უცნაური
ორივე ხელით ერთდროულად წერენ
ინდოეთის ერთ–ერთი სკოლაში ბავშვებს ორივე ხელით სხვადასხვა ენაზე ერთდროულად წერას ასწავლიან. ლინგვისტურ სკოლაში 72 მოსწავლე შესანიშნავად წერს ერთდროულად ორივე ხელით.
ეს სკოლა 4-8 წლის ბავშვებისათვის 1999 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ აქ მეცადინეობები ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე ტარდება. `ჩვენთან ჩვეულებრივი ბავშვები სწავლობენ. ისინი არა მარტო ორივე ხელით ერთდროულად სხვადასხვა ენაზე წერენ, არამედ სრულყოფილად ეუფლებიან რამდენიმე უცხო ენას. მაგალითად, ერთ–ერთმა მოსწავლემ 6 ენა იცის და ნებისმიერ ორ ენაზე შეუძლია ერთდროულად წერა და ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის~ _ ამბობს სკოლის დირექტორი.