გართობაუცნაური

ანნეტ გებბედი–დიდი ბრიტანეთის ერთერთი საუკეთესო იუველირი, რომელსაც ხელის თითები არა აქვს

image

ქალი რომელსაც დაბადებიდან არა აქვს ხელის თითები, დიდ ბრიტანეთში ერთერთ საუკეთესო იუველირადაა აღიარებული.
ნიჭიერმა იუველირმა, რომლის მიერ დამზადებული ნაკეთობები ათასობით დოლარი ღირს, ჟურნალისტებს მოუთხრო თუ როგორ ამზადებს “სამშვენისებს”, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან არა აქვს ხელის თითები.
48 წლის ანნეტ გებედდი ამზადებს საოცარი სილამაზის ბეჭდებს, სამაჯურებს და ყელსაბამებს, რომლებიც ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი. იუველირი მუშაობს საკუთარ სახელოსნოში ქალაქ ფრომში (სომერსეტის საგრაფო).

“მე სრულიად ნორმალური ადამიანი ვარ და სრულებითაც არ ვთვლი საკუთარ თავს შეზღუდული შესაძლებლობის პირად, მაგრამ მე ვხედავ, რომ ადამიანებს უკვირთ თუ როგორ ვაკეთებ მე ამ საიუველირო ნაკეთობებს. “სამშვენისების” დამზადება–მოითხოვს ძალიან ზუსტ მუშაობას და ადამიანები ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ თითების გარეშე ამ ნაკეთობების შექმნას”–ამბობს ანნეტი.
გებედდი საიუველირო საქმეს სწავლობდა სკოლიდან მოყოლებული, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა განაგრძო “Hatton Garden”–ის კოლეჯში, სადაც ლონდონის საუკეთესო იუველირები ასწავლიდნენ პროფესიას. კოლეჯის დამთავრების მერე დაბრუნდა სომერსეტში და სადღეისოდ ერთერთ საუკეთესო იუველირად ითვლება დიდ ბრიტანეთში.
მე არანაირი კომპლექსები არა მაქვს თითების არქონის გამო, რადგან მე ასეთი დავიბადე და იძულებული გავხდი, მესწავლა თუ როგორ მეცხოვრა და მემუშავა თითების გარეშე. იუველირი ატარებს ტყავის “სამაჯურს” რომელზეც ამაგრებს საჭირო ინსტრუმენტს და ასე ქმნის მართლაც რომ გასაოცარ საიუველირო ნაკეთობებს. ანნეტი განსაკუთრებით გულახდილია ბავშვებთან და ამბობს: ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებაში არიან ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები, რომლებიც ისეთივე ნაწილია საზოგადოების, როგორი ნაწილიცაა ჯანსაღი და ჯანმრთელი ადამიანები.
ანნეტი მალე აპირებს აღნიშნოს მისი საიუველირო საქმიანობაში მოღვაწეობის 21 წლისთავი.
გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას ამ უდაოდ ნიჭიერი ქალბატონის შემოქმედებაზე.

imageimageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button