საკითხავისასარგებლო

ჟიულ ვერნი

დაბადების თარიღი: 8 თებერვალი, 1828

დაბადების ადგილი:
ნანტი, საფრანგეთი
გარდაცვლის თარიღი:
24 მარტი, 1905
გარდაცვლის ადგილი:
ამიენი, საფრანგეთი

ფრანგი მწერალი, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი `შეუწყვეტელი მეგობრობა~ _ 1850 წ.). 50-იანი წწ. დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან~. მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წ. გამოქვეყნებულმა რომანმა `ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე~, ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა `არაჩვეულებრივი მოგზაურობის~ 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: `მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ~ _ 1869 წ., დედამიწიდან მთვარისაკენ – 1865 წ., მთვარის გარშემო – 1869 წ., კაპიტან გრანტის შვილები – 1967 წ., 80 000 კმ. წყალქვეშ – 1969 წ., საიდუმლო კუნძული – 1875 წ., 15 წლის კაპიტანი – 1878 წ. და სხვ.

ჟიულ გაბრიელ ვერნი (ფრანგ. Jules Gabriel Verne; დ. 8 თებერვალი, 1828, ნანტი, საფრანგეთი — გ. 24 მარტი, 1905, ამიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი. მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი “შეუწყვეტელი მეგობრობა” – 1850 წ.). 50-იანი წლების დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, “შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან”. მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა “ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე”, ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა “არაჩვეულებრივი მოგზაურობის” 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ” (1869 წ.), მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე (1865 წ.), მთვარის გარშემო (1869 წ.), კაპიტან გრანტის შვილები (1967 წ.), 80 000 კილომეტრი წყალქვეშ (1969 წ.), საიდუმლო კუნძული (1875 წ.), 15 წლის კაპიტანი (1878 წ.) და სხვა.[1]

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close