გართობაკულტურა

ჭორ-ბიურო (ჩამქრალი ვარსკვლავები)

236fd400cde9
მოდით ეხლა ,,ბუკსა ჰკარით” როგორც ჩვენი აწ ცხონებული მეფეები იტყოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ უნდა წარმოგიდგინოთ ქართველი ჩამქრალი ვარსკვლავები

1. ნინო ძოწენიძე
9421cd86a670
ამ სურათზე განთავსებული ინფორმაციით არც ისე ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ მომღერალზე, მაგრამ საკმარისია ,,შინამანაკენას” მოუსმინო, რომ ვთქვათ ყველაფერი ნათელია.. ქალბატონმა ნინომ პირდაპირ ნახევარი საქართველო ააცეკვა შინამანაკენაზე.. ეხლაც კარგად მახსოვს, ქართული ხიტების გამოსაჭენებელ არხზე ,,სტერეოზე” როგორი პოპულარული იყო ეს სიმღერა თუ რაც ჰქვია .. სიტყვები რა ენაზეა ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე, სამაგიეროდ მთელი კლიპის განმავლობაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოძრაობის ხელოვნებას, თეძოებისა და ხელების რიტმულ კანკალს :dabneuli: ამ ყოველივეს შემდეგ აუცილებლად დაასკვნით, რომ ან ცეკვის მასწავლებელი იყო ნამეტანი უნიჭო და ან თავად შემსრულებელი. კლიპის ნათელ წერტილად შეიძლება მოვნათლოთ ქუდიანი ბიჭი პირველყოფილთა სცენაში, (ნუ, მთლად პირველყოფილთა თუ არ არის, გვანან მაინც და რა ჩემი ბრალია). ეს ყმაწვილი რაღაც გაურკვეველ მოძრაობებს აკეთებს, რომლის შესწავლა სავარაუდოდ მხოლოდ ზოოპარკშია შესაძლებელი მაიმუნების გალიის წინ :dabneuli:
აჰ, ის გამომრჩა, ვითომ მიყუჟული სცენა, არადა რამხელა აროტიკული ხიბლი დევს შიგ ვინ იცის, იმაზეა საუბარი, გოგონა და ბიჭი ბალახებში თავდაუზოგავად რომ გადაყირავდებიან : )) დატკბით

2. ქეთი მერკვილაძე
ამის ვარსკვლავი კი ჩაქრა, მაგრამ ანთება როდის ან როგორ მოასწრო მე ეგ მიკვირს. სიმღერა ,,ვაჟკაცო” მისი შემოქმედების შუქურაა ფაქტიურად, სადაც ჩოხიან ვაჟკაცებს უგალობს, მაგრამ ჩოხიან ადამიანს (არათუ ვაჟკაცს) ერთსაც ვერ მოვკრავთ თვალს და ვაჟკაცი არ ვიცი, სახეზე რაღაც საღებავებს რომ იტყლიზნიან ის ბიჭები ეტყობა მთელი ვაჟკაცობის ქარიზმა მაგაშია ჩადებული :armjera:
დატკბით

3. გია სურამელაშვილი
ამბობენ სურამელაშვილის გულისთვის ქალები თავს იკლავდნენო.. სადარბაზოსთან ფანები ხვდებოდნენო, ლამის მოეტაცებინათო, ვენებს იჭრიდნენო, მოკლედ ძალიან ოცნებებშიც ნუ წახვალთ და თეთრ რაშზე ამხედრებულ ფრთებმოფართქუნე ყმაწვილს ნუ წარმოიდგენთ, ვაიდა იმედი გაგიცრუვდეთ.. ესეც ბატონი გია
351278eadf22
რა სნაიპერივით იყურება, ეგ არაფერი და მის სიმღერას გადავხედოთ ახლა ,,მე შენს ნაკვალევს დავეძებ”.
მთელ სიმღერას გულის ამაგოგმანებელი და ამ უბედურებასთან ერთად დაუმთავრებელი კვნესა ადევს ბატონი გიას ხმის სახით. ამ კაცს რაღაც ძალზე კრეატიული ჩაცმულობა აქვს. შავი ,,ტუფლიკებით” თეთრი შარვლით, წითელი ,,კასტუმითა” და მკერდზე ამობიბინებული ღინღლებით ჰგონია რომ სექსუალურად გამოიყურება და თავის ნაზი მოძრაობებით ,,კოპწიაობს” :(

სურამელაშვილს კომენტარებში ლექსებსაც უძღვნიან : ))  ესეც მის კლიპზე ერთ-ერთი კომენტარი
20f4a65ea1cc

4. ჯგუფი ,,საუნდი”
ეს ისაა 3 ბიჭი რომ იყვნენ, და შუაში ყოველთვის ერთი და იგივე ბიჭი (თემო ხვიბლიანი) რომ იდგა ხოლმე კონცერტებზეც და კლიპებშიც…
ნუ რას იზავ, ხომ უნდა დატყობოდა რომ ჯგუფის მარჩენალი ის იყო : )) უფრო სწორად მამამისი : )
საქართველოში რაიმე ღონისძიება რომ გამართულიყო, სადაც გამოავლენდნენ ყველაზე უნიჭო ან ყველაზე ,,არამომღერალ მომღერლებს” ამ ნომინაციებში კონკურენტი ნამდვილად არ ეყოლებოდა საუნდს :(


ვერაფერს იტყვი.. ეს ერთნაირი ტყავები და შარვლები კი აცვიათ, გეგონება იყვნენ ესენიც back street boys-ის წევრები, (ცოტაღა აკლიათ). ამ კლიპში ყველას ჯობია 1:32-ზე რომ კადრია, რა მოწყვეტით ეშვება მუხლებზე ხვიბლიანი :lol2: ეს კიდევ არ გვაკმარეს და ამ კადრის შემდეგ მარცხენა მხარეს ბიჭი რა ამაღელვებლად ცეკვავს :(
0cbc18fd449a
ამ სურათის კითხვაზე იფიქრეთ, მეტად დამაბნეველი შეკითხვაა :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button