არქივი

მედიტაცია

cd9bfbba50c0
რა არის მედიტაცია?

მედიტაცია- ლათინურად meditatio, რაც ნიშნავს ღრმა განსჯას, ჩაფიქრებას რაიმე საკითხზე, შინაგან ლოცვას. XIX საუკუნის ბოლომდე ამ ტერმინს ჰქონდა საკმაოდ მარტივი განმარტება, მაგრამ მოგვიანებით კი სიტყვა მედიტაციამ შეიძინა უკვე სხვა დატვირთვა და ახლა წარმოადგენს ბუდიზმისა და ინდური იოგების (ასევე სხვადასხვა მიმდინარეობებისა თუ მეცნიერებების) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს. “ბჰაგავატ-გიტა, როგორც ასეთი”, რომელიც წარმოადგენს ვედური სიბრძნის საუკეთესო ნაწარმოებს გადმოგვცემს მედიტაციის სხვადასხვა ვარჯიშებს და ასევე საუბარია, რომ მხოლოდ ამის მეშვეობითაა შესაძლებელი ადამიანისთვის საკუთარ თავში ჩაღმავება და საკუთარი “მეს” შეცნობა.
მედიტაცია არსებობს სხვადასხვა სახის და თითოეულ მათგანს განსხვავებული დატვირთვა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა მედიტაციური ტრანსი, რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს ადამიანის გადასვლას სხვა განზომილებაში, ამ დროს იგი საერთოდ კარგავს რეალურ “ამქვეყნიურ” შეგრძნებებს, რეფლექსებს და რჩება მხოლოდ ცნობიერება, რომლითაც ცდილობს აღიქვას სხვა სამყარო…ანუ ე.წ. ასტრალში გასვლა. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს ასტრალში გასვლა წარმოადგენს ადამიანის ფანტაზიის ნაყოფს და საკმაოდ საშიშია მისი ფსიქიკისთვის. გარდა ბუდიზმისა და ინდური იოგასი მედიტაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა ოკულტურ ორდენებში. მედიტაცია – ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევის კიდევ ერთი გზაა. იგი გულისხმობს გარკვეული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგადაც ადამიანი ფიზიკურად დუნდება, სულიერად მშვიდდება, მას მოიცავს სიამოვნებისა და ზოგჯერ ნეტარების ბრძნობა. ხანგრძლივმა მედიტაციამ შეიძლება გამოიწვიოს მისტიკური განცდა იმისა, რომ პიროვნება ქრება და რაღაც უფრო ფართო და იდუმალი ცნობიერების ნაწილად იქცევა. მედიტაციის ტექნიკა ცნობილია უძველესი დროიდან და წარმოდგენილია თითქმის ყველა ძირითად რელიგიაში: ინდუიზმში, ბუდიზმში, იუდაიზმში, სუფიზმში და სხვა. ძირითადად მედიტაცია წარმოადენს რაიმე ობიექტზე ან აზრზე კონცენტრირებას. არსებობს ასევე მისი კლასიფიკაცია:

1. ჩაკრა (კუნდალინური მედიტაცია)
2. მანტრა (ტრანსცენდენტური მედიტაცია)
3. შინაგანი ხმა (ნაამი, შაბდი, ანახატა ნადა)
4. სუნთქვა (ანაპანასატი-მედიტაცია)
5. სანთელი და მისი ანარეკლი სარკეზე (ტრაკატა)
6. საკუთარი ცნობიერება (ვიპასსანა მედიტაცია)

ვის აინტერესებს ეს თემა? :)

მსგავსი ამბები

Back to top button