცა, უჩვეულო დიზაინის შემუშავების წინ კომპანიამ მომხმარებელთა აზრის გარკვეული კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ამერიკელთა 74% წინააღმდეგი როდია საკუთარი თაგვი უფრო კომფორტულით შესცვალოს. გამოკითხულთა 67% დარწმუნებით განაცხადეს, რომ თუ კი მანიპულატორი მოხერხებულია, მაშინ პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის პროდუქტიულობა გაიზრდება. ნაჩვენები იყო თუ არა ამასთან ერთად თაგვი Jelfin Mouse – უცნობია. მოწყობილობის ქვედა ზედაპირი, ჩვეულებრივი თაგვების რამდენიმე “მცურავი” დაფარვის წერტილის ნაცვლად, ზედაპირს სფეროს “ჭრილის” მთელი ზედაპირით ეხება. მოწყობილობასთან ურთიერთობაც განსხვავებულია: მომხმარებელმა იგი ისე უნდა დაიჭიროს, რომ საჩვენებელი და შუა თითები თითქმის ვერტიკალურად ეხებოდნენ შესაბამის ღილაკებს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ Jelfin Mouse ხელის გულის ბუნებრივ ფორმას იმეორებს.

პროდუქტი ხუთ ფერში გამოვა, რბილი მატერიისა და გელისგან შესრულებული ქვედა დაფარვის მოხსნა შესაძლებელია. სენსორის გარჩევადობაა – 1000 dpi. მოწყობილობის ღირებულებაა $35 ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ცილინდრულ ბოქსთან ერთად. Jelfin პირობას დებს, რომ მალე თაგვი ევროპის მაღაზიებშიც გამოჩნდება.

მოვიძიე  www.jelfin.com

მსგავსი ამბები

Back to top button