საკითხავისაქართველო

დავით აღმაშენებელი


დავით IV აღმაშენებელი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში, გიორგი II-ის სასახლეში. ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი.
1073 წელს, როდესაც დავითი დაიბადა, თურქთა უზარმაზარი მხედრობა მესამედ შემოესია საქართველოს. დაუხვდა გიორგი მეფე ქართველთა ჯარით, ცეცხლითა და მახვილით მომდინარე მტერს; ალგეთის ხეობაში, სოფელ ფარცხისტან შეხვდა და შეება, დაამარცხა და გარეკა საქართველოს სამანეებიდან.ეს იყო გიორგიII-ის უკანასკნელი გამარჯვება მტერზე, ამის შემდეგ გაანადგურეს საქართველო თურქ-სელჯუკებმა.
1089 წელს მეფე გიორგიმ მოიხსნა გვირგვინი და ტავზე დაადგა თავის ერთადერთ ძეს თექვსმეტი წლის დავითს.
ასე ”იწყო აღმოცისკრებად ბნელისა უკუნისა შინა მზემან”-დავით IV აღმაშენებელმა.
დავითს მემკვიდრეობით ერგო თურქ-სელჯუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული, დამშეული მოსახლეობა.
სწრაფად და მძლავრად ამოქმედდა. ხალხი გამოიყვანა სამალავთაგან და სახიზართაგან, ამხნევებდა, საომარ და სამეურნეო სულს უბრუნებდნენ, სოფლად აბრუნებდნენ, სახლ-კარს უწყობდნენ და ყველანაირ პირობას უქმნიდნენ.
დავით აღმასჰენებლის დროს გამთლიანდა და აყვავდა საქართველო, ის იყო უბადლოო მეთაური ერისა.მისი წყალობით საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წელს.
საქართველომ დაკარგა უდიდესი განძი მისი სახით.

ხოოო კიდევ გამახსენდა დამატებით რომ, 1125 წლის 24 იანვარს,ახალი სტილით 8 თებერვალს გარდაიცვალა, დავითის საფლავზე აწერია “ესე არს განსასვენებელი ჩენი უკუნითი უკუნისამდე.ესე მითქვამს:აქა დავემკვიდრო მე”. დავითი გელათში არის დაკრძალული და იქვე ჰკიდია რკინის კარი რომელიც დავითის ვაჟმა დემეტრემ განჯის გალავანს შეხსნა.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close