არქივი

ვატიკანი

14353fee769f 21dc6a69077b

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანას.

ოფიციალური – ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი. ეროვნული – Vaticanus, Status Civitatis Vaticanae (ლათინურად); Vaticano, Stato della Citta del Vaticano (იტალიურად). სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების მთისაგან, რომელიც მდებარეობს მდინარე ტიბრის მახლობლად. 1150 წელს პაპმა ევგენი III-მ სასახლე ააგო. თვითონ მთის სახელი უკავშირდება vaticinatio-ს, რაც „წინასწარმეტყველებას“ ნიშნავს.
პოლიტიკური ერთეული მდებარეობს ქალაქ რომის ტერიტორიაზე და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს. ფართობი – 0.44 კვ.კმ. ვატიკანს ქალაქ რომის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკუთვნის სამი ტაძარი, სასახლეები და ვილები საერთო ფართობით 0.7 კვ.კმ.
სახელმწიფო სისტემა – თეოკრატიული მონარქია. სახელმწიფოს მეთაური – რომის პაპი ბენედიქტე XVI
მოსახლეობა – 911 კაცი (2003). სახელმწიფო ენები – ლათინური და იტალიური.

53c875f8d410

დედაქალაქი:ვატიკანი
ოფიც. ენები:ლათინური
ფართობი:0.44 კმ²
მოსახლეობა:911
მთავრობა:საეკლესიო
-რომის პაპი:ბენედიქტე XVI
ვალუტა:ევრო (EUR)

Back to top button