არქივი

პატრიოტიზმი

d5b1a6c51b5f

პატრიოტიზმი-(ბერძ.ατριώτης-თანამემამულე,πατρίς — სამშობლო) მორალური და პოლიტიკური პრინციპი, სოციალური გრძნობა , საკუთარი სამშობლოს მიმართ სიყვარული, ამასთან სამშობლოს ინტერესების დაყენება საკუთარზე წინ. სამშობლოს გულშემატკივრობა და სიამაყე მისი კულტურით.

პატრიოტიზმის სახეები:

პოლისური პატრიოტიზმი_ არსებობდა ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოებში (პოლისებში)
იმპერიული პატრიოტიზმი – მხარს უჭერდა ლოიალობის გრძნობას იმპერიისადმი და მისი მმართველებისადმი.
ეთნიკური პატრიოტიზმი (ნაციოანალიზმი) _ სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობა.
სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი _ დაფუძნებული სახემწიფოსადმი სიყავრულზე.
მჟავე პატრიოტიზმი (ურა-პატრიოტიზმი) _ ჰიპერტროფირებული სიყვარულის გრძნობა სახელმწიფოსადმი და სამშობლოსადმი.

ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

პატრიოტიზმი არის შედარებით გვიან გაჩენილი მოვლენა. მაგალითად, ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ შუა საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში ადამიანები იყვნენ პატრიოტები. პატრიოტიზმი გაჩნდა მოდერნთან, ახალ სამყარო წესრიგთან ერთად. ფაქტიურად მისი დაბადების ადგილი არის საფრანგეთი, ის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ მოიტანა, როდესაც ძალაუფლების სათავეში მოსულმა რევოლუციურმა ჯგუფმა იაკობინელებმა შემქმნეს ერთგვარი რელიგიის შემცველი იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა. ისინი საკუთარ თავს ეძახდნენ პატრიოტებს და თაყვანისცემის ობიექტად გამოაცხადეს სამშობლო ანუ პატრია. აქედან გავრცელდა ჯერ მთელ დასავლეთ ევროპაში და დასავლეთიდან წამოვიდა შემდგომ აღმოსავლეთის მიმართულებითაც, ასე ჩამოაღწია მე-19 საუკუნეშივე საქართველოში. პირველი ადამიანები, ვისაც მაშინ მიაკერეს ეს “იარლიყი”, თავდაპირველად, სხვათაშორის, უარყოფით კონტექსტში, იყვნენ ილია ჭავჭავაძე და მისი თანამებრძოლები, მათ უწოდეს პატრიოტები. გვეხსომება ალბათ გრიგოლ ორბელიანთან მისი პოლემიკა, სადაც იგი პასუხობს – “ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია”, ანუ ფაქტიურად ილია ჭავჭავაძე იცავს ამდროს ამ ტერმინს, პატრიოტისმს, რომელიც მას ნეგატიურ კონტექსტში მიანიჭეს.
დავამატებდი, რომ თავდაპირველად სიტყვა პატრიოტიზმი გაჩნდა ბერძნულ ენაში და სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით. ფაქტიურად იგი იგივდებოდა არა ქალაქელობასთან, არამედ სოფლელობასთან, პატრია ნიშნავდა მიწის ნაკვეთს, წარმომავლობის ადგილს, გაჩენის ადგილს და შესაბამისად ხალხი იყოფოდა 2 ჯგუფად – ქალაქის მოქალაქეებად ანუ “პოლიტაი” და “პატრიოტაი”, რომელიც ბერძნულად ნიშნავს პატრიოტებს ანუ სოფლის მოსახლეობას და ფაქტიურად მასში ირონიული აზრი იყო ჩადებული, დამამაცირებელი აზრიც კი. იმ მნიშვნელობით რომლითაც დღეს ჩვენ ვხმარობთ ამ სიტყვას, თავიდან, ხელახლა გაჩნდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს.
პატრიოტიზმი ერთგვარი ფორმით გაჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში და ეს უკავშირდებოდა ახალი თაობის, ე.წ. თერგდალეულებს გამოჩენას. თუმცა მათ ასეთი ტერმინოლოგიური დაყოფა არ ჰქონიათ, ისინი არ გამოდიოდნენ და არ იძახდნენ – ჩვენ ვართ პატრიოტები! აქ იყო ლაპარაკი მამულზე, მამულიშვილობაზე, რაც პატრიოტობის ერთგვარი შემცვლელი სიტყვა იყო. მამული “პატრიას” თარგმანად შეიძლება ჩაითვალოს, – პატრია ანუ სამშობლო. შემდგომში, რომ გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს, სადაც პატრიოტიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი დღევანდელი მმართველი ძალის მიერ, – მე ეჭვი მეპარება, რომ პატრიოტიზმის ეს ფორმა თვისობრივად ახალი მოვლენა იყოს. ეჭვი მეპარება, რომ იგი აუცილებლად გაჩენილიყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ მცდარი დებულება, პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ძალიან აქტიურად გაისმოდა მთელ ქართულ ეროვნულ მოძრაობაში და მედიაში, როცა ყველანი ლაპარაკობდნენ პატრიოტიზმზე – ეს იყო ფაქტიურად იმ პატრიოტიზმის ფორმის გაგრძელება, რომლის ავტორიც არის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ თვალსაზრითითაც, რომ თავდაპირველად ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები, დაუპირისპირდნენ და ჩამოიცილეს პატრიოტიზმის ის იდეა, რომელიც უკავშირდებოდა ნაციონალიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 სხვადასხვა ტიპის მოვლენაა. ისინი გაემიჯნენ ნაციონალიზმს და პატრიოტიზმს, როგორც ნაციონალიზმის ერთგვარ იდეოლოგიურ ან რელიგიურ თაყვანისცემის ფორმას. მათ გამოაცხადეს, რომ პატრიოტიზმებს და ნაციონალიზმებს ჩვენ მივყავართ დიდ კატასტროფებამდე, ეს უკავშირდება იმპერიალიზმს. პირველი მსოფლიო ომი გამოაცხადეს, როგორც ნაციონალიზმების და იმპერიალიზმების შეტაკება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და უბედურება მოიტანა. მათ ამის სანაცვლოდ წამოაყენეს, გააცოცხლეს ის იდეა რომელიც თავდაპირველად შექმნა ადრეულმა ქრისტიანობამ, სახარებამ, პავლე მოციქულმა – არ არსებობს დაყოფა ადამიანების ნაციონალური ნიშნით, ყველა ადამიანი არის თანასწორი. მე-19 საუკუნეში მარქსიზმმა გააცოცხლა ეს იდეა და ბოლშევიკებმა სცადეს მისი განვრცობა. რა თქმა უნდა ეს იყო პირველი, დიდი ფორმა კოსმოპოლიტიზმისა, რომელიც დაუპირისპირდა ნაციონალიზმს, სეპარატიზმს და მის სანაცვლოდ ყველა ადამიანი, – დამოუკიდებლად მისი წარმომავლობისა, სქესისა, რასისა, ეროვნებისა, ეთნოსისა – გამოაცხადდა თანაბრად. შემდგომში კი უკვე 20-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით 30-იან წლებში ეს პარადიგმა შეიცვალა. ეს უკავშირდება იმას, რომ სტალინმა მოახერხა ხელისუფლების საკუთარ ხელში მოქცევა, მან ფიზიკურად გაანადგურა ყველა პირველი თაობის ბოლშევიკი და რადიკალურად შეცვალა იდეოლოგია. სტალინი დაუბრუნდა ნაციონალიზმს, ზუსტად იმ ნაციონალიზმის ფორმებს, რომელიც მე-19 საუკუნეში არსებობდა და ამას მისცა უკვე წითელი შეფერილობა ანუ საბჭოთა იდეოლოგიას მოარგო.

არსებობს პატრიოტიზმსა და კოსმპოლიტიზმზე ვაჟა-ფშაველას შეხედულებანი, თუ სურვილი გექნებათ იმასაც გამოვაქვეყნებ :)

P.S   პატრიოტიზმი სეზონური გრძნობა არ არის – ან ხარ პატრიოტი ან არ ხარ. საქართველოში ღვინის სავსე ჭიქაში მოქცეული პატრიოტები უფრო არიან , და საქმე საქმეზე რომ მიდგეს პირად ინტერესებს წინ დააყენებენ, და გამოთქმა ”ჩემს შემდეგ წარღვნასაც წაუღიხართ” ბევრის ცხოვრების პრინციპია. ანუ ურა პატრიოტიზმი უფრო გავრცელებეულია. თუმცაღა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პატრიოტიზმი წარმოშობს ომს, ომი კი ყველაზე დიდი დანაშაულია საზოგადოების წინაშე.
თქვენი აზრით რა არის პატრიოტიზმი – სიტყვა თუ გრძნობა.   და საერთოდ რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი და რაში გამოიხატება ის

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button