როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელიწადს
იხილეთ მცირე ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში
საახალწლოდ სამეგრელოში მიღებული იყო ჩიჩილაკების დამზადება „ჩიჩილაკი¨ მზადდება თხილის ტოტისაგან, რომელსაც ასუფთავებდნენ, ცეცხლზე აშრობდნენ და შემდეგ აშალაშინებდნენ, რის შედეგადაც, გრძელი ხვეული ბურბუშელები ეკიდებოდა. ოჯახის უხუცესი მამაკაცი ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლებით მიადგებოდა სახლს, მარცვლებს მოაყრიდა ეზოში, სახლში, საქათმეში.
დიდად პოპულარული იყო ჩიჩილაკების მოწყობა გურიაში. მოკლე ჩიჩილაკით ხელში სამჯერ დააკაკუნებდა გათენებისას კარებზე. მასპინძლის კითხვაზე: „რა მოგაქვსო¨, ჩამოთვლიდა სანატრელ საგნებს: _„კაცთა მშვიდობა, ოქრო, ვერცხლი, პური, ღვინო, ბედაური ცხენი, ხირიმის თოფი, მოჭედილი სატევარი¨. ეს ცერემონია სამჯერ მეორდებოდა.
საახალწლოდ დიდი გამოცოცხლება იყო ქართლ–კახეთში. აცხობდნენ ბედის კვერებს. ორ–ორს ოჯახის წევრებისათვის, თითოს კი საქონლისათვის.
საახალწლოდ აჭარელი თავქვეშ მჭადის ნატეხს ამოიდებდა, რომელიც დილით ადრე მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამა.
თუშეთში ერთი გვარი ერთად იკრიბებოდა, თან მიჰქონდათ პური, ლუდი, არაყი და მართავდნენ ლხინს.