საკითხავისასარგებლო

სამყაროს აღსასრული

549b7409e7db
როდის დადგება სინამდვილეში სამყაროს აღსასრული…….

არსებობს, და წარსულშიც არსებობდა, უამრავი წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულის შესახებ. ზოგი მათგანი ზედმეტად ფანტასტიკური და სასაცილოც კია, მაგრამ არსებობს ისეთი წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც ნამდვილად დასაფიქრებელია…
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს რელიგიური თუ მეცნიერული შეხედულებები…
ხალხში “სამყაროს აღსასრულის” თემას ყოველთვის პანიკა შეჰქონდა. მაგალითად, 60-იან წლებში ა.შ.შ-ში არსებობდა სექტა, რომლის წევრებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მალე დედამიწა განადგურდებოდა. მათ გადაწყვიტეს, რომ განკითხვის დღის საშინელებას ვერ გადაიტანდნენ; ამიტომ მასიური თვითმკვლელობა მოაწყვეს… რა თქმა უნდა ფანატიკურად განწყობილ საზოგადოებაში შიშის შეტანა ძალიან ადვილია…

თუმცა ჯობია დავიწყოთ სულ თავიდან…

33 წელი _ ქრისტიანების ნაწილი სთვლიდა, რომ სამყაროს დასასრული ქრისტეს გარდაცვალებისთანავე დადგებოდა, მაგრამ როცა ეს არ მოხდა, საშინელი სამსჯავროს რიცხვი უკეთესი დროისთვის გადაიტანეს. შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ ეს მხეცის რიცხვში (ნახსენებია აპოკალიპსისში) მოხდებოდა;

1000 წელი _ მშვენიერი მომრგვალებული ფორმების მქონე რიცხვია – ალბათ, ჟამთააღმწერლები სწორედ ამიტომ წერდნენ, რომ ეს წელი დასასრულის წელი იქნებოდა. რამდენიმე ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ ევროპელი ხალხი ტოვებდა სამუშაოებს, ეკლესიებში დღე- ღამე ლოცულობდნენ თავიანთი ცოდვების გამო, გასცემდნენ მოწყალებას, მონასტრებში იმალებოდნენ. მეხის ყოველი გავარდნა მათში პანიკას იწვევდა. ინგლისში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა მათ საერთოდ თავზარი დასცა.

1033 წელი _ კიდევ ერთი, ანალოგიური მასშტაბების მქონე პანიკა. ამჯერად, “სამყაროს არსასრული” ქრისტეს გარდაცვალების ათასი წლისთავს დაამთხვიეს.

1603 წელი _ დომინიკელმა ბერმა, მწერალმა და ასტროლოგმა ტომაზო კამპანელამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ წელს დედამიწა მზეს შეეჯახებოდა. ეს არ მოხდა, მაგრამ თავისი სიცოცხლის ბოლომდე კამპანელა თავს ნიჭიერ წინასწარმეტყველად თვლიდა.

1658 _ ქრისტოფერ კოლუმბმა, როგორც ჩანს, ამერიკაზე უკეთესი აღმოჩენა გააკეთა: მისი “წინასწარმეტყველების წიგნის” მიხედვით კაცობრიობა 1658 წელს უნდა განადგურებულიყო. მაგრამ იმის გამო, რომ იგი შეცდა, როცა ამერიკის ახალი კონტინენტი აზიად ჩათვალა, პროგრესირებადმა კაცობრიობამ მას აღარ დაუჯერა.

1910 წლის 18 მაისი _ ევროპა კვლავ პანიკაშია. ასტრონომების გათვლების მიხედვით დედამიწაზე კომეტა გალეა უნდა ჩამოვარდნილიყო. შემდეგ, დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, ნათელი გახდა, რომ კომეტა, საბედნიეროდ დედამიწას ასცდებოდა, მაგრამ ჩვენი პლანეტა მას უკან გაჰყვებოდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, გალეა მომწამლავ ციანიდის გაზისაგან შედგებოდა. მოხერხებულმა მოქალაქეებმა ეს “აღსასრული” ჭკვიანურად გამოიყენეს და გაყიდვაში “ანტიდოტები” გაუშვეს. “სამყაროს აღსასრული” ამჯერადაც არ შედგა.

1962 წლის 4-5 თებერვალი _ ამ დღეს შესაძლებელი იყო 5 პლანეტის შეუიარაღებელი თვალით დანახვა, რომელთაც მზე და მთვარეც შეუერთდა (საერთოდ, შვიდი მსხვილი კოსმიური ობიექტი), რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. სწორედ ამან უბიძგა ინდოელ ვარსკვლავთმრიცხველებს იმისაკენ, რომ “ფინალი” ეწინასწარმეტყველათ. სამწუხაროდ ისევ ასცდნენ…

1988 წელს _ აეროკოსმიური ტექნიკის ინჟინერმა ედგარ უიზენანტმა გამოსცდა წიგნი წინასწარმეტყველებით იმის შესახებ, რომ სამყაროს აღსასრული ამ წელს მოხდებოდა. წიგნი 4 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ავტორმა უზარმაზარი ჰონორარი მიიღო, მაგრამ არმაგედონი რატომღაც არ დადგა. მაშინ უიზენანტმა ტელევიზიით განაცხადა, რომ სამყაროს აღსასრულის ვადამ 1989 წლისთვის გადაიწია. თუმცა პუბლიკა ამჯერადაც იმედგაცრუებული დარჩა.

1994 წლის სექტემბერი _ ამერიკელმა ინჟინერმა ჰაროლდ კემპინგმა მსოფლიო გააოცა თავისი არითმეტიკური “გამოთვლებით”, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა 1994 წლის სექტემბერში მოხდებოდა. უიზენანტის შემთხვევის შემდეგ, გამოცდილებამიღებული ხალხი ეჭვის თვალით უყურებდა კემპინგის “ნაშრომს”… თუმცა მისი წიგნის რამდენიმე ათასი მყიდველი მაინც გამოჩნდა.

2000 წელი _ სამნულოვანი რიცხვი – “სამყაროს აღსასრულის” არაერთი წინასწარმეტყველის საყვარელი რიცხი. გავრცელებული ხმების მიხედვით, დედამიწა ამ წელს უნდა განადგურებულიყო, ვინაიდან სრულდებოდა მეორე ათასწლეული. თუმცა, როცა ეს ამ წელს არ მოხდა, “საქმეში ჩახედულმა” ასტროლოგებმა განაცხადეს, რომ ათასწლეული 2001 წელს დასრულდებოდა, ამიტომ კაცობრიობას კიდევ ერთი წელიწადი საგანგაშო არაფერი ჰქონდა. თუმცა 2001 წელის გადავაგორეთ მშვიდად.

2002 წლის 11 აგვისტო, დილის 4 საათი _ ცნობილმა რუმინელმა ბერმა არსენმა თქვა, რომ თანამედროვე მსოფლიომოწყობის განადგურება ამ დროს, უძლიერესი მიწისძვრის შედეგად მოხდებოდა. რის შედეგადაც სამხრეთ პოლუსი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებდა, ხოლო დედამიწას ცეცხლისებრი ქაოსი მოიცავდა.

2007 წლის 29 აპრილი _ ამერიკელმა მოქადაგემ პეტ რობერტსონმა, ჯერ კიდევ 1990 წელს, დედამიწის აფეთქება ამ დღეს “დანიშნა”.

2009 _ ნოსტრადამუსის ცენტურიონების გაშიფრვისას “გაირკვა”, რომ ამ წელს არმაგედონი მოხდება.

2010 _ არსებობს წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვით ამ წელს დედამიწაზე ნავთობის მარაგი ამოიწურება და მსოფლიოს მოიცავ ომი რესურსებისთვის. კიდევ გვპირდებიან, რომ ამ წელს დედამიწა მზეს დაშორდება. მაგრამ ეს იქნება “დროებითი” სამყაროს აღსასრული. ჰო დროებით თუ გავნადგურდებით კიდევ რა უჭირს
2010 მოხსენიებული აქვს თავის წინასწარმეტყველებებში დღესისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო წინასწარმეტყველს ვანგას: ამ წელს უნდა დაიწყოს მე-3 მსოფლიო ომი, იგი დაიწყება 2010 წლის ნოემბერში და დასრულდება.

2012 _ სამყაროს ამ აღსასრულს დიდი ხანი ელოდნენ და დღესიათვის ყველაზე დიდი მოლოდინი თ ამ წელს ელოდება მსოფლიო. აქ მთელი შეკვრაა თავმოყრილი _ ყველა კოსმიური ციკლის დარღვევიდან დაწყებული, პოლუსების შეცვლით დამთავრებული.
2012 წლით მთავრდება მაიას ტომის კალენდარული ციკლი. ფიქრობენ, რომ შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს ასტეროიდი 2005 YU55. (არ ვიცი ეს იგივე წითელი პლანეტა “ნიბირუა” თუ YU55 კიდევ ცალკე მოემართება ჩვენს გასანადგურებლად. ავტ.შენ)
ამ აღსასრულის მომლოდინე ადამიანები ირწმუნებიან, რომ დედამიწამ ამისთვის მზადება უნდა დაიწყოს, რადგან მსოფლიო მოსახლეობის 0.5%-ს გადარჩენის შანსი აქვს.

2013 _ რაგნაროკი – განკითხვის დღე. ჰიპერსივრცული გადასვლა მეოთხე განზომილებაში.

2014 _ ასტროფიზიკოსები ამბობენ, რომ ჩვენი მზის სისტემაში კოსმიური მტვერის ღრუბელი შემოაღწევს, რომელიც ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე. (მოსაწყენი სამყაროს აღსასრული)

2015 _ რომელიღაც კულტურის 9576–ე წლიური ციკლის დასასრული, რომელსაც ცივილიზაციის დაღუპვა მოჰყვება.

2016 _ დანიელი ბიოლოგი ჯეიმს ჰანსენი, რომელიც დედამიწაზე კლიმატურ მდგომარეობებს იკვლევდა, ირწმუნება, რომ ამ წელს მყინვარები დალღვება და ხმელეთის დიდი ნაწილი წყლით დაიფარება.

2017 _ სამყაროს აღსასრული იერარქიული კატასტროფების თეორიის მიხედვით.

2018 _ ნოსტრადამუსის ჩანაწერების მიხედვით ამ წელს ბირთვული ომი მოხდება.

2019 _ ბანალური შეჯახება ასტეროიდთან 2002 NT7.

2020 _ ისააკ ნიუტონმა, იოან ბოგოლოსლოვის წინასწარმეტყველებაზე “დაყრდნობით”, გამოთვალა, რომ სამყაროს აღსასრული ამ წელს მოხდება.

2033 _ ნოსტრადამუსის მიერ თავის ალმანახებში (1557, 59, 62, 63 წლისა) დასახელებულია როგორც კიდევ ერთი დასასრული 6000 წლისა(სამყროს შექმნიდან) ეს თარიღი არის ზუსტად შუაწელი დღესაასწაულ “იომ კიპურის”(განკითხვის დღე) 6001 წლისა (ევროპის კალენდრის თანახმად(2239,712 ქ.შ.–დან)
და 6000 წლის ბოლოსი (ნოსტრადამუსის ქრონოლოგიით 1826,334 წელი ქ.შ.–დან)

3797_ეს კი არის ყველაზე შორეული წინასწარმეტყველება, ისევ ჩვეთვის კარგად ნაცნობი ვანგელია დიმიტროვასი. ამ დროისთვის ყველფერი გაწყდება, მაგრამო ხალხი შეძლებს მზის სხვა სისტებაში გადასახლებას (ნუ მთლად აღსასრული კი არ გამოდის მაგრამ რაცაა ეგაა რა…)

როგორც ხედავთ სამყაროს აღსასრულს ოდითგანვე ელოდნენ. და იმასაც კარგად შეამჩნევდით რომ 2009 წლამდე ნაწინასწარმეტყველები აღსასრულები მცდარი გამოდგა.
მაგრამ ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, უფრო საინტერესო აპოკალიფსები წინ გვაქვს…..

ძირითადი წყარო: http://intereses.wordpress.com
2033 წლის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება: http://ka.wikipedia.org/
პატარ-პატარა შესწორებები და ერთი-ორჯერ საკუთარი აზრის გამოთქმა: komentator-ისა

მსგავსი ამბები

Back to top button