არქივი

საინტერესო ფაქტები ფეხბურთის ისტორიიდან

ec2cd2596bc6

ჯონ პენალტი
1891 წელს, ირლანდიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა, ჯონ პენალტმა ფეხბურთის ფედერაციას შესთავაზა ასეთი რამ – საკუთარ საჯარიმოში მოწინააღმდეგის მიმართ თამაშის წესის დარღვევისას და ხელით თამაშისას დანიშნულიყო 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა. პირველად ასეთი დარტყმა განხორციელდა ირლანდიის საფეხბურთო ლიგაში. დღეს ჩვენ ამ დარტყმას პენალტს ვუწოდებთ.

6c6f48b9fa94

ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრები
2005 წელს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში დაფიქსირდა ხმაურის რეკორდული მაჩვენებელი. “ლივერპულის” მოთამაშის, რიისეს გოლის გატანის შემდეგ “ჩელსის” კარში, მერსესაიდელი გულშემატკივრები ახმაურდნენ  130,7 დეციბელი მაჩვენებლით. ეს მაჩვენებელი შეტანილ იქნა “გინესის რეკორდების წიგნში”. წინა რეკორდი შეადგენდა 128,74 დეციბელს და ეს რეკორდი დამყარებული იყო 2000 წელს, ამერიკული კლუბის, დენვერ ბრონკოსის მატჩზე.

სასწაული გოლი
ბელორუსიის “ბატეს” გოლკიპერი, იური ჟევნოვი გახდა ყველაზე კურიოზული გოლის ავტორი 2004 წელს. უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში, დინამო თბილისის წინააღმდეგ,  მან გაიტანა გოლი საკუთარი საჯარიმოდან. მან ძლიერად დაარტყა ბურთს, რომელმაც დაახლოებით 80 მეტრი იფრინა, შემდეგ დაეცა მიწაზე და გაურკვეველი ტრაექტორიით წავიდა დინამო თბილისის კარის მიმართულებით… ირაკლი ზოიძემ არადამაჯერებლად ითამაშა და გოლიც გავიდა…

5a394e96e42f

ყველაზე სწრაფი ავტოგოლი
ყველაზე სწრაფი ავტოგოლის ავტორად ითვლება 60 იანი წლების, იტალური კლუბის, “ბრეშას” მცველი მაცია. მან “ბრეშა”-“მანტოვა” შეხვედრაში, 38-ე წამზე გაიტანა გოლი საკუთარ კარში.

740b2f06b86f

მეკარემ მსაჯი ოკულისტთან გააგზავნა
იტალიელმა მეკარემ, გროსომ ერთ-ერთი მატჩის დროს მსაჯს ურჩია, რომ სათვალეები ეტარებინა… მსაჯმა ეს შეურაცჰყოფად მიიღო და მოედნიდან გააძევა. თამაშის შემდეგ მომხდარი გამოიძიეს. დასკვნა ასეთი იყო: გროსო ოპტიკური მაღაზიის მფლობელი იყო, ხოლო მსაჯს მხედველობასთან დაკავშირებით მართლაც პრობლემები ჰქონდა. მეკარის ეს სიტყვები ჩათვალეს მსაჯისთვის განკუთვნილ კეთილ რჩევად და გროსოს აპატიეს, ხოლო მსაჯს კი სათვალეები უყიდეს.

440f3d039b7d

სტადიონზე სასწრაფოთი
იტალიელმა ტიფოზმა, ჯოვანი მანინმა ვერ მოახერხა “ნაპოლი” – “რომას” მატჩის ბილეთის ყიდვა.  თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. ჯოვანიმ მოიფიქრა ასეთი რამ… მან იცოდა, რომ უახლოესი სამედიცინო პუნქტი მდებარეობდა სტადიონის ტრიბუნების ქვეშ. მან გულის შეტევის იმიტაცია გაითამაშა. სასწრაფო დახმარების მალევე მოვიდა და ის სტადიონზე მდებარე სამედიცინო პუნქტში მიიყვანეს. როცა ექიმებმა მანქანის კარი გააღეს, რათა “ავადმყოფი” გადმოეყვანათ, ზუსტად მაშინ წამოხტა ჯოვანი და გულშემატკივრებს შეერია…

1ba8069802f2

წითელი ბარათი ყველას
ეს შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, მეორე ლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს “სან ისიდრო” და “ოლიმიკ კარანტე” უპირისპიდებოდნენ. მატჩის დასრულებამდე 3 წუთი იყო დარჩენილი, ფეხბურთელები მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ, ისინი გარს შემოერტყნენ მასჯს… მსაჯმა ამ კრიტიკულ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნა და 22-ივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

3cefc18aee67

უჩვეულო გოლი
1978 წელს, საბერძნეთის პირველობაზე, “ეთნიკოსმა” სტუმრად მიიღო “პაოკი” . ანგარიში სტუმრებმა გახსენეს… ისინი გოლის აღსანიშნავად სათადარიგო სკამისკენ გაემართნენ, მათ ვერ გაიგეს მსაჯის ნიშანი, რომ დამაში უნდა განახლებულიყო… არც ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, “ეთნიკოსის” ფეხბურთელებმა თამაში ცენტრიდან განაახლეს და ცარიელ კარში გოლიც გაიტანეს. გოლი ჩაითვალა!

96d058039f91

კორიდა საფეხბურთო მატჩზე
ესპანეთის ქალაქ ფუენტეს ადგილობრივი გუნდი მასპინძლობდა კლუბ “გონშას”. გავიდა რამდენიმე წუთი, სტუმრები იგებდნენ ანგარიშით 0:2. უეცრად მოედანზე, როგორც ეს კორიდაზე ხდება, გამოვარდა გამძვინვარებული ხარი, მას მოყვა მეორე, მესამე… მოთამაშეები და მსაჯები, რომელთაც მატადორის გამოცდილება არ ჰქონდათ, გზააბნეულებივით გაიფანტნენ. მსაჯი, რომელიც გასახდელში იმალებოდა, ფრთხილად გაიხედა ფანჯარაში, ხარები კვლავ მოედანზე იყვნენ… თამაში შეწყდა. მალევე გაირკვა, რომ ეს ხარები, რომლებიც კორიდისთვის იყვნენ გამზადებულნი, ადგილობრივი კლუბის გულშემატკივარმა გამოუშვა მოედანზე, რადგან მას არ სურდა თავისი კლუბი ასეთი ანგარიშით დამარცხებულიყო…

9d13627281f8

ყველაზე ახალგაზრდა გულშემატკივარი
“ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთის გულშემატკივარი ცხოვრობს ჩვენთან” – წერდა ერთ-ერთი ინგლისური გაზეთი 60-იანი წლების დასასრულს…  საქმე იმაშია, რომ ედი ჰარტფორდი დაიბადა… მოედანზე, პირდაპირ საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას, როცა ერთმანეთს “სტოკ სიტი” და ლონდონის “არსენალი” უპირისპირდებოდნენ… მატჩის შემდეგ, ახალდაბადებულს აჩუქეს ბურთი, სადაც ამ თამაშში მონაწილე ყველა ფეხბურთელისა და სამივე მსაჯის ავტოგრაფი იყო დაწერილი, ასევე 50 ფუნტი სტერლინგის ჩეკი… გარდა ამისა “სტოკ სიტის” პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ედი მომავალში დაესწრებოდა მათ ყველა თამაშს და ის თილისმა იქნებოდა.

მსგავსი ამბები

Back to top button