საკითხავისასარგებლო

ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთი — სულის სასიკვდილო მდგომარეობა, ცოვდვილთა დასასჯელი ადგილი.

ჯოჯოხეთი საპყრობილეა და თანაც ყველაზე საშინელი, ცეცხლოვანი. ამ ჯოჯოხეთურ ცეცხლში ჩავარდებიან საბრალო განკიცხულნი, ცეცხლის უფსკრული კი მათ ყოველი მხრიდან შთანთქავს. იქ ყოველი არსება განსაკუთრებულად დაიტანჯება: თვალები სიბნელისა და კვამლისაგან, ამასთანავე სხვა ცოდვილთა და დემონთა თანამყოფობისაგან ევნებიან; ყურები გაიგონებენ მხოლოდ განუწყვეტელ ქვითინს, წუწუნსა და წყევლას; ყნოსვა დამწვარ სხეულთა სიმყრალით შეწუხდება; გემოვნება – ძლიერი წყურვილისა და საშინელი შიმშილისაგან, როდესაც ერთ წვეთ წყალსაც კი ვერ მიიღებენ ტანჯვის შესამსუბუქებლად. ამიტომაც ეს ცეცხლში ვნებული, საშინელი სასჯელით გატანჯული საბრალო ტყვენი ტირიან, კვნესიან, ქვითინებენ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მაგრამ ვერ პოულობენ და ვერც ვერასოდეს იპოვიან შემსუბუქებასა და ნუგეშს.

საშინელებისა და შიშის ამ ადგილას სულის ყველა ძალა ტანჯვას განიცდის. მეხსიერება დაიტანჯება ცოდვების მოგონებებითა და სინდისის ქენჯნით. იგი მატლივით მუდამ გამოხრავს განკიცხულს და შეახსენებს, რისთვის, რომელი უღირსი და უბადრუკი სიამოვნებისათვის დაიღუპა თავი საკუთარი ნებით. მაშინ რად მოეჩვენება ადამიანს ეს სიამოვნებანი, როდესაც ათასობით და მილიონობით წელს ჯოჯოხეთში გაატარებს? ეს მოუკლებელი მატლი გაახსენებს მას იმ დროს, რომელიც ღმერთმა გამოსწორებისათვის მისცა, საშუალებები, მოყვასთა კეთილი მაგალითები, დაპირებანი, რომლებსაც იგი იძლეოდა და არ ასრულებდა – ცხონებისათვის; ამასთან ერთად, იგი იხილავს იმასაც, რომ უკვე ვეღარ გადაურჩება სამუდამო დაღუპვას. განკიცხულის ნება მუდმივად წინააღმდეგობას განიცდის: ადამიანს არასოდეს ექნება ის, რაც მას სურს, და მუდამ ექნება მხოლოდ ის, რასაც არ ისურვებდა. გონება შეიცნობს, რა დიდ მადლს მოაკლდა ცოდვილი და რაოდენ დიდია ბოროტება, რომელსაც იგი ადრე არაფრად აგდებდა.

ჯოჯოხეთში ტანჯვას დასასრული არა აქვს. იქ სხვადასხვაგვარად და მარადიულად იტანჯებიან. გაივლის ტანჯვის ასი წელი, ათასი, მილიონი წელი და საუკუნე, ტანჯვა კი სულ უფრო ახალი და მრავალფეროვანი იქნება. თუ ანგელოზი ცოდვილს მიუტანდა ამბავს, რომ უფალი გაათავისუფლებს ჯოჯოხეთისაგან, როდესაც იმდენი მილიონი საუკუნე გავა, რამდენი წვეთი წყალიცაა ზღვაში, რამდენი ქვიშის მარცვალიცაა მიწზე, – მაშინაც კი საბრალო ცოდვილი უფრო დიდ სიხარულს შეიგრძნობდა ამ ამბის გამო, ვიდრე ადამიანი, რომელსაც უეცრად გამოუცხადებდნენ, რომ იგი დიდი სახელმწიფოს მეფედაა დადგენილი. ეს სამართლიანია, რამეთუ ცოდვილი იტყოდა: მართალია, მრავალი საუკუნის განმავლობაში ველოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დადგება დღე, როდესაც ჩემი ტანჯვა დასრულდება. მაგრამ არა! რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ჯოჯოხეთი განუწყვეტლივ ხელახლა დაიწყება. ასეთია ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთის ტანჯვა!


P. S. ასე რომ მაინცდამაინც ნუ დახამდებით ამქვეყნიურ ამაოებას, თორეე :evil:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close