საკითხავიუცნაური

ნასკას ზეგნის იდუმალი გიგანტური ფიგურები

9a465a1f95bd
ნასკას ზეგნის იდუმალი გიგანტური ფიგურები

თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, უძველეს დროში, მდებარეობდა ინკების დიდი იმპერია, რომელიც ჩრდილოეთით ეკვადორამდე, ქალაქ კიტომდე იყო გადაშლილი, სამხრეთით კი ჩილემდე, მდინარე მაულამდე. ინკებმა კარგად იცოდნენ სამთო-მომპოვებელი სამუშაოების წარმოება, ოქროს, ვერცხლის და სპილენძის ამუშავება, შექმნილი ჰქონდათ გრანდიოზული სარწყავი სისტემა. შემორჩენილია ძველი ხიდების, სამთო გზების, ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების ნაშთები, რომლებიც სამშენებლო ხელოვნების დიდებულ ნიმუშს წარმოადგენენ. ძველი იმპერიის დადაქალაქი იყო ქალაქი კუსკო, რომლის მისადგომებთანაც აღმართულია უზარმაზარი ციხე-სიმაგრე საქსაუმანი. თითოეული ქვა, რომლითაც ის არის აგებული, 150 ტონას იწონის. როგორ მოახერხეს ამოდენა ლოდების ატანა მთაზე, ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე, შემდეგ კი მათი ასე მჭიდროდ შედუღება? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.
ინკები არა მხოლოდ მშენებლობაში, მკურნალობაშიც იყვნენ დახელოვნებულნი. 1975 წელს, პარიზში ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც პერუელმა მეცნიერმა ე. აპინიმ წარადგინა იმის დამამტკიცებელი მასალები, რომ ინკები, ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, აკეთებდნენ ურთულეს ოპერაციებს თავის ქალაზე. მეცნიერმა შეისწავლა 150 პრეპარირებული თავის ქალა ანთროპოლოგიის მუზეუმებიდან, ქალაქებში კუსკოში და ლიმაში. მან დაადგინა, რომ ძველ ქირურგებს შეეძლოთ დაზიანებული თავის ქალის ნაწილების შეცვლა ორგანული მასალისგან ან ოქროსგან დამზადებული ფირფიტებით. პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო – დაახლოებით 70 პროცენტი.
მაგრამ პერუს ყველაზე დიდ საოცრებად და საიდუმლოდ რჩება იდუმალი გეომეტრიული ფიგურების გიგანტური ექსპოზიცია, რომელიც განლაგებულია ნასკას ზეგანზე, ლიმადან 300 კმ-ის დაშორებით.
ეს ფიგურები, თვითნფრინავიდან, პირველმა დაინახა ამერიკელმა მეცნიერმა პოლ კოსოკმა, 1920 წელს. იგი გაოცებული აკვირდებოდა ტრაპეციების, სამკუთხედების და სპირალების კალეიდოსკოპს, რომელიც ზეგანის დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული. მეცნიერის განსაკუთრებული დაინტერესება და გაოცება გამოიწვია ათეულობით კილომეტრზე გავლებულმა, აბსოლუტურად სწორმა ხაზებმა, რომლებიც კვეთდნენ უდაბნოს და ყველა მიმართულებით მიდიოდნენ ჰორიზონტს მიღმა, თითქოს უსწორმასწორო რელიეფი, თავისი ამაღლებ-ჩაღრმავებებით, არც არსებობდა. ქალაქებს -ნასკასა და პალპას შორის – მეცნიერს თვალწინ გადაეშალა უნიკალური “უდაბნოს ზოოპარკი”. აქ იყო ფრინველების, გველების, მაიმუნების, ვეშაპისებრთა და მწერების გიგანტური ფიგურები. როცა ეს ფიგურები თავიდან დაათვალიერა, პოლ კოსოკმა აღმოაჩინა, რომ მათი შესრულების ტექნოლოგია ძალიან უბრალო იყო. საჭირო იყო მხოლოდ ქვების დაწყობა გარკვეული თანმიმდევრობით. რა თქმა უნდა, ამას წლები დასჭირდებოდა. სამაგიეროდ დიდ რუდუნებით შექმნილი გამოსახულებები ამ უწყლო, გამომშრალ ადგილებში, ათასობით წლების განმავლობაში შემორჩა.

8815ac8c3da5

უპირველეს ყოვლისა, პოლ კოსოკს აზრად მოუვიდა, რომ საქმე ჰქონდა გიგანტურ ასტრონომიულ კალენდართან. 1939 წლის 21 ივნისს მეცნიერმა პირველი ნაბიჯი გადადგა ნასკას საიდუმლოს ამოსახსნელად. მან შეამჩნია, რომ ჩამავალი მზე ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ერთ-ერთი სწორი ხაზი ჰორიზონტის ხაზს კვეთდა. შემდგომ დღეებში მან გააგრძელა დაკვირვებები და მზის ჩასვლისას, ყოველთვის ერთ და იმავე სურათს ხედავდა. ამან დაარწმუნა კოსოკი თავისი ვარაუდის სისწორეში: მან აღმოაჩინა ზამთრის მზებუდობის ხაზი (სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი შეესაბამება ჩვენს ზაფხულს). ახლა რჩებოდა ნასკას უდაბნოს ყველა ფიგურის შესაბამისობაში მოყვანა ციურ მოვლენებთან. ამ რთული ამოცანის გადაჭრაში მას მარია რაიხი დაეხმარა.
მარია რაიხმა გერმანია 30-იან წლებში, ფაშიზმის გამარჯვების შემდეგ, დატოვა. ქალაქ კუსკოში მან გაზეთის მეშვეობით სამუშაო იშოვა-გერმანელი ემიგრანტების ოჯახი ბავშვებისთვის მასწავლებელს ეძებდა, მოგვიანებით, მარიამ დაამთავრა უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი, დაეუფლა ესპანურ და ინგლისურ ენებს. მუშაობდა თარჯიმნად ლიმაში. აქ გაიცნო პოლ კოსოკი. მარია რაიხი ბუნებით მიზანსწარაფული ადამიანი იყო და სულ ეძებდა ისეთ საქმეს, რომელიც მისთვის ცხოვრების აზრი და მიზანი გახდებოდა. და როცა კოსოკმა ნასკას ზეგანის ფიგურების ამოხსნა შესთავაზა, მარია მიხვდა, რომ მისი დროც დადგა!
შვიდი წელი დასჭირდა პირველი მიახლოებითი ტოპოგრაფიული გეგმებისა და რუქების შედგენას. მხოლოდ 1947 წელს, პერუს ავიაციის სამინისტროს დახმარებით, მოახერხა მარიამ შვეულმფრენის მოპოვება სამუშაოების საწარმოებლად. პირველი ფრენისას მან თოკებით მიაბმევინა თავი, ხელთ ფოტოაპარატი დაიჭირა და თავდაყირა გადაკიდებულმა გადაიღო გიგანტური ფიგურების პანორამა. შემდეგში, ნაცნობმა ინჟინერმა საგანგებოდ მისთვის შექმნა საკიდი მოწყობილობა ფრენის დროს ფოტოგადაღებებისათვის. დროის უმეტეს ნაწილს პამპაში ატარებდა-ასე უწოდებდნენ უდაბნოს ადგილობრივი მცხოვრებნი. ის მარტო მუშაობდა, ამიტომ საქმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ. პირველი დაწვრილებითი სქემა ნასკას უდაბნოს ფიგურების გამოსახულებით, მარია რაიხმა მხოლოდ 1956 წელს დაასრულა.
“უძველესი ხალხი მზისა და მთვარის მდებარეობის მიხედვით ადგენდა კალენდარს, -ამბობდა მარია, -ასე განისაზღვრებოდა გაზაფხულის და შემოდგომის მოსვლა, წყლის რეჟიმის სეზონური ცვალებადობა, აქედან გამომდინარე – თესვისა და მოსავლის აღების ვადებიც. სწორედ ამიტომ არის გავლებული ამდენი სწორი ხაზი. რაც შეეხება ცხოველების ფიგურებს, მათ ზუსტ დანიშნულებაზე ლაპარაკი ძნელია, მხოლოდ ის ვიცი, რო ზოგი მათგანი თანავარსკვლავედს აღნიშნავს. ყველაზე მეტად ვოცნებობ, ჩავწვდე უძველესი ხალხის აზროვნებას, რომელმაც ასეთი უჩვეულო ნიშნებით დამწერლობა დაგვიტოვა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ამოცნობაც, თუ როგორ მოახერხეს ადამიანებმა, რომლებსაც არ შეეძლოთ უდაბნოს თავზე გადაფრენა, მოეხდინათ ციური სამყაროს სურათის გადიდებული და ზუსტი პროექცია.”

d6b4450fe6a9

მარია რაიხი გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ ფოტოზე გამოსახულ ობობას 40 მეტრიან ფიგურას აშკარად ეტყობოდა მანქანების საბურავების და უამრავი ტურისტის ფეხის კვალი. იგი ოცნებობდა, რომ აკრძალულიყო მანქანებით მოზრაობა ამ ტერიტორიაზე. დღეს მისი ოცნება ასრულებულია და ტერიტორია დაცულია.
პერუელი ქირურგი ხავიერ დირკეა გაიტაცა უცნაური შავი ფერის, ოვალური ფორმის ქვების შეგროვებამ, რომლებსაც დიდი რაოდენობით იღებდნენ მიწიდან ადგილობრივი მცხოვრებნი და შემდეგ ძალიან იაფად ყიდდნენ. თითოეულ ქვას ეტყობოდა ნაკაწრები, მაგრამ კაბრერა დიდი ხანია მიხვდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ნაკაწრები. ისინი ადამიანის ხელით იყო შესრულებული. მან გადაწყვიტა ამ ქვების ინტენსიური შეგროვება, რათა სუვენრების სახით, ქვეყნიდან არ გასულიყო მისი ისტორიის მომსწრე და ამსახველი, უჩვეულო ქვები. კოლექცია სწრაფად იზრდებოდა. დღეს მასში 20 ათასზე მეტი ექსპონატია, რაც სავსებით საკმარისია მათ შესაფასებლად და დასკვნების გამოსატანა.
შეუძლებელია ამ ქვების დამთვალიერებელი გულგრილი დარჩეს. ათეულობით, ასეულობით და ათასეულობით ამოკაწრული, ცხენებსა და სპილოებზე ამხედრებული მხედრები, დინოზავრებზე და მფრინავ ხვლიკებზე ნადირობის სცენები, ექიმები რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების დროს, სწავლულები, რომლებიც ტელესკოპით აკვირდებიან ვარსკვლავიან ცას, რუქები წყნარსა და ატლანტის ოკეანეებში მდებარე უცნობი კონტინეტებით…
ბევრი მეცნიერის აზრით, ქვებზე გამოსახული ფიგურები ადამიანების წინაპრებს – ნეანდერტალელებს წარმოადგენენ. მათ აქვთ არაპროპორციულად დიდი თავი, ხოლო ცერა თითი არ არის გამოყოფილი სხვა თითებისგან. შესაძლოა, ნეანდერტალელთა ერთ ნაწილს მიეღწია შრომის, კულტურის და მეცნიერების მაღალი დონისათვის. სწორედ ამ ცივილიზაციას შეიძლება დავუკავშიროთ ნასკას ზეგანის საიდუმლოებით მოცული ფიგურები, საქსაუმანის უზარმაზარი ბასტიონები და აღდგომის კუნძულის უზარმაზარი ქვები. შესაძლოა, ნეანდერტალელთა სავარაუდო ცივილიზაციის ძლიერება ის იყო, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ თავისი თანამედროვე ცხოველთა სამყარო-ცხენები, მასტოდონტები და იქნებ მფრინავი ხვლიკებიც. მფრინავი ხვლიკებით ფრენისთვის, ალბათ, საჭირო იყო ზემოდან ადვილად შესამჩნევი ორიენტირები. იქნებ, ამ მიზანს ემსახურებოდა ნასკას უდაბნოს გეომეტრია? უძლიერესი ადრეისტორიული ხანის ცხოველები კი, იქნებ, გამწევ ძალად გამოიყენბებოდა მთებში უზარმაზარი ნაგებობების აღსამართავად?

68a50e9d8dc5

თავის წიგნში “დედამიწის კოლონიზაცია” ერთი ასეთი “არამეცნიერული” ჰიპოტეზა გამოთქვა რიჩარდ მუნიმ. იგი წერს ინდიელთა ლეგენდების შესახებ, რომლებშიც ნახსენებია მფრინავი ადამიანები და ღმერთები. მუნი ფიქრობს, რომ ნასკას ბინადართ შეეძლოთ ფრენა, იცოდნენ საფრენოსნო ნავიგაციის საიდუმლოება და უდაბნოს დელტაპლანებით გადაუფრენდნენ ხოლმე, ნახაზები და ფიგურები კი მათ ორიენტირებისთვის ჭირდებოდათ. მუნის მხარი დაუჭირა უძველესი ამერიკელი ტომების კულტურების სპეციალისტმა დოქტორმა ანდერსენმა. მან ყურადღება მიაქცია კოლუმბიის ოქროს მუზეუმის ერთ-ერთ ექსპონანტს. ეს არის საგანი, რომელიც ძალიან წააგავას პლანერს და აქამდე სათამაშოდ იყო მიჩნეული. სამ საგანს აქვს ფრთები, კორპუსი და კუდი. ანდერსენის თხოვნის, აეროდინამიკის სპეციალისტებმა ჩაატარეს მისი გამოცდა. ოქროსგან გაკეთებული მინი-პლანერის საფრენოსნო მონაცემებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ამ ნიმუშის მიხედვით ნამდვილი მოდელი რომ აიგოს, იგი მნიშვნელოვანი სიჩქარის განვითარებას შეძლებდა და მისი მართვა საკმაოდ ადვილი იქნებოდა. საინტერესოა, რომ ეგვიპტეში, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ქაიროს მუზეუმში ინახება პატარა, უძველესი სტატუეტი ,რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ფრინველს გამოსახავს. ეგვიპტოლოგმა, გვარად მესიხმა, შექმნა “ჩიტის” გადიდებული მოდელი, რომელიც შესანიშნავად დაფრინავს.

მსგავსი ამბები

Back to top button