საკითხავი

ლას ვეგასი!

4f6ca5fb6581
ლას ვეგასი
ყოველთვის ისმოდა კითხვა რატომ მაინცდამაინც ნევადაში , შუაგულ უდაბნოში. ვის მოუვიდა აზრად მანდ ასეთი გრანდიოზული გასართობი კომპლექსის გაშენება?
საინტერესოა რომ, ლას-ვეგასის შექმნის საფუძველთან კოზა ნოსტრას და ცნობილი განგსტერის ბენჯამინ სიგელბაუმის , ბაგსი სიგალის სახელია დაკავშირებული.

ლას-ვეგასში სამორინეები იმიტომ კი არაა რომ ნევადა ასეთი კარგია და ამოარჩიეს – იმიტომაა რომ სხვაგან არ შეიძლება.

ამერიკის კანონმდებლობა სხვადასხვა შტატებში განსხვავდება. ბევრი რამე რაც შტატების ნაწილში ლეგალურია – სხვაგან არალეგალურია. ასეა სამორინეების შემთხვევაშიც. სამორინეები სხვაგან აკრძალულია, სწორედ ამიტომ მოუწიათ მათი აშენება ნევადაში. სხვათა შორის ნევადა ერთადერთი შტატია, აშშ-ში, სადაც პროსტიტუციაც ლეგალურია. ასე რომ – საკმაოდ ლიბერალური შტატია ნევადა, სხვებთან შედარებით. აი ამიტომაა იქ სამორინეები და არა რაიმე სხვა მიზეზის გამო.

რატომ კონკრეტულად ლას ვეგასი, ნევადაში? საინტერესოა რომ, ლას-ვეგასის შექმნის საფუძველთან კოზა ნოსტრას სახელია დაკავშირებული.

მე20 საუკუნის დასაწყისში, ალკოჰოლის აკრძალვის (ე.წ. პრობეიშენის) დროს კოზა ნოსტრა აკონტროლებდა არალეგალური ალკოჰოლის კონტრაბანდას და გასაღებას.

მოგვიანებით, როცა აკრძალვა გაუქმდა მაფიის ძირითადი შემოსავალი პროფკავშირები და ნაგვის გადამუშავება გახდა.

ამათ გარდა მაფია, ტრადიციულად აკონტროლებს: რეკეტს, პროსტიტუციას და აზარტულ ბიზნესს. თავიდან კაზინოები იყო არალეგალური და ადგილობრივ მთავრობებს ეძლეოდა ქრთამი. მაგრამ, ნელა-ნელა მთავრობა იცვლებოდა და არალეგალური სამორინეები იკეტებოდა. მაფიამ გადაწყვიტა ამ ბიზნესის ლეგალიზაცია.

ამისთვის ამოირჩა ნევადას შტატი (რადგან სწორედ იქ იყო ლეგალური აზარტული თამაშები). იმ დროს ლას-ვეგასში იყო რამდენიმე მცირე, პროვინციული სამორინე. ნევადა, ასევე, მომხიბვლელი იყო იმით რომ ის რამდენიმე საათის საფრენ მანძილზეა ჰოლივუდიდან და ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შეეძლოს ადვილად გადაფრენილიყვნენ იქ (ეს უპირატესობა ჰქონდა ნევადას ჩრდილოეთში მყოფ რამდენიმე რეზერვაციასთან სადაც ასევე ლეგალურია სამორინეები).

ლაკი ლუჩიანომ და კოზა ნოსტრას სხვა მამებმა გადაწყვიტეს ჩაედოთ ფული ლას-ვეგასში და პროვინციული დაბა ექციათ აზარტული თამაშების სამოთხედ. მათი დავალებით და ფულით კოზა-ნოსტრელმა ბაგსი სიგალმა (რომელიც მანამდე ჰოლივუდში რეკეტით იყო დაკავებული, კოზა ნოსტრასთვის) დაიწყო ლეგენდარული “ფლამინგოს” მშენებლობა.

აი ასე იქცა უდაბნო კაზინოების სამოთხედ.

აგსი სიგელი- განგსტერი რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ლას ვეგასის აღმოცენება.
დაიბადა 1906 წლის 28 თებერვალს ბრუკლინში, რუსი ებრაელების ღარიბ ოჯახში. მეგობრობდა ლაკი ლუჩიანო და ლანსკისთან.
მისი ყველა კრიმინალური დანაშაულები ვერ შეედრება მის გრანდიოზულ წამოწყებას 30 წლების მიწურულს ნევადაში ლას ვეგასის გაშენებას.
ლოს ანჯელესელ ბიზნესმენ ბილლი ვილკერსონს საუკეთესო ჰოტელის აშენება უნდოდა, ბაგსის კი გასართობი ოაზისისა დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის, სადაც შეიდზლებოდა ფეშენებელურ აპარტამენტებში ცხოვრება და ფანტასტიურად გარტობა. ამ ორმა წამოიწყო პროექტი სახელად ”ფლამინგო

ბაგსიმ დაარწმუნა კრიმინალი მამები ფულის ჩადებაზე, თავდაპირველად 1 მლნ $ უნდა ყოფნოდათ მაგრამ ჯერ კიდე 1946 წელს ანუ 1 წლის მერე უფრო მეტი და მეტი ჭირდებოდა. და როდესაც თანხამ 6 მლნ $ მიაღწია განგსტერები სერიოზულად შეწუხდნენ

სიგალის პროექტი წამგებიანი აღმოჩნდა, მაშინ ლუჩიანომ კუბაზე მოიწვია “საბჭო”, სადაც ეს საკითხი განიხილეს, ლანსკიმ მოახერხა და დაარწმუნა ბოსები, რომ ბენისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცატ და რომ ფლამინგო აუცილებლად საშობაოდ გაიხსნებოდა.
”ფლამინგო ” მართლაც გაიხსნა მაგრამ ეს იყო დიდი ჩავარდნა… ბაგსიმ მარტო კაზინოს აშენება მოასწრო და სასტუმრო კი არ იყო ჯერ მზად და ხალხი ვერსად გაჩერდებოდა..
აქაც ისევ მაფიის რისხვისაგან მაიერ ლანსკიმ იხსნა.
და მართლაც 1947 წლის მარტში ”ფლამინგო” ისევ გაიხსნა უკვე როგორც სრულფასოვანი გასართობი კომპლექსი, ყველაზე დიდი ჰოტელით (3500 ადგილი)
ბაგსის ოცნება ახდა!
მარტო 6 თვეში ”ფლამინგომ” 250 000 $ მოგება ნახა.

1947 წლის 20 ივნისს 42 წლის ბენჟამენ სიგალი მოკლეს საკუთარ სახლში.

დღემდე უცნობია შემკვეთი. მის დასაფლავებაზე არც ერთი ”მეგობარი” არ მოსულა.
დიდი ხნის მანძილზე ”ფლამინგო” მართლაც საუკეთესო იყო არა მარტო ლას ვეგასში არამედ მთელს მსოფლიოში.
1980 წელს კორპორაცია ”ჰილტონ” მა ძველი ფლამინგოს ნაცვლად ახალი ააშენა.

წყარო:offline.ge

მსგავსი ამბები

Back to top button