გართობაკულტურა

ყველაზე უიღბლო :)

02c1418d84a5
მინდა მოგითხროთ ერთი ძალიან უცნაური და სასაცილო სიკვდილის ისტორია… (დარვინის პრემია ნამდვილად ეკუთვნის :) )
რამდენიმე დღის წინ ვუყურებდი discovery ზე გადაცემას, სადაც გადიოდა უცნაურ და სასაცილო სიკვდილთა ათეული…
მე გადავწყვიტე შემომეთავაზებინა გამარჯვებული :)
მოკლედ ალბათ იცით რომ ამერიკის შტატებში მასიურ ხანძრებს ვერტმფრენებით და დამხმარე საფრენი აპარატებით აქრობენ, რომლებიც სწრაფად ეშვებიან ტბაში და იქიდან ამოაქევთ, წყალი,რომელსაც შემდეგ ხანძრის კერებს ასხამენ… სწორედ ასეთი მეთოდით ჩააქრეს ხანძარი კალიფორნიის ტყეშიც, და როდესაც ეძებდნენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს, შემთხვევიტ წააწყდნენ დამწვარი აკვალანგისტის გვამს…
გამოძიებამ დაადგინა რომ, იმ ტბაში, რომლიდანაც ხანძრის ჩასაქრობად წყალს იღებდნენ, მუშაობდა აკვალანგისტთა ჯგუფი, რომლებიც დამხრჩვალ მეთევზეს ეძებდნენ..
როგორც ჩანს ვერტმფრენმა წყალს ბანუსად აკვალანგისტიც “გამოაყოლა”… :D :D :D
P.S. წარმოიდგინეთ აკვალანგისა გაოცება, როდესაც მიცურავდა, და მერე უცებ დასცხა და დაიწვა :D :D :D (თუ რა თქმა უნდა მოასწრებდა გაოცებას :D :D )
P.P.S. წყარო : ჩემი მეხსიერება და დისკავერი :)

მსგავსი ამბები

Back to top button