არქივი

მსოფლიოში საუკეთესო ვისკი

729c4d014e71

დღესდღეობით მაღაზიის დახლებზე უამრავი ალკოჰოლური სასმელია გამოტანილი. ფასის მიხედვით მეტ-ნაკლებად ვმსჯელობთ მათ ხარისხზე და გემოზე.  თუმცა ფასი არ არის სასმელის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი, განსაკუთრებით ისეთი დახვეწილი სასმელის შეფასებისას, როგორიც ვისკია.

არჩევანში რომ არ შევცდეთ, მცოდნეთა აზრს უნდა მოვუსმინოთ. ვისკის შეფასებისას მათი აზრი ერთსულოვანია.

ვისკის მოყვარულებს ყოველწლიურად შეუძლიათ ხმა მისცენ საუკეთესო ვისკის. ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს. მისი მიზანია მომხმარებელთა საყვარელი ვისკის შერჩევა. სახალხო კენჭისყრის საფუძველზე ჯილდო Drammie Awards გაიცემა რვა ნომინაციაში. თითო ნომინაციაში ვისკის 6-6 მარკაა წარმოდგენილი.

დღესდღეობით კატეგორიაში “საუკეთესო სუფთა ან შერეული ვისკი” აღიარებულია მარკა Bruichladdich. ამ მარკის ვისკის ტორფის ოდნავი არომატი დაჰკრავს. მან ხმათა 49% მოიპოვა და მნიშვნელოვნად გაუსწრო თავის კონკურენტებს, როგორიცაა Duncan Taylor, Dewar Rattrey და Ichiro.

საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისთვის და შეფუთვისთვის დაჯილდოვდა Highland Park 18. სასმელი არაერთხელ ყოფილა აღიარებული როგორც მსოფლიოს საუკეთესო ვისკი. მოწონება დაიმსახურა მისმა კამპანიამ “ვისკის ამნისტია”.

ნომინაციაში “ყველაზე ძვირი ვისკი” გაიმარჯვა Laphroaig Quarter Cask-მა, ხოლო ყველაზე ინოვაციური პროდუქტი აღმოჩნდა Compass Box Canto Series. ნომინაციაში “საუკეთესო ახალი პროდუქტი” გამარჯვება წილად ხვდა Ardbeg Airigh Nam Beist-ს, ხოლო ნომინაციაში “საუკეთესო შეუფასებელი ვისკი” კი – Glenfarclas-ს. ამ ნომინაციაზე წარდგენილია ხოლმე ის მარკები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია და ჯეროვნად არაა დაფასებული.

გამარჯვებული გამოვლინდა, აგრეთვე, ნომინაციაში “ყველაზე ცუდი მარკეტინგული კამპანია”. ეს ჯილდო ერგო ცნობილ ვისკის Canadian Club კამპანიისთვის “ეშმაკმა დალახვროს, ამას მამაშენიც სვამდა” (Damn Right Your Dad Drank It).

მსგავსი ამბები

Back to top button