TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური
ყველაზე დიდი ოქროს ჯაჭვი
ეგვიპტელი ოქროსმჭედლები მსოფლიოში ყველაზე გრძელ ოქროს ჯაჭვს აკეთებენ, რომელიც თავისი გიგნატური ზომების წყალობით, გინესის რეკორდების წიგნში შევა. ჯაჭვი რომელსაც უცნაური სახელი _ „კლეოპატრას ასპიტი¨ ერქმევა, სავარაუდოდ 4500 იარდის (1 იარდი 91 სანტიმეტრი) სიგრძის იქნება და 550 ფუნტს (1 ფუნტი _ 450,6 გრამი) აიწონის. მას გასაყიდად გაიტანენ ეგვიპტის სავაჭრო დღესასწაულზე. ის ნაწილ–ნაწილ გაიყიდება. თითოეული მყიდველი კი მიიღებს სერთიფიკატს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ იგი მსოფლიოს უდიდესი ოქროს ჯაჭვის ნაწილის მფლობელია.