არქივი

მითიური ურჩხულები

7521c429ede0
მცირე ინფორმაცია მათ შესახებ

67f6b22e0a68
ჰ ი დ რ ა
ჰიდრა (წყლის გველი)— საზარელი ურჩხული, ლერნეს ჭაობის ბინადარი, ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი; ჰერას გამოზრდილი. ცხრა, ას- ან ათასთავიანი და ისეთი გესლიანი, რომ მისი ღვიძლის სისხლით მოწამლული ისრებით უკვდავნიც კი მოურჩენელი წყლულით იტანჯებოდნენ.

ლერნეს ჭაობის ჰიდრას ჰერაკლე შეება (მეორე გმირობა). შესახტომად გამზადებულ ქვეწარმავალს ფეხი დააჭირა. გველი შემოეტმასნა (თანაც ჭაობიდან ბუმბერაზი კიბორჩხალა ამობობღდა და გმირს ჩაეჭიდა) ჰერაკლე ჰიდრას კომბლის დარტყმებით ზედიზედ აცლიდა თავებს. მაგრამ გველს ერთ მოსხეპილ თავზე ორი ამოსდიოდა. მაშინ გმირმა მეგობარ იოლაოსს უხმო, ცეცხლის დანთება უბრძანა. იოლაოსმა ჭალას ცეცხლი წაუკიდა. მოგიზგიზე მაშხალებს აწვდიდა ჰერაკლეს, გმირი კი მოსხეპილ ადგილს მაშხალით სწვავდა. ბოლოს უკანასკნელ უკვდავ თავს კლდე დააფარა და ბრძოლა დასრულდა. ეს ჰიდრა უდიდესი იყო, თუმცა, ჰიდრა სხვაც მრავალია.

c649da0c7550
მ ი ნ ო ტ ა ვ რ ი
მინოტავრი (ბერძნ. Μινώταυρος, „მინოსის ხარი“) — ბერძნულ მითოლოგიაში კაცის ტანიანი და ხარის თავიანი ურჩხული, რაც პოსეიდონის ხართან შეუღლებულმა პასეფაემ შვა. ლაბირინთში დაბმული ხარ-კაცი იკვებებოდა მსჯავრდებულთა ხორცით და მოხარკე ათენიდან ჩამოყვანილი ქალ-ვაჟებით, რაც მას ფინიკიელთა მოლოხს ამსგავსებს. მოლოხსაც ხარის თავი ება, მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა.

მინოსის და მინოტავრის კულტი ეგვიპტური რელიგიის კვალსაც ატარებს: ადამიანის და ხარის გაღმერთება, რაც მსხვერპლად ადამიანს ითხოვდა. თეზევსმა მოკლა მინოტავრი, და ეს უბრალო ზღაპარი როდია. ამით ნათქვამია, რომ ბერძნულმა კულტურამ განდევნა ფინიკიურ-კრეტული კულტი, ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ბარბაროსული წესი.

5fbcf389d725
გ ო რ გ ო ნ ე ბ ი

გორგონები (ბერძნ. Gorgon; მხ.), ძველ ბერძნულ მოთოლოგიაში ფრთოსანი ურჩხული ქალები. ჰესიოდე სამ გორგონს ახსენებს (Stheno — ძლიერი; Euruale — მოხეტიალე, Medusa — მბრძანებელი), ჰომეროსი — ერთს. გორგონებს წარმოსახავდნენ საშინელი გარეგნობის, უზარმაზართავიან. კბილებდაკრეჭილ, ენაგადმოგდებულ, თმის ნაცვლად თავზე გველებგადაყრილ არსებად, რომელთა შეხედვაც ყველა სულიერს აქვავებდა. მათგან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. მედუზად პერსევსმა მოჰკვეთა თავი და მისი სისხლისაგან იშვა ფრთოსანი ცხენი პეგასი. მოგვიანებით ხელოვნებაში მედუზას მშვენიერი სახით, მაგრამ საშინელი შიშისმომგვრელი გამომეტყველებით გამოსახავდნენ. მედუზის მოჭრილი თავი ათენას ფარზე იყო გამოსახული.

16413b752db3
კ ე ნ ტ ა ვ რ ი

კენტავრი (ძვ.-ბერძნ. Κένταυρος) ან ცენტავრი (ლათ. Centaurus), სიტყვებიდან კენტეინ ტავროს, „ხარის მკვლელი“, ან კენტორეს „მხედარი“, ან კენტეო — ჩხვლეტა, ცემა, განგმირვა — ბერძნულ მითოლოგიაში თესალიელ ცხენკაცთა მძლავრი მოდგმა, ტყისა და გამოქვაბულთა დემონები, ტყიურები, ურჩხულები („ფერეს“); ურჩხი და უხეში ქმნილებანი, რომელთაც ცხენის ტანი და ადამიანის თავ-მკერდი, ხელები და გონება აქვთ. ლაპითების ამ უნდო მეზობელთა სიტლანქე იმდენად აღიარებულია, რომ ძველ ბერძნულში შეიქმნა სიტყვა „კენტავრიკოს“ — კენტავრულად, ე. ი. უხეშად.

6d8b4ee3131b
ვ ა მ პ ი რ ე ბ ი
მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამინის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და/ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.

cc9b729590be
ს ფ ი ნ ქ ს ი
მითიური არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა. ის არსებობდა როგორ ეგვიპტურ, ისევე რომაულ-ბერძნულ მითოლოგიაში. სფინქსი ცნობილია მისი გამოცანით. თუ მისი მსხვერპლი გამოცანას ვერ გამოიცნობდა, იგი მოკვდებოდა(სფინქსი მოკლავდა).

სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, მსგავსად მზის ღმერთ ჰარემახეთისა. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღეს ძალიან დაზიანებულია ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო.

c81925ca7249
კ ი კ ლ ო პ ე ბ ი(ციკლოპები)

კიკლოპები (Cyclopes, ბერძნ. kyklopes – მრავალთვალიანები), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ცალთვალა) ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით, ციკლოპები ჭექა-ქუხილის დემონები, ურანოსისა და გეას შვილები არიან, იგი ასახელებს 3 ციკლოპს ბრონტეს, სტეროპეს და არგეს. ურანოსს ციკლოპები ქვესკნელში ჰყოლია გამომწყვდეული, კრონოსს აუხსნია, უმსახურია, მერე კი ტარტაროსში ჩაუყრია. ზევსს გაუთავისუფლებია და მათ გამოჭედილი მეხით ღვთაებათა ძვ. თაობა დაუმხია. ბოლოს ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია. ჰომეროსის მიხედვით ციკლოპები გოლიათთა ველური, უხეში მესაქონლე ტომია, რომელიც უკიდურეს დასავლეთში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანია კაციჭამია პოლიფემე. მითების გვიანდელი ვერსიებით , ციკლოპები ჰეფესტოსის (ვულკანის) თანაშემწენი არიან, ეტნის სიღრმეში ცხოვრობენ და მეხს უჭედავენ ღმერთებსა და გმირებს. ტრადიცია ციკლოპებს წარმოადგენს არგოლიდაში ლიკიადან მოსულ გოლიათებად, რომელთაც ტირინთსა და მიკენეში ციკლოპური კედლები აუგიათ. ამიტომ ევრიპიდე არგოლიდას ციკლოპების ქვეყანას უწოდესბ.

3c3e8f0186ef

გ ვ ე ლ ე შ ა პ ი( დ რ ა კ ო ნ ი)

გველეშაპი, ბოროტი საწყისის განსახიერება, მრავალთავიანი (დრაკონი ერთთავიანი გვხვდება), ცეცხლისმფრქვეველი, ბასრკბილებიანი ურჩხული. ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება მას უმთავრესად წყლის სტიქიას უკავშირებს. გველეშაპი ეპატრონება ტბას, მდინარეს ან წყაროს და წყლის საფასურად მსხვერპლს მოითხოვს; სინათლისა და სიკეთის მტერია, შთანთქვას მზეს, უპირისპირდება კეთილ გმირებს.

320a733767d5
ე მ პ უ ს ა
(ბერძნ. Εμπουσα) — ქვესკნელის საშინელი დემონი, ჰადესის სისხლისმსმელი ურჩხული, ღამეული ლანდი, ჰეკატეს თანამგზავრი და ხშირად, მისი ორეულიც. აფრთხობდა მგზავრებს, სისხლს სწოვდა და ჭამდა ბავშვებს, მიეკუთხვება ურჩხულთა ისეთ მოდგმას, როგორებიცაა გორგონა, ლამია, აკო, ალფიტო, მორმო და მორმოლიკე. ამ წყვდიადის საფრთხობელებს ზოგადად მორმოლიკებს ეძახდნენ. ემპუსას გამოხატავდნენ ვირისფეხებიან მშვენიერ ქალად, რომელიც ბავშვს ჭამს ან შეყვარებულს ახრჩობს. მას შეუძლია იქცეს ნებისმიერ არსებად, ხან ვირია, ხან ჯორი, ტურა, ქალი და ა.შ.

წყარო: ka.wikipedia.org

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button