გართობაუცნაური

ინდოელი ლურსმების ჭამისგან გარდაიცვალა

08ed11fcf7a0

ინდოეთში გარდაიცვალა ადამიანი ლურსმების ჭამისაგან.ექიმები შოკში იყვნენ,როცა მათთან პაციენტი მივიდა კუჭის ტკივილებით.პრინციპში გასაკვირი ამაში არც არაფერი იქნებოდა რენდგენზე, კუჭში ლურსმები,რომ არ დაფიქსირებულიყო. 

ერთი ლურსმანი შეიძლება შემთხვევით გადაგეყლაპოს.ასე ემართებათ ზოგ-ზოგიერთებს და აგრძელებენ მშვიდ ცხოვრებას,მაგრამ აჰაია მოჰანტის არ მესმის როგორ შეეძლო მშვიდად ცხოვრება როცა მის კუჭში ზუსტად 99 ლურსმანი იმყოფებოდ!მიხვდა რომ ლურსმების ჭამა სასარგებლო არ იყო და საავადმყოფოს მიაკითხა,მაგრად დააგვიანდა.

ექიმებმა გაკვეთეს “ლურსმების მოყვარული” და ყველა ლურსმანი ამოუღეს,მაგრამ მისი გადარჩენა მაინც არ მოხერხდა.ამ ამბავამდე ერთი კვირით ადრე იგივე მიზეზის გამო გარდაიცვალა ფრანგი “ხურდაყლაპია”-დაახლოებით 5 კგ. მონეტა გადაყლაპა.ეს ადამიანი ერთხელ უკვე გადაარჩინეს ექიმებმა,მაგრამ მეორედ იგივე ქმედების გამეორების შემდეგ მისი გარადჩენა შეუძლებელი გახდა.
ექიმები,რომლებმა ოპერაცია გაუკეთეს ინდოელს დარწმუნებულები არიან,რომ პაციენტი ცხოვრების ბოლო წუთამდე სრულიად ადეკვატური იყო.გამოდის,რომ ის ლურსმებს რაღაც ამაღლებული მიზნისთვის ჭამდა.ყოველდღიურად ორ ლურსმანს მიირთმევდა.ოპერაციის წინაც შეჭამა ლურსმანი,მაგრამ მეორის შეჭმა აღარ აცალეს.

მსგავსი ამბები

Back to top button