სასარგებლოსაქართველო

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

246fd57314e1

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი — (დ. 14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია; გ. ლევილი, საფრანგეთი) ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის — ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო, რომლის მატარებლებიც თავადები იყვნენ და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ. მამამისი, თავადი იოსებ ჩოლოყაშვილი, 1659 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის — ბიძინა ჩოლოყაშვილის შთამომავალი იყო.ქაქუცა სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც 1907 წელს დაამთავრა. 21 წლის ასაკში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, სადაც ოფიცრის წოდება მიიღო.1912 წელს, გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან და საქართველოში დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი, რის შემდეგაც საკუთარ მამულში სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.

პირველი მსოფლიო ომი:d93c1ff519e1

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. ის იბრძოდა აღმოსავლეთის, კერძოდ – ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ხელმძღვანელობდა ესკადრონს. 1914 წელს იგი მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით კავკასიის ფრონტზე არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ჩოლოყაშვილმა თავი გამოიჩინა სარაყამიშის ბრძოლაში. ციხე-სიმაგრე “არწივის ბუდეზე”, რომელსაც ქაქუცა იცავდა, თურქების შეტევის შემდეგ ის კვლავ დაიჭრა. ამ ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.განკურნების შემდეგ,1915 წელს, ქაქუცა ჩაეწერა ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში, რომელიც ნიკოლოზ ბარათოვის ხელმძღვანელობით სპარსეთში იბრძოდა. რაზმმა წარმატებული რეიდი განახორციელა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ბრიტანეთის არმიას.

დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში:

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი.

პარტიზანულ მოძრაობაში :

ი: 5f7fc2eba2b5

1921 ლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ.1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) – ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო.

შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯაყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა.პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდაამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე “დამკომის” წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს.


აგვისტოს აჯანყება:
67105e6876d8


1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენჯერმე დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში “დამკომმა” გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია.4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი ცოლი და დედა დახვრიტეს.ემიგრაცია [რედაქტირება]ჩოლოყაშვილი ემიგრაციაშიქაქუცა ჩოლოყაშვილი 30 თანამებრძოლთან ერთად ტრაპიზონში ჩავიდა, საიდანაც გეზი საფრანგეთისკენ აიღო. მათ პარიზში გამგზავრების უფლების მოპოვება საკმაოდ გაუჭირდათ, რადგან თურქეთის ხელისუფლებაში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ დახვედრიან ლტოლვილებს. საფრანგეთში ის ცხოვრობდა საქართველოს ემიგრირებული მთავრობის რეზიდენციაში.ჯერ ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მიყენებულმა მძიმე ჭრილობებმა ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა ქაქუცა ოსტსაუას სანატორიუმში მოათავსეს, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ის ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა.ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რათა ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.რეაბილიტაცია:

ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნება პოპულარული გახდა 80-იანი წლების ბოლოდან, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმასვლასთან და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის გაძლიერებასთან.ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი პლაკატის სახით ხშირად ჩნდებოდა იმ პერიოდის საპროტესტო აქციებზე. 1989 წელს ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში შეხვდა ჩ9ოლოყაშვილის ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს, ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც ქაქუცას სიკვდილის წინ ეჭირა ხელში, ასევე მისი ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში აღნიშნეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი.საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.

თეგები

მეცნიერა

ნუ მიყვარს მეცნიერება და...?

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close