კულტურა

ბრაზილია ხე-ტყის განადგურების მაჩვენებლით გინესის წიგნში მოხვდა

1f258e5f7a9e8a51a7599a8c80ab23cd

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბრაზილია გინესის რეკორდების წიგნის ახალ გამოცემაში შევიდა ტყეების განადგურების მასშტაბებით – ძირითადად მდინარე ამაზონის აუზში.

როგორც კვირას საინფორმაციო სააგენტო “ბრაზილმა” გადმოსცა, ყოველწლიურად ბრაზილიაში 22,3 ათასი კვადრატული კილომეტრი ტყის მასივი იჩეხება.

ამაზონის აუზმა დაკარგა 17% ტერიტორიისა, რომელიც თავდაპირველად 4,9 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე განადგურდა 615 ათასი კვადრატული კილომეტრი ამაზონის ტროპიკური ტყეები. თუ უკანტროლო ჩეხვის ახლანდელი ტემპები გაგრძელდება, 50 წლის შემდეგ შეიძლება დედამიწის მთავარი ფილტვები მზით გადამწვარ სავანად გადაიქცეს.

ნარგავების შემცირება ხელს უშლის წვიმის ღრუბლების ჩამოყალიბებას, რაც ნიადაგის გამოშრობას და კლიმატის შეცვლას იწვევს არა მარტო რეგიონში, არამედ მეზობელ ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში. გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში ამაზონიაში ნალექების რაოდენობის შემცირებას შეიძლება მისი თანდათანობით გამომშრალ სავანად გადაქცევა მოჰყვეს, თვლიან მეცნიერები.

ბრაზილია შედის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, ე.წ. “სათბურის ეფექტის” მთავარი დამნაშავის გამოყოფაზე არიან პასუხისმგებლები, რასაც გლობალური დათბობა მოსდევს. ყოველწლიურად ბრაზილია ატმოსფეროში 550 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს. ამ რაოდენობიდან 200 მილიონი ტონა ატმოსფეროში ამაზონის აუზში ტყის მასივების დაწვის შედეგად ხვდება.

მსგავსი ამბები

Back to top button