არქივი

ჩვენი ტვინის საიდუმლოებები

61cea465f783

33e68bc7e9e2

სიყვარულის საიდუმლო

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს 8 წამი სჭირდება, რომ შეუყვარდეს. ბრიტანელ მეცნიერთა მტკიცებით, სიყვარულის გრძნობა არა უმეტეს 4 წელიწადს გრძელდება და პრაქტიკულად, ერთგვარ “გონებრივ” შერყევას წარმოადგენს! მეცნიერმა ხეორხინა მონტემაიორ ფლორესმა განაცხადა, რომ სიყვარულის პირველი ფაზა თავის ტვინში განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებით ხასიათდება. ისინი თავის ტვინშივე ყალიბდება და ნეირონებში კონცენტრირდება, რის შემდეგაც აქტიურდება თავის ტვინის შემდეგი ნაწილები: ნუშურა, თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ჰიპოკამპი. თავის ტვინის ეს ნაწილები ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი. მარტივად თუ ვიტყვით, შეყვარებულ ადამიანს თაყვანისცემის ობიექტის გარდა ფიქრი სხვა აღარაფერზე შეუძლია!
გარდა ამისა, კვლევების შედეგების თანახმად, მონტემაიორი ამტკიცებს, რომ თვით ყველაზე რომანტიკული და ძლიერი სიყვარულის გრძნობაც შეუძლებელია გაგრძელდეს 4 წელიწადზე მეტხანს. ამის მიზეზი კი ადამიანის ანატომიური აგებულებაა! მისი თქმით, ფიზიოლოგიურად “შეყვარებულობა” ფაქტობრივი აკვიატების მდგომარეობაა, უფრო ზუსტად, სამეცნიერო ენაზე,“ფსიქიკის ობსესიურ-კომპულსური დარღვევის ტიპი.
მეცნიერთა დასკვნით, ყველაზე ძლიერი გრძნობა ადამიანს შეუძლია სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ განიცადოს! ეს სწორედ ის გრძნობაა, რასაც “ნამდვილ სიყვარულს” უწოდებენ. ყველა მომდევნო “სიყვარული” კი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ლტოლვა ან ბანალური მიჩვევაა.
მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ სიყვარული კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან სიყვარულის სტადიაში ქიმიური შენაერთები თავის ტვინში მათზე დამოკიდებულების განვითარებას იწვევს და ანალიტიკური მონაცემები ძლიერი წყურვილისა და შიმშილის მდგომარეობის ანალოგიურია…”

972d5d63b295


სიკვდილის საიდუმლო

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფი მომაკვდავ პაციენტებს, რომელთა გადარჩენაც უკვე არარეალური იყო, ელექტროენცეფალოგრამებს უღებდა.
გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე პაციენტების ტვინი, შეიძლება ითქვას, “ფეთქდება” – მასში წარმოიქმნება ელექტრული იმპულსების წარმოუდგენლად ძლიერი ნაკადები, ისეთი, რომელთა მსგავსი ადამიანის სიცოცხლეში არასდროს ვითარდება!
მედიკოსების დასკვნით, ეს ანომალიური მოვლენა უნდა იყოს დაკავშირებული სწორედ იმ ხილვებთან, რასაც მოჰყვებიან ხოლმე კლინიკური სიკვდილის შემდეგ“”იმ ქვეყნიდან” დაბრუნებული ადამიანები.
დოქტორ ჩავლას განმარტებით, ტვინის ყველა ნერვული უჯრედი, ანუ ნეირონი, საერთო-ელექტრულ ქსელს ქმნის, ხოლო სიკვდილის წინ ჟანგბადის მზარდი უკმარისობის პირობებში ისინი ელექტრული პოტენციალის შენარჩუნების უნარს კარგავენ. შედეგად, იწყება მათი განმუხტვის პროცესი, რომელიც ზვავისებურად ძლიერდება და მთელ ტვინს მოიცავს. სწორედ ამ დროს ტვინში, შესაძლოა, ყველაზე უცნაური სურათები წარმოიქმნას, – კაშკაშა სინათლიდან დაწყებული, გვირაბებითა და სხვა ჰალუცინაციებით დამთავრებული. მძლავრ იმპულსებს შეუძლია გარკვეული ხნით გააღვიძოს გრძელვადიანი მეხსიერების უბნები და ასეთ შემთხვევაში ადამიანის თვალწინ მთელი მისი ცხოვრება გაივლის, -“გამოეცხადებიან” დიდი ხნის გარდაცვლილი ნათესავები და ა.შ. ყოველივე ამას ბევრი ისეთი ადამიანი ადასტურებს, ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.
მაგრამ საქმე ისაა, რომ დოქტორ ჩავლას პაციენტებიდან “იმ ქვეყნიდან” არც ერთი არ დაბრუნებულა და, ბუნებრივია, მათი მოსმენა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ამერიკელ მეცნიერთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ დოქტორ ჩავლას თეორიული მოსაზრებები დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ თავის ტვინის მსგავსი აფეთქება მხოლოდ შეუქცევადი ბიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში ხდება და არა შექცევადი“კლინიკური სიკვდილის დროს.
ყოველივე ამან მისტიკურად მოაზროვნეებს საშუალება მისცა დაესკვნათ, რომ დოქტორმა ჩავლამ და მისმა კოლეგებმა სინამდვილეში სულის სხეულისგან დაცილების პროცესი დააფიქსირეს. კარგა ხანია არსებობს მეცნიერული ჰიპოთეზა, რომ სულისა და სხეულის დაცილების პროცესი ელექტრული კონდენსატორის განმუხტვის მსგავსი მოვლენაა და სიკვდილის მომენტში თავდაპირველად სხეულიდან სულის 90 პროცენტის დაცილება ხდება, ხოლო დანარჩენი“ნაწილი მე-9 დღიდან მე-40 დღემდე პერიოდში სცილდება.
დოქტორ ჩავლას ექსპერიმენტი იმასაც ადასტურებს, რომ სხეულში ადამიანის სულის ადგილი თავის ტვინია.

3c7a5039d10a

ძილის საიდუმლო

მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიკოსთა დასკვნით, ძილი ტვინს ეხმარება მოგონებების სწორად სტრუქტურირებაში და მეხსიერებას “შეცდომებისგან” იცავს.“აქამდე მიაჩნდათ, რომ ძილი აუმჯობესებს მეხსიერებას, მაგრამ ჩვენი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძილი “შეცდომებსაც” ებრძვის! “სწორედ ამიტომაა დაზეპირება უფრო ადვილი საღამოს, ვიდრე დილით”, – აღნიშნავენ დასკვნაში.
რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ რიგი აუცილებელი ცვლილებები ტვინში შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ძილის დროს. ამიტომ ძილი მხოლოდ დასასვენებლად კი არა, სწორედ ამ ცვლილებებისთვისაა საჭირო, რაც ტვინის სწორ მუშაობას განაპირობებს. ნევროლოგიის პროფესორ მარკოს ფრანკის თქმით, დადასტურებულია, რომ ტვინი ძილისა და ღვიძილის შემთხვევებში სხვადასხვაა არა მარტო ფუნქციონირებისა და ბიორიტმების, არამედ ბიოლოგიურად – ტვინის უჯრედის დონეზეც.
ფრანკის თქმით, დღისით შემოსული ინფორმაცია ნეირონების ახალ-ახალ კავშირს წარმოშობს, ძილისას კი ამ კავშირების სულ სხვა ბიოლოგიურ დონეზე გადაყვანა ხდება. ეს სწორედ ძილის ბიოქიმიური რეაქციებით ხორციელდება.

მსგავსი ამბები

Back to top button