გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები საბერძნეთზე

0536003801cb
საინტერესო ფაქტები საბერძნეთზე.

საბერძნეთი თავისი 50 949 კვადრატული მილით შეუძლია გაუტოლდეს ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ალაბამას. საბერძნეთის მოსახლეობა შეადგენს 10 მილიონს, ხოლო ალაბამაში კი ცხოვრობს 4,5 მილიონი ადამიანი.

ყოველწლიურად საბერძნეთის სანახავად ჩადის 16,5 მილიონი ტურისტი, ეს მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე მეტია. ტურიზმი შეადგენს საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 16%-ს.

საბერძნეთში არავის არ აქვს უფლება, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას. ხმის მიცემა სავალდებულოა ყველა 18 წელს ზემოთ მცხოვრებ მოქალაქისთვის.

მარმარილოს მსოფლიო წარმოების დაახლოებით 7% მოიპოვება საბერძნეთში.

საბერძნეთში მდებარეობს ყველაზე მეტი საერთაშორისო აეროპორტი, ვიდრე ბევრ დიდ ქვეყანაში, რადგან საბერძნეთში ყოველწლიურად ტურისტების დიდი ნაკადია.

ზეთისხილის წარმოებით მსოფლიოში მესამე ქვეყანა არის საბერძნეთი, რომელიც რგავს ზეთისხილის ხეებს უძვლესი დროიდან. მე-13 საუკუნეში დათესილი ხეები დღესაც ისხამენ ზეთისხილს.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ათენამ და პოსეიდონმა წაიკამათეს, რომ რომელიც უფრო საუკეთესო ძღვენს მიართმევდა ქალაქს, ის გახდებოდა ქალაქის მფარველი. პოსეიდონის საჩუქარი იყო წყალი, ხოლო ზეთისხილი, რომელიც ათენამ აჩუქა ქალაქს, სხვა ღმერთებმა უფრო ღირებულ ძღვენად შეაფასეს.

საბერძნეთში არ არის არცერთი მდინარე, რომელიც გამოიყენება გემებისთვის, რადგან ის არის ძალიან გორაკიანი. საბერძნეთის დაახლოებით 80% არის დაფარული ბორცვებითა და გორაკებით.

საბერძნეთის მოსახლეობის დაახლოებით 98% არიან ბერძნები. თურქები შეადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან ნაციონალურ უმცირესობას. სხვა ეროვნების წარმომადგენელთაგან საბერძნეთში ცხოვრობენ ალბანელები, მაკედონელები, ბულგარები, სომხები და ა.შ.

მსოფლიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი საუბრობს ბერძნულ ენაზე. ისინი ძირითადად ცხოვრობენ საბერძნეთში, კვიპროსში, ალბანეთში, თურქეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ათასობით რუსული სიტყვა წარმოშობილია ბერძნული ენისგან. გავრცელებული სიტყვები, რომელთაც აქვთ ბერძნული წარმომავლობა არიან: «марафон», «сирена», «алфавит» и «тайфун».

1950 წელს ზრდასრული ბერძნების 30% შეეძლო წერა-კითხვა, მაგრამ დღეს განათლების დონე შეადგენს 95%-ზე მეტს.

საბერძნეთს ეკუთვნის 2000 კუნძულზე მეტი, რომელთაგან 170 არის დასახლებული. ყველაზე დიდი ბერძნული კუნძული არის კრეტა.

მოსახლეობის 40%-ზე ცოტა მეტი ცხოვრობს ათენში, საბერძნეთის დედაქალაქში. მას შემდეგ რაც ქალაქი გახდა თანამედროვე სახელმწიფოს დედაქალაქი მოსახლეობის 1834 წლის აღწერის მიხედვით 10 000-დან გაიზარდა 2001 წლის აღწერით 3,6 მილიონამდე.

ათენი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რადგან ის არსებობს 7000 წელზე მეტია. ქალაქი არის დემოკრატიის, დასავლური ფილოსოფიის, ოლიმპიური თამაშების, პოლიტიკური მეცნიერების, დასავლური ლიტერატურის, ისტორიოგრაფიის, მათემატიკის უმნიშვნელოვანესი კანონების და კომედიების სამშობლო.

ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ბერძნული ცივილიზაცია იმდენია ხანია არსებობს, რომ შეეძლო საკუთარ თავზე მოესინჯა სახელმწიფო მართვის თითქმის ყველა ფორმა.

საბერძნეთში არის 250 მზიანი დღე – ან 3000 მზიანი საათი – წელში.

საბერძნეთის მამაკაცები ვალდებულები არიან იმსახურონ საბერძნეთის ნებისმიერ არმიაში ერთი წლიდან 18 თვემდე. სახელმწიფო ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს შეიარაღებულ ძალებზე.

უძველესი საბერძნეთი არ იყო ერთიანი სახელმწიფო, როგორიც თანამედროვე საბერძნეთია. ის დაყოფილი იყო დაახლოებით 1500 ქალაქ-სახელმწიფოდ და პოლისად. ყოველ მათგანს ჰქონდა საკუთარი კანონები და ჰყავდა საკუთარი არმია, მათ ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთში. ათენი იყო უდიდესი ქალაქ-სახელმწიფო.

1990X წლების ბოლომდე საბერძნეთის მთავარი მოწინააღმდეგე იყო თურქეთი, რადგან ამ ისტორიულ სახელმწიფოებს მრავალი ათწლეული ჰქონდათ უთანხმოება კვიპროსისთვის. შემდეგ 1999 წელს მოხდა მიწისძვრა, რომელმაც დაანგრია და თითქმის გაანადგურა ორივე სახელმწიფო, ამის შემდეგ მათ გაუწიეს ერთმანეთს დახმარება და მათი ურთიერთობები გაუმჯობესდა.

ძველი ბერძენი ქალები ცოცხლობდნენ საშუალოდ 36 წელი, ხოლო კაცები კი 45 წელი. დაბადებული ბავშვებიდან ნახევარი კვდებოდა ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში. დღეს ქალები ცხოვრობენ დაახლოებით 82 წელი, ხოლო კაცები 77 წელი. საბერძნეთი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით იკავებს 26-ე ადგილს.

საბერძნეთი არის საზღვაო ღრუბლების წამყვანი მწარმოებელი.

საბერძნეთში არის ყველაზე მეტი არქეოლოგიური მუზეუმი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

მოხუცებულთა სახლები საბერძნეთში დიდი იშვიათობაა. ბებიები და ბაბუები ჩვეულებრივსამებრ ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან სიკვდილამდე. ახალგაზრდების უმეტესობა ცხოვრობს მშობლებთან ერთად, სანამ არ დაქორწინდება.

ფეტას იღებენ თხის რძისგან, ეს არის ტრადიციული ბერძნული ყველი. ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჰომეროსის ეპოქაში და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში არის საკმაოდ მაღალი.

გადაფრენის დროს ათასობით ფრინველი ჩერდება საბერძნეთში. თავიანთ ზამთარს 100 ათასობით ფრინველი ჩრდილოეთ ევროპიდან და აზიიდან ატარებენ საბერძნეთში.

მსგავსი ამბები

Back to top button