გამოგონებაგასართობიუცნაური

გამოგონებულია ტელეფონი კოცნის გაგზავნა, მიღების ფუნქციით

6cf8f3d30f69 კიპრიდან წამოსულ, თავისუფალ გამომგონებელს , როგორც ის თავის თავს უწოდებს (Georges Koussouros)-ს არ ყოფნიდა ემოციები ტელეფონით ლაპარაკისას და საერთოდ ვის ყოფნის?
რა არის სიტყვა? და მით უმეტეს SMS შეტყობინება? ან თუნდაც MMS ? ისინი ნამდვილ გრძნობებს არ გამოხატავენ. აი, ჯორჯისმაც მოიგონა, როგორ გამოხატოს გრძნობები. კონკრეტულად შემოთავაზება გააკეთა ტელეფონით კოცნისა, და არა კოცნის დროს გამოხატული ხმებისა , რომლისთვისაც არავითარი გამოგონებები არ არის საჭირო. აღმოჩნდა რომ მობილურის საშუალებით შეიძლება კოცნის ფიზიკურად მიღება.

22417d9503a4
ტელეფონი აღჭურვილია გაბერილი რბილი და სასიამოვნო მასალის ტუჩებით. მის შიგნით არის გადამცემები რომელიც ზომავს ხმის და კოცნის ძალას, მის სასურველობას. მიკროკომპიუტერს ეს ყველაფერი გადაყავს ციფრებში და უგზავნის აბონენტს. აბონენტის ტელეფონი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და გადასცემს გამოგზავნილ კოცნას აბონენტს გამომგზავნელის მიერ სასურველ ადგილზე იმავე პარამეტრებით რაც იყო გადმოცემული. რა თქმა უნდა მიმღებ აბონენტსაც უნდა ჰქონდეს ისეთივე KissPhone როგორც კოცნის პირველად გადმომცემელს.

გამომგონებელი ამტკიცებს:რომ აკოცოთ ერმანეთს არ არის საჭირო ერთურთთან რეკვა, შეიძლება უბრალოდ კოცნის გაგზავნა საყვარელი ადამიანისთვის SMS-ფუნქციით რაც ბევრად იაფია.

კუსუროსი უწინასწარმეტყველებს თავის გამოგონებას ნათელ მომავალს და დაუჯერებელ პოპულარობას. ხალხს , განსაკუთრებით უდროოდ დაშორებულ შეყვარებულებს, ან ერთმანეთის მოსიყვარულე ცოლ ქმარს გაუჩნდებათ სურვილი თითქმის ფიზიკურ ურთიერთობაში შევიდნენ ერთმანეთთან მაგრამ სექსი ტელეფონით ჯერ გამორიცხულ-ვერბალურია.

გამომგონებელი იუწყება რომ ЧМОК-შეტყობინების გაგზავნისას აუცილებელია არ შეგეშალოთ ნომერი. საწყენი იქნება თუ მიმღები მხარე, რომელიც სულაც არ ელოდება ამანათს, მიიშვერს ტელეფონს რომელიმე უხერხულ ადგილას , მერე კიდევ დაგირეკავთ და შეგატყობინებთ ამ ადგილსაც.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close