გასართობი

კითხვები

4899192a6f26

“გაგრელება”-ში ნახავთ რამდენიმე სახალისო, ლოგიკურ ამოცანას :)

1. სამი კაცი მიუჯდა მაგიდას და შეუდგნენ ქეიფს. ამ მაგიდის ქვემოთ შეძვრა პატარა ბიჭი და მშვენიერი გასართობი იპოვა. მან ფეხების თვლა დაიწყო, თუმცა რამდენჯერაც დაითვალა სულ 5 ფეხი გამოდიოდა. რატო ხდებოდა ესე თუ არცერთ კაცს არ ქონდა ფეხი-ფეხზე გადადებული და ყველა ორივე ფეხი საღსალამათი ჰქონდა

2. რა არის ცასა და დედამიწას შორის?

3. ჩამოთვალეთ ხუთი დღე ისე, რომ არ თქვათ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი კვირა.

4. წარმოიდგინეთ, რომ ხართ გემის კაპიტანი, გემზე არის 25 მეზღვაური, თითოეული არის 25 წლის. რამდენი წლისაა გემის კაპიტანი?

5. რამდენი ბოლო აქვს 1 ჯოხს?
ორ ჯოხს?
სამ ჯოხს?
ოთხ ჯოხს?
ოთხ-ნახევარ ჯოხს?

6. პროფესორი დასაძინებლად დაწვა საღამოს 8 საათზე და მაღვიძარა დააყენა დილის 9 საათისთვის. რამდენი საათი ეძინება პროფესორს მაღვიძარას დარეკვამდე?

7. არქეოლოგებმა იპოვე მონეტა, რომელზეც ეწერ: ჩვენს წელთაღრიცხვამდე 75 წელი. შესაძლებელია ეს? რატომ?

8. მარტოხელა ღამის მცველი მოკვდა ღამით. მიიღო თუ არა მან პენსია?

9. მამა–შვილი მოხვდნენ ავტოავარიაში. მამა მოკვდა, შვილი კი საავადმყოფოში წაიყვანეს. პალატაში შემოდის ექიმი და ამბობს: “ეს ჩემი შვილია” შესაძლებელია ეს? რატომ?

10. შეუძლია თუ არა კაცს თავისი ქვრივის დაზე დაქორწინდეს?

11. იწვოდა 6 სანთელი, 4 ჩაქრა, რამდენი სანთელი დარჩა?

12. ჩვეულებრივად ყველა თვეში ან 30 ან 31 დღეა. რომელ თვეშია 28 დღე?

მსგავსი ამბები

Back to top button