საკითხავისასარგებლოსაქართველო

ჩიჩილაკი

7a450a9a2a50
სანამ ევროპიდან ნაძვის ხე შემოვიდოდა მანადმე ქართველები ახალ წელს ჩიჩილაკით ხვდებოდნენ.

ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან “ბასილას” წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. “ყვინჩილებს”. ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.

629fbeebd2ad

ჩიჩილაკი ქართველებისთვის წმინდა ბასილის წვერის სიმბოლოა. ახალ წელს ქართველები ამ წმინდას სთხოვდნენ ბედნიერებას, ვაჟიანობას და საქონლის გამრავლებას.
ამიტომაცაა რომ ძველი ტრადიცია ამდენ ხანს გაყვა ხალხს, ახალ წელს კი ნაძვის ხის გვერდით ყოველთვის რჩება პატარა ადგილი ჩიჩილაკისთვის.

მსგავსი ამბები

Back to top button