არქივი

ორსულობა

106d90a55ed3

თქვენ ორსული ხართ! იამაყეთ საკუთარი თავით! იამაყეთ და მოითხოვეთ ყურადღება, დაფასება, პატივისცემა!
ორსულობა, ჩვეულებრივ, 9 თვე, ე.ი. 40 კვირა, ე.ი. 280 მოლოდინითა და მღელვარებით აღსავსე დღე გრძელდება.

აუცილებლად უნდა მივმართოთ გინეკოლოგს შემდეგი ნიშნების გაჩენამდე:

თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, დაბინდვა
ტკივილები კუჭის არეში, სპაზმები გულისრევითა და ფაღარათით
სახისა და ზედა კიდურების შეშუპება
წონაში სწრაფი მატება
სისხლდენა საშოდან
რეგულარული შეტევები მუცლის არეში
ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა ან შემცირება მე-5 თვიდან

ფეხმძიმობის პერიოდს ყოფენ სამ ტრიმესტრად:

ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) ნაყოფი უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს განიცდის  მიკროსკოპული უჯრედების ბურთისაგან ცეროდენა (მართლაც ცერის ოდენა!) არსებად იქცევა, რომელსაც უკვე აქვს უმთავრეს ორგანოთა სისტემები. მისი ძვლოვანი სისტემა მოზრდილი ადამიანის ყურის ხრტილების მსგავსია. ტრიმესტრის ბოლოს მას გასაოცარი მიღწევები აქვს: აძგერებს გულს, ატრიალებს თავს, ჭმუხნის შუბლს, იქნევს ფეხს, აღებს პირს. პირველ ტრიმესტრში შეიძლება შეგაწუხოთ გულისრევის შეგრძნებამ, ღებინებამ (უმეტესად  დილაობით). ეს მოვლენები არავითარ კვალს არ ტოვებს და თავისთავად გაივლის.
პრობლემები ნაკლებად გექნებათ, თუ: ხშირ-ხშირად შეჭამთ, შუალედებში წაიხემსებთ, მოერიდებით ცხელ, სანელებლებიან, ძნელად მოსანელებელ საჭმელს, ხშირად გაანიავებთ სამზარეულოს.
მიიღეთ მეტი კალციუმის, რკინის, ცილის, ვიტამინების შემცველი საკვები, ბევრი სითხე. ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ, წაიძინეთ დღის განმავლობაში, სახლის საქმეები დამჯდარმა გააკეთეთ.
ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე!
მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს!

მეორე ტრიმესტრი აღმოჩენების პერიოდია. დაისწარით თქვენი მეუღლე, როცა ექიმი სპეციალური აპარატის  ფეტომონიტორის მეშვეობით ბავშვის გულისცემას მოგასმენინებთ. ორივე დარწმუნდებით, რომ… ის ნამდვილად არსებობს! მისი გულისცემა მერცხლის გულისცემის მსგავსია _ 140 დარტყმა წუთში.
მეოთხე თვე: ნაყოფს შეუძლია ხელფეხის მოხრა და გაშლა, იწყებს ცერის წოვას.
მეხუთე თვე: ნაყოფი ამოძრავებს ტუჩებს, შლის თითებს, ამოსდის წარბები და წამწამები. თუ ყურადღებით იქნებით, მის მოძრაობასაც შეიგრძნობთ (უფრო ხშირად  საღამოს, დაწოლისას). ამ დროს დაადებინეთ ხელი მუცელზე თქვენს მეუღლეს, უფროს შვილს.
მეექვსე თვე: მას უკვე თავისი სახე აქვს, ახელს თვალებს, სძინავს და ღვიძავს, რეაგირებს ხმაურზე, მისი ტვინი იწყებს მუშაობას…
თქვენი კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ბოსტნეულით, მარცვლეულით, ხილით, სითხეებით. ახლა 200 კალორიით მეტი გჭირდებათ, ვიდრე ფეხმძიმობამდე.
ექიმთან ერთად აკონტროლეთ წონის მატების ტემპი. ეცადეთ, არ გასუქდეთ.
თუ ფეხები გიშუპდებათ, დასვენებისას ზემოთ ასწიეთ, ხშირად ისეირნეთ (მაგრამ მზეზე დიდხანს ნუ იქნებით).
შეიძლება გაგიჩნდეთ მუქი ლაქები სახესა და ტანზე, ზოლები მუცელზე. ნუ ინერვიულებთ, ისინი მშობიარობის შემდეგ გაქრება.
სასურველია, ყოველდღიურად 10- ჯერ გააკეთოთ შემდეგი ვარჯიში: შეკუმშეთ კუნთები, რომლებიც შარდის ნაკადს აჩერებს, დაითვალეთ 8-მდე. ივარჯიშეთ თუნდაც ჯდომის, წოლის, სეირნობის დროს ვერავინ მიხვდება, რომ თქვენ ვარჯიშობთ!

მესამე ტრიმესტრი ამაყი სიარულისა და მოლოდინის დროა.
მეშვიდე თვე: თქვენს ბავშვს უკვე შეუძლია ტირილი, სლოკინი, გრძნობს ტკივილს. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, იგი არჩევს თქვენსა და თქვენი მეუღლის ხმებს.
ბავშვი თქვენს კუჭსა და შარდის ბუშტს აწვება. ამის გამო შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ და ჭამის შემდეგ გულძმარვა იგრძნოთ. ამიტომ გირჩევთ, ჭამოთ ცოტცოტა და ხშირად. სითხე ბევრი უნდა მიიღოთ, მაგრამ მოერიდეთ ჩაისა და ყავას.
მერვე თვე: ბავშვს უვითარდება მხედველობა და სმენა. თვის ბოლოს შეიძლება ერთგვარი შვება იგრძნოთ, რადგან ბავშვის თავი მცირე მენჯის ღრუში ჩავა და თქვენს მუცელს დატვირთვა მოაკლდება. შეგიძლიათ აკეთოთ სპეციალური ვარჯიშები მშობიარობის გასაიოლებლად.
მეცხრე თვე: ბავშვი იზრდება, მაგრამ აღარ მოძრაობს  სამოძრაო ადგილი აღარა აქვს. ის ხედავს, ესმის და ემზადება მობრძანებისთვის. ხშირად ესაუბრეთ და უმღერეთ!
თუ რეგულარული ინტერვალებით განმეორებადი ტკივილები დაგეწყებათ, სამშობიაროში წასვლის დროა. ნუ დააყოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება! ტკივილები უსასრულოდ არ გაგრძელდება დაახლოებით 14 საათი პირველი მშობიარობისას, მხოლოდ 14 საათი შვებასა და ბედნიერებამდე…

უფროსი ბავშვი ოჯახში. დედის ფეხმძიმობა.

7405d4ce98bd

თუ თქვენ უკვე გყავთ ბავშვი, ახალშობილის გაჩენის შემდეგ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებით. ოჯახისა და მნახველების უსაზღვრო სიხარული და აღტაცება ახალშობილით უფროს შვილს აეჭვიანებს, რომ მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც მშობლების სიყვარულს ითვისებს. განსაკუთრებით ძლიერ აქვთ ეს გრძნობა 3 წლამდე ბავშვებს, რადგან ამ პერიოდში მისი ურთიერთობები დედ-მამითა და ნათესავებით შემოიფარგლება. მას ჯერ არ ჰყავს მეგობრები და ძველი სათამაშოებიც ისე აღარ ართობენ. ამიტომ, პატარას მოსვლა ოჯახში უფროსი შვილის ზეიმად უნდა აქციოთ: დაასაჩუქრეთ ის, არ მოაკლოთ ღიმილი, მოფერება, მუდმივი ურთიერთობა, მაგრამ აქაც ზომაა საჭირო, პირველი ბავშვები ჩვეულებრივ უფრო დამოკიდებულები არიან მშობლებზე, უჭირთ თანატოლებთან დამოუკიდებლად ურთიერთობა, ინიციატივის გამოჩენა. შეეცადეთ ათამაშოთ “უფროსობა”, მოიხმარეთ უმცროსის მოვლაში, თუ ხელს შეგიშლით, ნუ გაუწყრებით, აგრძნობინეთ, რომ ის უფროსია და რომ ერთად უნდა მოუაროთ პატარას. თუ უფროსი 3-6 წლისაა, ადვილად თამაშობს “მშობლობანას”, თავისი ინიციატივით გეხმარებათ, რაც თქვენც უნდა მოუწონოთ. აგრძნობინეთ, რომ უკვე დიდია და ჭკვიანი, მაგრამ უმცროსის ხელში აყვანის უფლება არ მისცეთ. თუ თქვენი აღსაზრდელის დედა ორსულადაა, წინასწარ შეამზადეთ ბავშვი მომავალი დის ან ძმის შესახვედრად. მაღაზიაში ბავშვთან ერთად აარჩიეთ და შეიძინეთ ნივთები მომავალი და-ძმისათვის. მიეცით ბავშვს საშუალება მუცელზე მოეფეროს დედას როდესაც ნაყოფი მუცელში მოძრაობს, რათა დარწმუნდეს რომ, “ვიღაც” იქ მართლაც არის.

მსგავსი ამბები

Back to top button