გამოგონებაგასართობიუცნაური

რა არის აბსენტი?

აბსენტი (Absinthe) არის რამოდენიმე დისტილაციის შედეგად მიღებული მაღალი ალკოჰოლური შემცველობის მქონე სითხე ანისის არომატით, რომელიც იოლად ექვემდებარება აქროლვასა და აალებას.
აბსენტის მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული , კამის თესლი, ცერეცოს თესლი, ბადიანი ვარსკვლავა, ანისი, ბარამბო, ტრიფოლიატი, პიტნა , სამკურნალო უსუპი, კოთხუჯი, ქინძი და სხვა, თუმცა აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული(გამოხდილი)ზეთის ტუჯონის შემცველობაზე. საშუალო სიმძლავრის ტუჯონის ეფექტის მისაღებად საჭიროა, რომ აბსენტის შემადგენლობაში შედიოდეს მინიმუმ 150 მილიგრამი ტუჯონი ყოველ 1 ლიტრზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სხვა კომპონენტის ან კომპონენტების არასრულად შერევის შემთხვევაში, არანაირი ეფექტი არ აღინიშნება.

აბსენტის ორიგინალური მწარმოებელია შვეიცარია და საფრანგეთი, მისი რეცეპტი ეკუთვნის ერთ-ერთ 19 საუკუნის შვეიცარიელ ექიმს რომელმაც ხველების და ასთმის საწინააღმდეგო წამლის გამოგინების მიზნით ერთმანეთში შეურია ზემოთჩამოთვლილი მცენარეები და ეთერზეთების რაფინირების მიზნით მოახდინა მიღებული ალკოჰოლური მასის გამოხდა.

აბსენტის პოპულარობას საფუძველი ექიმის გარდაცვალების შემდეგ ჩაეყარა , რომელმაც აბსენტის რეცეპტი სიკვდილის წინ გაყიდა და ამით სასმელის მასობრივ წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

საქართველოში აბსენტის წარმოება მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ხორციელდებოდა, თუმცა ხარისხის და ნედლეულის შეუსაბამობის გამო, მწარმოებელმა კომპანიებმა ვერ მიაღწიეს საჭირო ხარისხსა და ეფექტს, შედეგად კი იძულებული გახდნენ წარმოება დაეხურათ.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close