უცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 15

931323 177681885730930 2104555479 n

საშიში ისტორიები ნაწილი 15

3 ყველაზე საინტერესო და საშიში ლეგენდა

 

1. წარწერა კედელზე

როცა პატარა ვიყავი, ჩვენი ქუჩის ბოლოს ძველი სახლი იდგა. ფანჯრები ჩამტვრეული ჰქონდა. იმ სახლს ჩვენს რაიონში მცხოვრები ბავშვები ერიდებოდბნენ. ხმები დადიოდა, თითქოს იქ მოჩვენება ყოფილიყო.
ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა თავის გამოცდა გადავწყვიტეთ. მიტოვებული სახლის უკანა ეზოს ერთ-ერთი ფანჯრიდან შევედით შიგნით. ბინძური ადგილი იყო. მივიხედ-მოვიხედეთ – ერთ-ერთ კედელზე ეწერა: მე მოვკვდი.

– ალბათ ვიღაცეები ასე აშინებენ ბავშვებს. – ვუთხარი მეგობარს.

– ალბათ ასეა.

სამზარეულოში გავედით და კიდეც ერთი წარწერა ვიპოვეთ: მეორე სართულზე ვარ.

სახლს სულ ორი სართული ჰქონდა. კიბეებზე ავდიოდით. არ მეშინოდა, მაგრამ უცნაური გრძნობა დამეუფლა. მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოში, კარებზე ეწერა: თქვენ ამ ოთახში მიპოვით.

ჩემს მეგობარს უკვე ძალიან ეშინოდა და გააკანკალა. მეც შეშინებული ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს შეემჩნია. ოთახისკენ წავედით. სახელური ჩამოვწიე. კარი გაიღო. შიგნით შევედით. იქ არავინ და არაფერი არ იყო. ოთახის ცენტრში კიდევ ერთი წარწერა აღმოვაჩინეთ: ჩემი თავი მარცხნივ არის, ტანი კი მარჯვნივ.

მარჯვნივ და მარცხნივ კარები იყო. მეგობარმა დაიყვირა და უკან მიბრუნდა. ხელი მოვკიდე, მაგრამ ყვირილით გაიქცა.

გამბედაობა მოვიკრიბე და მარჯვნივ მდებარე ოთახში შევედი. ოთახის ბოლოში ისევ წარწერა დავინახე: ჩემი სხეული დაბლაა.

დაბლა დავიხედე და კვლავაც წარწერა! ზედ ვიდექი. ცოტათი უკან გამოვიწიე და წავიკითხე: ჩემი თავი შენთან მოდის სხვა ოთახიდან. მიიხედე!

გავიგე კარი, რომ გაიგო. უკან მივიხედე. სიბნელეში რაღაც ლანდი დავინახე. ის მიახლოვდებოდა. ძალიან მეშინოდა. როცა ჩემი მეგობრის გათეთრებული თავი დავინახე, დავიყვირე და ფანჯრიდან გადავხტი.

მეორე სართულიდან გადმოხტომამ სხეული დამიზიანა, მაგრამ არ გავჩერებულვარ. სახლში გავიქეცი და მომხდარის შესახებ მშობლებს გავაგებინე.

პოლიციამ ძველი სახლი კარგად დაათვალიერა. მათ იატაკიც კი დააზიანეს და მეორე სართულზე ჩემი მეგობრის ტანი იპოვეს. მისი თავი გაქრა, პოვნა ვერავინ შეძლო, ეს საშინელი სახლი კი დაანგრიეს.

2.

ინსტრუქცია როგორ შევაშინოთ  მეგობრები

სირთულის დონე : არც ისე რთული
დაგჭირდებათ :
ბნელი ოთახი
საზარელი ხმა
დაინტერესებული მსმენელი
ნაბიჯი1
პირველად განსაზღვრეთ ზომა, სტილი,როგორია თქვენი ისტორია და მოიფიქრეთ ეფექტი, რომლის მოხდენასაც აპირებთ. იქნება ეს ისტორია ვურდალაკებზე, ვამპირებზე, თუ გოგო და ბიჭზე, რომელიც სახლში მარტო დარჩნენ ?! არჩევანი ბევრია, ხოლო რას აარჩევთ თქვენზეა დამოკიდებული, სტილზე და თქვენს მსმენელზე. რაღაც მეეჭვება, რომ უფროსები დააშინოს
ისტორიამ ბაბაიაგაზე .. მაგრამ, იმასაც გააჩნია, როგორ მოყვებით.
ნაბიჯი 2

დაიმახსოვრეთ,რომ მოკლე მონათხრობისათვის საჭიროა მოქმედების საინტერესოდ შეთხზვა. შედეგ კი მიყევით სქემას:

-საინტერესო დასაწყისი –
-უჩვეულო გაგრძელება-
– წარმოუდგენელი სიუჟეტი-
– მოულოდნელი გახსნა –
-შოკისმომგვრელი ფინალი – .
გრძელ ისტორიებს დასჭირდებათ დეტალების დამუშავება, ამიტომ ჯობია მოკლე ამბებით დავიწყოთ

ნაბიჯი 3
პერსონაჟებზე დიდხანს არ გაჩერდეთ – აიღეთ ისინი პირდაპირ რეალური ცხოვრებიდან. აიღეთ უბრალო სიტუაცია , მაგალითად : ბავშვები მარტონი დარჩნენ სახლში. შემდეგ დაამატეთ რამე უცნაური და არარეალური, მაგალითად : წასვლის წინ დედამ ბავშვებს სასტიკად აუკრძალა ტელეფონის ყურმილის აღება ან მაცივრის გამოღება. ბავშვები რათქმაუნდა არ მოუსმენენ მათ და…
რა შემდეგ?! მაცივარში გვამი აღმოჩნდა?! ტელეფონზე უთხრეს რომ მათკენ მოემართება სიკვდილის ლურჯი ცეცხლი. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ნაბიჯი 4
მოიფიქრეთ “საშიში” , იდუმალებით მოცული სახელწოდებები , მაგალითად : წითელი თვალები, მწვანე ხელი, ხის ფეხი, ყვითელი სახე, ჯადოქრის ტბა, შავი პლაში, დამაქალი, ლურჯი ულვაში, ირის სამფლობელო ან ველოს ბენზოხერხი 
და ა.შ.
რაც უფრო იდუმალი და ბინდით მოცული იქნება სახელი, მით უკეთესია, მით უფრო მიეცემა მსმენელი ფანტაზიებში ფრენას  და უფრო შეეშინდებათ კიდევაც.
ნაბიჯი 5
შექმენით შესაბამისი გარემო. თუნდაც ბინდი ან მაქსიმალურად ჩაბნელებული ოთახი. მოყევით ჩუმი და იდუმალი ხმით.  არ აჩქარდეთ. პაუზების დროს კი სიბნელეში რაიმე საგანზე მიუთითე
“ჰეი რა მოძრაობს მანდ(ფართხალებს , ნათდება, შავდება, ყანყალებს და ა.შ)
ნაბიჯი 6
ბოლო, ყველაზე საშიში რეპლიკა წარმოთქვით მოულოდნელად , ჩქარა, ხმამაღლა . ბონუსი იქნება თუ ვინმეს მოულოდნელად ჩასჭიდებთ ხელს.
და ბოლო ყველაზე მთავარი
გჯეროდეს თავად იმის, რასაც ყვებით და მსენელებსაც დააჯერებთ.!

სურათები

Real+Ghost

 

Real Ghost Photos

 

real ghost

 

real ghost photo

 

romanian ghost

 

ghost caught on my friends camera 21330900

 

ghost sneaking up behind family caught on camera

3.  აბიგაილი

პატარაობიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემს გარშემო ბევრი უჩვეულო რამ ხდებოდა, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიდი. ჩემი ოჯახი აშშ-ს საზღვაო ძალების ბაზასთან ახლოს ცხოვრობდა ჰავაის შტატის ქალაქ ოეჰუში. მძულდა ჩვენი სახლი, რადგან იქ თავს უსაფრთხოდ ვერასდროს ვგრძნობდი. მუდამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა. სახლი დაწყებითი სკოლის უკან მდებარეობდა, სკოლაზე კი ამბობდნენ, რომ ყოფილისასაფლაოს ტერიტორიაზე იყო აშენებული. ეს ამბავი ყველა მოსწავლემ იცოდა და სკოლის სააბაზანოში ან დერეფანში მარტო გასვლის ეშინოდათ.

ჩემს ცხოვრებაში ამოუხსნელი მოვლენები როცა დაიწყო, მესამე კლასში ვიყავი. მესიზმრა, რომ ლურჯ კაბაში გამწყობილი გრძელთმიანი გოგონა მინდორში გარბოდა, მას უკან მოსდევდა მამაკაცი შავ შარვალსა და თეთრ პერანგში. შემდეგ ჩნდებოდა ხის სახლი, გოგონა ცდილობდა შიგნით შეერბინა, მაგრამ მადევარი სწორედ ამ დროს იჭერდა, ფეხებში კიდებდა ხელს და გოგონაც ეცემოდა, თავს არტყამდა ქვის კიბეს, სისხლი მოსდიოდა და კვდებოდა. შემდეგ გულის ფორმის ყელსაბამი ძვრებოდა, კიბეებზე დაწკარუნობდა და საბოლოოდ მიწაზე, ბალახებში ვარდებოდა. ვერ ვხდებოდი რატომ, მაგრამ ამ სიზმარს პერიოდულად ვნახულობდი. ისე მეშინოდა, რომ ძილში ტირილსა და ყვირილს ვიწყებდი, რის შემდეგაც ჩემი მშობლები მორბოდნენ ჩემთან და მამშვიდებდნენ.

ერთხელ გადავწყვიტე, დამეძლია შიში და სკოლის სააბაზანოში მარტო შევსულიყავი. ასეთი რამ ჯერ არავის ექნა. მართლაც შევედი და მაშინვე ამეკვიატა აზრი, რომ ვიღაც მომშტერებოდა. შევედი სააბაზანოს ერთ-ერთ კაბინაში და კარები მივხურე. ამ დროს კაბინის კედლებმა რხევა და ბრახუნი დაიწყეს. შემეშინდა და მაშინვე გარეთ გავვარდი. ცოტა ხანში მეგობრებთან ერთად შევბრუნდი და კარებზე ვნახე წარწერა: “ტია, იპოვე”.

ერთ დღეს მეცადინეობაში შემომაღამდა, როცა შევამჩნიე, რომ ნათურამ ციმციმი დაიწყო, ცოტა ხანში კი საწოლიც ამოძრავდა. გავვარდი საწოლი ოთახიდან ჰოლში და კიბეებთან შევჩერდი. უცებ ვიგრძენი, რომ კიბეებზე ვიღაც ამოდიოდა პირდაპირ ჩემი მიმართულებით, ასევე ვიგრძენი მზერაც. გავიქეცი და სააბაზანო ოთახში შევედი, სადაც იატაკზე მოკუნტულს ჩამეძინა (ჩემს მშობლებს ყელში ჰქონდათ ამოსული ჩემი შუაღამის ისტერიკები და ვიცოდი, რომ არ შემიშვებდნენ თავისთან). იმ ღამეს სიზმარი ვნახე, რომელშიც მკაფიოდ ვხედავდი ასო A-ს. გაღვიძებულმა უკვე ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა გოგონა სახელად აბიგაილი, თუმცა ეს საიდან მომივიდა თავში აზრად, არ ვიცი.

შიშში ორი წელი ვიცხოვრე, შემდეგ ჩემი ოჯახი უკან, კალიფორნიის შტატში გადავიდა. საშიში ისტორიები ახალ სახლშიც გადამხდა. მე და ჩემს დას ერთ ოთახში გვეძინა, ორსართულიან საწოლში. ამ დროს ის 4 წლის იყო, მე 10-ის. ერთხელ ახალგაღვიძებულზე გავიგონე, რომ ზემოთ ჩემი და ხელებს უხახუნებდა ერთმანეთს, როგორც სიცივისას აკეთებენ ხოლმე გასათბობად. ვთხოვე გაჩერებულიყო, მაგრამ ხმა არ წყდებოდა. ავიხედე ზედა საწოლზე და იქ არავინ დამხვდა. ჩავედი ქვემოთ, აღმოჩნდა, რომ ყველა ეზოში იყო გასული.

მოგვიანებით საკუთარი საწოლი ოთახი გამომიყვეს, საწოლზე წოლისას პირდაპირ ვუყურებდი მთავარ კარებს. მალე სტუმრად ბებია გვეწვია და მისი საწოლი ჩემი საწოლის გვერდით მოათავსეს. ერთხელ მე და ბებია გვიანობამდე ვუყურებდით ტელევიზორს. ბებიას მალე ჩაეძინა. წითელი პიჟამოები ეცვა, როგორც ყოველთვის. ცოტა ხანში მეც ჩამეძინა, მაგრამ შუაღამით გამეღვიძა და კარებთან მუქთმიანი, საშუალო სიმაღლის თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი შევნიშნე, რომელიც ზურგით იდგა და მიდიოდა. გამიელვა აზრმა, რომ ეს აბიგაილი იყო. ავდექი და ჰოლში გავედი, შემდეგ დაბლა ჩავირბინე, მაგრამ ვერავინ ვიპოვე.

VII კლასში რომ გადავედი, ჩემს პატარა დებზე მზრუნველობა მე ვითავე. დაბლა ვიყავით და მაგიდას ვღებავდით, როცა ზემოდან ნაბიჯების ხმა მოგვესმა. სახლში მარტო ჩვენ ვიყავით, ამიტომ შეგვეშინდა. მოვკიდე ჩემს დებს ხელი და სააბაზანოში შევიკეტეთ. ასე ვიყავით ორი საათი, სანამ ჩვენი მშობლები არ მოვიდნენ.

მაგრამ უარესი ამბები წინ მელოდა: ერთხელ, როცა IX კლასში ახალი გადასული ვიყავი, სახლში მარტო მომიწია დარჩენა. ქვემოთ ჩავაქრე სინათლე და ზემოთ ავდიოდი, როცა კოჭზე შეხება ვიგრძენი. შემეშინდა და სირბილით ავუყევი კიბეს. მესმოდა ნაბიჯები, რომელიც უკან მომყვებოდა. მეორე ღამეს გამეღვიძა, როცა ვიღაც ყურში ჩამჩურჩულებდა: “მოგკლავ!” შემეშინდა, ვიფიქრე რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. სახლში არავინ იყო, რომ ეს ექნა, მე კი საიდან უნდა მომეგონებინა ასეთი რამ, ან რატომ უნდა მომსვლოდა თავში აზრად? გავედი ჰოლში და მშვიდი ტონით ვთქვი: “აბიგაილ, ვიცი, რომ აქ ხარ. ვიცი, რომ ჩემი ასაკის ხარ და შენი სიკვდილი ნაადრევი იყო. სიზმარში ხშირად ვხედავდი, როგორ კვდებოდი. მე ვერ დაგეხმარები, რადგან არ ვიცი, ვინ ხარ და რა გინდა. უმჯობესია, ეს სახლი დატოვო და მშვიდად ცხოვრების საშუალება მომცე”.

აბიგაილმა თავი დამანება, თუმცა უცნაური ამბები ისევ შემემთხვევა ხოლმე, რომელსაც ვგრძნობ, რომ მასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად ერთხელ მეგობრისგან გვიან დავბრუნდი, შევედი სახლში და კარებს ვკეტავდი, რომ კიბეებზე ჩამორბენის ხმა გავიგე. სწრაფად შევბრუნდი, მაგრამ კიბეებზე არავინ იყო. გასული წლის (2009) ნოემბერში ღამით გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირდა და ვიგუდებოდი, თან ცივი ოფლი მასხამდა. ყვირილი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. მეორე დღეს დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ძაღლი მოკვდა, ბოლო წუთებში კი სუნთქვა გაუძნელდა და იხრჩობოდა. შემდეგ 1 კვირის განმავლობაში მქონდა სიზმრები, რომ ჩვენმა ახალმა ძაღლმა ჩემი ჩიტი მოკლა და საწოლთან მომიტანა. მართლაც, ბოლო სიზმრიდან მეორე დღეს ეს რეალობად იქცა.

ძალიან მიჭირს, ამ ამბებს რაიმე ახსნა მოვუძებნო. არცერთ ჩემს მეგობარს მსგავსი რამე არ სჭირს. მხოლოდ დედაჩემს ჰქონდა ერთხელ წინათგრძნობა და ამის წყალობით გადაურჩა ავარიაში სიკვდილს, მხოლოდ მსუბუქად დაშავდა. ახლა კოლეჯში ვსწავლობ, 19 წლის ვარ და ორჯერ ვიყავი სხვადასხვა მედიუმთან. ორივემ მითხრა, რომ მგრძნობიარე აურა მაქვს და განითარებული ინტუიცია. წესით ეს თვისებები უნდა მშველოდეს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითაა.

4.

– დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა.

– ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა.

მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად.

ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა.

მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა.

– მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა.

” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას “როგორი ცივია…”

ფოტოგრაფმა გადაიღო ოჯახური ფოტო და წავიდა. სამი თვის მერე მონიკა გარდაიცვალა.

სურათი დედამ გაადიდებინა და ბუხრის თავზე დაკიდა. თვალმოუშორებლად უყურებდა ხოლმე უმცროს ქალიშვილს და ტიროდა.

რამდენიმე თვის მერე უცნაური რაღაც შენიშნა სურათზე, თითქოს მონიკას სახე იცვლებოდა და მოძრაობდა, თანაც საშინელ გამომეტყველებას იღებდა. ამ ყველაფერს მის გარდა ვერავინ ამჩნევდა.

ოჯახის წევრებმა სცადეს ფსიქოლოგის მოყვანა, მაგრამ ქალს არაფრის გაგება არ უნდოდა. ჩამოხსნა სურათი და მედიუმთან წავიდა.

– ძალიან ვწუხვარ – უთხრა მედიუმმა – რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი ქალიშვილი ჯოჯოხეთში მოხვდა…

931323 177681885730930 2104555479 n

5.“ბავშვთა სახლის პატარა მეფატრონე”
ეს ლეგენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპუარულია იგი პატარა გოგონას ეხება მისი მამა ბავშვთა სახლში ექიმი იყო ამ ექიმს ყველა დაავადების მორჩენა შეეძლო ზოგს ეგონა კიდეც რო ჯადოქარია ამ ექიმს გავდა პატარა გოგო ინგა გოგო როცა სულ პატარა იყო დაავადდა საშნელი დაავადებით ისეთით რომ მამამისმაც ვერ მოარჩინა მალე გოგონას ხველება დაეწყო და პირიდან ხველებისას სისხლს ღვრიდა მალე სისხლი გაშავდა მერე კი ექიმმა გადაწყვიტა გოგონასგან მთელი შავი სისხლი ამოეყო და წითელი სისხლით შეეცვალა თუმცა ვერ მოასწრო ინგას შეეცოდა ვეგარ უყურა მამამისის წამებას და სახლიდა გაიქცა ბავშვთა სახლი შუა ტყეში იდგა და ის ტყეში დაიკარგა გაიყინა და მოკვდა. ამბობენ ავშვთა სახლის შენობაში დრესაც დადის პატარა მეპატრონის სული იგი წელიწადში ერთხელ მოდის და ვინც მას დაინახავს სიკვდილისთვისაა განწირული.

6.საშინელება ბანაკში
სკაუტი გოგონების ყოფილი ბანაკი ამერიკის შტატში ოკლაჰომაში მდებარეობს, ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც მომხდარმა ამბავმა მთელ ოკლაჰომას დააკარგვინა მოსვენება. ყველაფერი კი 1977 წელს მოხდა. აღნიშნული წლის 12 ივნისს ჩვეულებრივი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.
3 გოგონა,8 წლის ლორი ლი ფარმერი, 9 წლის მიშელ გუსი და 10 წლის დორის დენის მილნერი მერვე კარავში დაბინავდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ უცებ ძლიერი ჭექა-ქუხილი ატყდა, რის გამოც ბანაკის წევრებმა თითქმის მთელი საღამო თავ-თავიანთ კარვებში გაატარეს. რა მოხდა შემდეგ, ეს წარმოდგენის ზღვარს სცილდება, დილას 3 გოგონას გვამი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს მკვლელმა დორისი,მიშელი და ლორი გააუპატიურა,სცემა და მოკლა. ბავშვების გვამები კარვიდან დაახლოებით 150 იარდის მანძილზე იყო მიმოფანტული.
პოლიცია მაშინვე ჩაერთო საქმეში და დანარჩენი ბავშვები სასწრაფოდ დააბრუნეს სახლებში. 13 ივნისი ამ ბანაკის მოქმედების ბოლო დღე აღმოჩნდა, რადგანაც ამის მერე აღარც გახსნილა. მეორე დღეს პრესაში გამოქვეყნდა სტატია,სადაც ეწერა,რომ კარავში იატაკი სისხლიანი იყო, მასზე კი ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩანდა, სხვანაირი ფეხსაცმლის ნაკვალევი აღმოაჩინეს კარვის გარეთ. პრესის ეს განცხადება 15 ივნისს კანონის დარღვევად მონათლეს და ძიება გაგრძელდა.
17 ივნისს,ჯეკ შროფი გამოჩნდა,რომელსაც სახლი ბანაკთან ახლოს ჰქონდა,მან განაცხადა,რომ მისი სახლი ერთი კვირით ადრე გატეხეს. როცა დეტექტორზე დასვეს,აპარატმა სიცრუე აჩვენა. ამის შემდეგ პრესაში სტატია გამოქვეყნდა,სადაც შროფი ეჭვმიტანილად დაასახელეს. ჯეკმა უამრავი სატელეფონო ზარი და მუქარის წერილები მიიღო,რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა,რომ მკვლელის ან მკვლელების იარაღი ძალაყინი იყო და მასზე თითის ანაბეჭდებიც მოიძევებოდა.
პოლიციამ ჩამოიყვანა საუკეთესო,გაწვრთვნილი ძაღლები, ხალხს იმედი მიეცა, დაგეშეს კიდეც,მაგრამ ძაღლებს არაფერი გამოუვიდათ.
ხალხში ჭორი დადიოდა,რომ ადგილობრივი ჩეროქელი კაცის წყევლა მალე უწევდა ამ ძაღლებს და არავინ იცის ასე მოხდა თუ არა, ის კია რომ 18 ივნისს ერთი ძაღლი მოკვდა.
20 ივნისს გამოცხადდა,რომ ერთი გვამიდან თითის ანაბეჭდების აღება მოხერხდა, და რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდათ. ამ დღეს ორი ცოცხალი ძაღლიდან,ერთ-ერთი მოულოდნელად გაიქცა მანქანების სამოძრაო გზატკეცილზე და იგი მანქანამ იმსხვერპლა. ძაღლის ფასი 10 000-დან 20000 დოლარამდე იყო. ეჭვმიტანილების სიას კიდევ ერთი კაცი შეემატა, ეს ვინმე მაიკი გახლდათ,რომელიც გოგონების ბანაკთან ახლოს ცხოვრობდა, თავისი ბანაკი ჰქონდა მოწყობილი, ოღონდ განმარტოებით ატარებდა დღეებს.
22 ივნისს კი გამოძიებას ხელში ორი ფოტო ჩაუვარდა,რომელზეც 3 ქალი იყო გამოსახული. ზოგი ამბობდა ეს ფოტოები გვამებთან ახლოს იპოვნესო,ზოგიც აცხადებდა ბანაკისგან ორი მილის მოშორებით ეგდოო.
ძიებამ დაადგინა,რომ ეს ფოტოები ვინმე ჯინ ლიროი ჰართის მიერ უნდა ყოფილიყო გამჟღავნებული,ის ადრე ფოტოსალონში მუშაობდა.
30 ივნისს პრესას ჯინის დედა,ელლა დაუკავშირდა,რომელმაც განაცხადა,რომ უკვე შეწუხებული იყო შერიფის საქციელით, გამოძიება განუწყვეტლივ ცდილობდა ხაზი გაესვა იმისთვის,რომ ფოტოებთან ჯინს ჰქონდა კავშირი, ამას იმისთვის აკეთებდნენ,რომ მისი შვილის მიმართ ეჭვი კიდევ უფრო გაზრდილიყო.
ეფ ბი აი-მ კი განაცხადა,რომ მათ დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდათ იმისა,რომ ჯინი მკვლელობის დროს სადღაც იმ არემარეში იმყოფებოდა.
ერთ-ერთმა შერიფმა განაცხადა,რომ ჯინ ჰართი კვლავ ამ მიდამოებში იმყოფებოდა და მისი ძებნა მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო უკვე 138 000 გახდა.1978 წლის 6 აპრილს ჯინ ჰართი ბანაკისგან 45 მილში დააკავეს.
ჯინ ჰართი აქამდეც გახლდათ ნასამართლევი,ქურდობისთვის, გატაცებისთვის, გაუპატიურებისთვის, ორჯერ ჰქონდა პატიმრობა მისჯილი და გაქცეული იყო ციხიდან.
ძალიან მალე გავრცელდა ლეგენდები,რომ ჰართი ჩეროქის ინდურ მედიცინაში იყო განსწავლული და მეტაფიზიკურ ძალებს იყენებდა, რისი საშუალებიტაც აქამდე ძიებას წარმატებით ემალებოდა. მას 2 ქალის გაუპატიურება დაუმტკიცდა და 9 წელი მიესაჯა,მაგრამ აქედან მხოლოდ 3 წელი მოიხადა. შემდეგ გაიქცა და დაიწყო სახლების გაქურდვა, ბოლოს დაიჭირეს და 305 წელი მიუსაჯეს.
ჯინ ჰართი რაც დააკავეს,იქიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. იყო თუ არა ის ნამდვილი მკვლელი, თუ უბრალოდ წარსულში ნასამართლევი ადამიანი არასაჭირო ადგილას აღმოჩნდა არასაჭირო დროს? მოკლედ 2007 წელსაც ჩაატარეს ლაბორატორიული ტესტები და ვერ დაამტკიცეს,რომ დამნაშავე ნამდვილად ჯინი იყო, ასე რომ შესაძლოა ნამდვილი მკვლელი ახლაც გარეთაა.
ეს ბანაკი კი უკვე ხელშეუხებელია,იქ მისვლას ადამიანები ერიდებიან, ამბობენ რომ როდესაც წვიმს, გოგონების ტირილის ხმა ისმის. ასევე ამბობენ,რომ აქ ბავშვის მოსიარულე ჩრდილებიც შეუნიშნავთ. ასეა თუ ისე ბანაკში მკვლელობების თემა პოპულარული გახდა და ბევრი ფილმიც გადაიღეს

7.იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში რვა მეგობარი სწავლობდა. ისინი დაინტერესებულები იყვნენ საშიში ისტორიებით და ხშირად უყვებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ამბებს.

ერთხელაც ერთ-ერთი მეგობრის სახლში შეიკრიბნენ. ქალაქის ბოლოში მიტოვებული სკოლა იყო. ყველა ამბობდა, რომ ის ადგილი დაწყევლილია და იქ მოჩვენებები ცხოვრობენო.

ახალგაზრდებს გამბედაობის გამოცდა, გართობა და ერთმანეთის შეშინება სურდათ. მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.

სკოლასთან მისულმა ახალგაზრდებმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს – სკოლას გარშემო შემოუვლიდა ორი მათგანი. როცა ისინი დაბრუნდებოდნენ, მეგობრებს მოუყვებოდნენ რაც ნახეს და გაიგონეს. შემდეგ ორი სხვა წავიდოდა და ასე შემდეგ.

ბიჭი და გოგონა – პირველი ორი ადამიანი წავიდა. მათი მეგობრები ოცი წუთი ელოდებოდნენ მანქანებთან. ისინი არ ბრუნდებოდნენ. შემდეგი ორი წავიდა. უკვე ერთი საათი იყო გასული. არავინ არ ბრუნდებოდა. კიდევ წავიდა ორი მეგობარი და დროც გავიდა. მხოლოდ ორნი დარჩნენ, ბიჭი და გოგონა. ბიჭმა გოგონას უთხრა, რომ მეგობრების საძებნელად წავიდოდა. თუ 30 წუთში არ დაბრუნდებოდა, გოგონას მანქანა უნდა დაექოქა და იქაურობას გასცლოდა. გოგონა ტიროდა. ბიჭი წავიდა.

გოგონა ერთი საათი ელოდებოდა ბიჭს. ამის შემდეგ პოლიციაში წავიდა. იმ ღამესვე რამდენიმე პოლიციელთან დაბრუნდა უკან. პოლიციამ ძებნა დაიწყო. სკოლის სპორტული დარბაზის კარი ღია იყო. შიგნით შევიდნენ. საშხაპეში შვიდი ჩამოხრჩობილი ადამიანი იპოვეს.

დაიწყო გამოძიება. ახალგაზრდებზე ძალადობის კვალი ვერ იპოვეს და ჩათვალეს, რომ ეს იყო კოლექტიური თვითმკვლელობა. შვიდმა მეგობარმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ეს გააკეთა კიდეც.

ამის შემდეგ საშინელ სკოლას ახლოს არავინ მიჰკარებია.

8.

 

ჩემს ძმას ჩარლი ჰქვია. ამ საღამოს მე ის ჭაში ჩავაგდე. მესმოდა როგორ ბუყბუყებდა მისი ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ბოლო ნაკადი. რამდენიმე წუთი ბოროტი სიამოვნებით ვუყურებდი მის პატარა, მოფართხალე სხეულს, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. დედამ მოირბინა ჩარლის ყვირილზე და ჭიდან ამოათრიეს. დედა ტიროდა, რადგან ეგონა, რომ ჩარლი მოკვდა, მაგრამ ის ცოცხალი იყო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. საღამოს, ძილის წინ მარწყვის კექსიც აჭამეს, თან ტიროდნენ და ეფერებოდნენ, მამამ ისიც თქვა, ჩარლიმ ალბათ ეს სპეციალურად გააკეთაო და თან თავზე ეფერებოდა.

ჩარლიმ თქვა, რომ ფეხი დაუცდა, ჩემზე არაფერი უთქვამს. კიდევ კარგი, თორემ ამას უარესი შედეგი მოჰყვებოდა. მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე. მე ყურადღებას აღარავინ მაქცევდა, ყველანი მას ევლებოდნენ თავზე.

მეორე დღეს ჩუმად შევედი მის საძინებელში და კისერზე თოკი შემოვახვიე. ჩარლი ტირილით გაიქცა მშობლების ოთახში და შესჩივლა, რომ მისი დახრჩობა მინდოდა, მაგრამ დედამ და მამამ დატუქსეს და უთხრეს, ჩემთვის ასეთი რამე აღარ დაებრალებინა. იმ საღამოს არც კექსი მისცეს. საბრალო ჩარლი, ახლა მაინც არ იყო მისი ბრალი არაფერი.

იმ საღამოს დედას სამჯერ ვთხოვე ჩემთვის ნამცხვარი მოეცა, მაგრამ ყურადღება არც მომაქცია, თითქოს არც ესმოდა ჩემი. მგონი მიხვდა ჩარლი მე რომ ჩავაგდე ჭაში.

აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მე და ჩარლი კარგად ვუგებდით ერთმანეთს, როცა დედიკო მას მანქანას ყიდულობდა, ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა თოჯინა, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას გვაქცევდა ორივეს, მაგრამ ერთი თვის წინ ყველაფერი შეიცვალა, მშობლებმა გადამიყვარეს, მთელი ყურადღება ჩემს ძმას მიაქციეს და მე ზედაც აღარ მიყურებდნენ. ჩარლიც აუტანელი გახდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო და აღარ მეთამაშებოდა. როცა ოთახში შევდიოდი, ის გადიოდა და მერიდებოდა.

ერთ საღამოსაც გამომიცხადა, რომ ის, დედა და მამა ზღვის სანაპიროზე მიდიოდნენ დასასვენებლად, მე კი არ მივყავდით. ამან სულ გამაგიჟა და გადავწყვიტე ჩარლი სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან, რადგან მშობლებს ნელ-ნელა ვკარგავდი.

ახლა ღამის თორმეტი საათია, ჩარლის რამდენი ხანია სძინავს, მშობლების საძინებელშიც ჩაქრა შუქი. ახლა კი ჩარლის ყვირილის საშუალებას ნამდვილად აღარ მივცემ, თოკს მოვუჭერ კისერზე და როცა სუნთქვას შეწყვეტს, ოთახიდან გამოვალ. დედა და მამა მის გარეშე წავლენ დასასვენებლად, და როცა ისინი დატოვებენ სახლს, მე დავბრუნდები ბაღის ბოლოში, იმ საშინელ თეთრ ყუთში, სადაც ერთი თვის წინ დამმარხეს.

ამ ამბავზე დაყრდნობით გადაღებული ვიდეო

 

 

წყარო:  facebook-ის გვერდი: საშიში ისტორიები/scary stories

sali

me var salome

მსგავსი ამბები

Back to top button