არქივი

დიდი აფეთქება

a48d8e09b7c9
დიდ აფეთქებაზე იდო პოსტი, მაგრამ ეს განსხვავებულია. ცხელ-ცხელი ინფორმაციაა ! მოკლედ, ეს დაიწყო …

უმთავრესი კითხვა სამყაროს შესახებ ასეთია: როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ გადაიქცა სამყარო დღეისათვის მილიარდობით გალაქტიკით სავსე კოსმოსად? ალბათ ბევრს გაინტერესებთ ამ კითხვის პასუხი. უახლესი ტელესკოპები გვეუბნებიან რომ გალაქტიკები ერთმანეთს დიდი სისწრაფით გაურბიან. სამყარო ფართოვდება საჰაერო ბუშტის მსგავსად და უფრო და უფრო დიდი ხდება. მაგრამ თუკი სამყარო დღემდე ფართოვდება, უნდა ვიფიქროთ, რომ ადრე იგი ბევრად პატარა იყო, დაახლოებით 13.7 წლის წინ იგი წარმოადგენდა ატომზე პატარა ნამცეცა წერტილს ! (მემგონი დაგაინტერესეთ) იგი აფეთქდა და ასტრონომები მას “დიდ აფეთქებას” უწოდებენ.

სივრცე და დრო დაიწყო ენერგიის ზეცხელი და ზემკვრივი გაელვებით. სამყაროს ზომები მყისიერად გაიზარდა. იმ აფეთქების ძალა დღემდე გრძელდება და აფართოებს ჩვენ საოცარს სამყაროს
პირველი სამი წუთის განმავლობაში სამყარო მხოლოდ ატომური ნაწილაკებისგან, პროტონებისა და ელექტრონებისგან შედგებოდა. ისინი ისეთი სისწრაფით მოძრაობდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი ატომებად შეერთება.

9054877aa7ad

თუ სამყაროს მთელ ისტორიას ერთ წელიწადად მივიჩნევთ, კაცობრიობის ისტორია მის ბოლო რამდენიმე წუთში მოთავსდება.
1 იანვარი – დიდი აფეთქება.
12:10 სთ, 1 იანვარი – აირის ღრუბლების შექმნა.
5 იანვარი – ვარსკვლავების შექმნა.
იანვრის შუა რიცხვები – ირმის ნახტომის შექმნა.
1 სექტემბერი – მზის სისტემის შექმნა.
22 სექტემბერი – სისცოცხლე დედამიწაზე.
25 დეკემბერი – ძუძუმწოვრების გაჩენა.
31 დეკემბერი, ღამის 11:47სთ – ადამიანის გაჩენა.
შუაღამე, 31 დეკემბერი – დღევანდელი მდგომარეობა.

დაბოლოს რა ბედი ელის სამყაროს? ბნელ ენერგიად წოდებული საიდუმლო ძალა შეიძლება გაიზარდოს და სამყაროს სწრაფი გაფართოება გამოიწვიოს. არსებობს სამი ჰიპოთეზა სამყაროს მომავლის შესახებ: დიდი რღვევა, დიდი გაცივება, დიდი შევიწროვება.
დიდი რღვევა: შესაძლოა თუ არა, ბნელმა ენერგიამ გამოიწვიოს კოსმოსის ისეთი სწრაფი გაფართოება, რომ ატომებიც კი ნაწილებად დაშალოს?
დიდი გაცივება: იქნებ, სამყარო შენელებულად გაფართოვდეს სანამ ყველა ვარსკვლავი არ ჩაქრება და სამყარო ცივ სიცარიელედ არ გადაიქცევა?
დიდი შევიწროვება: არსებობს სამყაროს ხელახალი შეკუმშვის თეორიაც. ეს ნაკლებად დამაჯერებელია.
იმედია მოგეწონათ.
BY ბერო
წყარო: ჩემი ცოდნა
c416e7b42892

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button