გართობაუცნაური

10 უცნაური უბედური შემთხვევა

18b9aadcf17f

მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება უამრავი უბედური შემთხვევა, რომლის შესახებაც ინტერნეტიდან ვიგებთ. თუმცა ისტორიაშიც მომხდარა ისეთი უცნაური შემთხვევები, რომელთაც ჩვენი გაოცება შეუძლია.

1. რკინიგზის კატასტროფა ფილადელფიაში

ea268ae0c546

1815 წლის 31 ივლისს, ინგლისის ფილადელფიაში, ექსპერიმენტის დროს აფეთქდა ლოკომოტივი. ეს იყო ისტორიაში პირველი ძრავის აფეთქება და პირველი უბედური შემთხვევა რკინიგზაზე. თუმცა ზოგიერთი წყარო ამ შემთხვევას არ აღიარებს, როგორც რკინიგზაზე მომხდარ კატასტროფას, რადგან ლოკომოტივი აფეთქების დროს უშუალოდ ლიანდაგებზე არ იმყოფებოდა.

2. გასაბერი ციხე-სიმაგრის ინციდენტი

d092ff16d1d4

2006 წლის ივლისში გასაბერი ციხე-სიმაგრე, რომელშიც ინციდენტის დროს 30 ადამიანი იმყოფებოდა, მოსწყდა სამაგრებს და ჰაერში აიწია. მან იფრინა დაახლოებით 15 მეტრი, გადაბრუნდა, იმოძრავა კიდვ 45 მეტრ მანძილზე და გაჩერდა. ინციდენტის დროს 13 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო 2 დაიღუპა.

3.ლედი ქოვენთრის სიკვდილი

7ab240fd7fb3

მარია განინგი, იგივე ლედი ქოვენთრი, თავისი დროის მზეთუნახავად ითვლებოდა. ყოველ დღე ის იყენებდა დიდი რაოდენობით ფერუმარილს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მაკიაჟი იმ დროს მოდაში იყო, მისი ქმარი ვერ იტანდა ცოლის ზედმეტად თეთრ სახეს და ვარდისფერ ლოყებს და ცდილობდა აეკრძალა მისთვის ფერუმარილის ამ რაოდენობით გამოყენება. ლედი გარდაიცვალა 27 წლის ასაკში, მაკიაჟის დიდი რაოდენობით გამოყენების გამო, რადგან აღმოჩნდა, რომ იგი შეიცავდა ტყვიას.

4.ნაპოლეონის ხველება

4a8bdc2e12df

დადის ჭორები, რომ ნაპოლეონმა მძიმე ხველების დროს შემთხვევით 1200 ტყვეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ოფიცრები ელოდებოდნენ მის ბრძანებას, როდესაც იმპერატორს ხველება აუტყდა და როდესაც მან წამოიყვირა Ma sacre toux (წყეული ხველება), ოფიცრებმა გაიგეს Massacre-tous (მოკალით ყველა). თუმცა არ ვიცით ეს შემთხვევა რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

5. კატასტროფა პენერის ტბაზე

091caf3f7fd2

ეს კატასტროფა გამოიწვია ტბის ქვეშ მარილის მომპოვებელ მაღაროში ბურღვამ. ბურღმა შემთხვევით დააზიანა მაღაროს მესამე დონის კედელი და მთელი წყალი მაღაროში ჩაიღვარა. წყალმა გადარეცხა საბურღი პლატფორმა და მიწის 260 000 კვ.კმ ტერიტორია, გაანადგურა მაღარო, ხეები და შეიწირა 11 ადამიანის სიცოცხლე.

6. რადიოაქტიური ნივთიერებით დაინფიცირება

bf98da1531be

ეს მოხდა 1987 წლის 13 სექტემბერს ბრაზილიაში. ინფექციის გავრცელების ეს შემთხვევა ისტორიაში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში. მიტოვებული საავადმყოფოდან მოიპარეს რადიოთერაპევტული მოწყობილობის დეტალი, რომელიც ცეზიუმ ქლორიდს შეიცავდა და შემდეგ გადააგდეს. ორი კვირის განმავლობაში ამ ნივთიერებასთან კონტაქტი დაამყარა ბევრა ადამიანმა, შედეგად კი დაიღუპა 4, ხოლო დაინფიცირდა 249 ადამიანი.

7. ლუდის წყალდიდობა

5c97f9507433

1814 წლის 16 ოქტომბერს ლონდონში გასკდა ლუდის ცისტერნა, რომელიც შეიცავდა 610 000 ლიტრ ლუდს. შედეგად ლუდი დაიქცა ქუჩაში, გაანადგურა 2 სახლი, გაანგრია იქვე არსებული პაბის კედელი და მოკლა ბარმენი. ტალღაში მოყოლილი 8 ადამიანი დაიხრჩო სხეულის სხვადასხვა დაზიანების გამო. შემთხვევა განიხილეს სასამართლოში, მაგრამ მისცეს დაუძლეველი ძალის კვალიფიკაცია. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

8. ცეცხლმოკიდებული კარნავალი

18b9aadcf17f

1393 წლის 8 იანვარს საფრანგეთი მეფე ჩარლზ მეექვსემ გამართა წვეულება დედოფალი იზაბელას პირისფარეშის გათხოვების აღსანიშნავად. რატომღაც მეფემ გადაწყვიტა, რომ ეს ყოფილიყო კოსტიუმირებული კარნავალი, სადაც ყველა სტუმარი ველურების ფორმაში იქნებოდა გამოწყობილი. მათ ჩააცვა ძონძები და გაუკეთა ბუმბულები. მამაკაცები დარბაზში ჯაჭვებით გადაბმულები შევიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩირაღდანთან ზედმეტად ახლოს მივიდა, შესაბამისად, მას აეკიდა ცეცხლი და გადაედო სხვებს. თავად მეფე გადაარჩინა ჟანა დე ბოლონმა, რომელმაც მის უდიდებულესობას საკუთარი ქვედაბოლო გადააფარა. ერთმა წყალი გადაისხა თვითონ. სხვებს, სამწუხაროდ, ასე არ გაუმართლათ. 2 მომენტალურად დაიწვა, კიდევ ორი კი მოგვიანებით გარდაიცვალა მიღებული დამწვრობების შედეგად

9. ბოსტონის დატბორვა

d196611173f6

1919 წლის 15 იანვარს ბოსტონის რაიონში ჭენჭოს (გამოიყენება შაქრის წარმოებაში) რეზერვუარი გასკდა. სითხე 60 კმ/სთ სიჩქარით ჩაიღვარა ქუჩებში. ტალღის ძალამ გაანადგურა სახლები. 21 ადამიანი დაიღუპა, 150 კი – დაშავდა. დღემდე ამბობენ, რომ დიდი სიცხის დროს, ბოსტონის ქუჩებში კიდევ იგრძნობა სიტკბოების სუნი.

10.ტალახის ვულკანი სიდოარჯოში

81c103cd3ead

2006 წლის მაისში მუშებმა გრუნტის ბურღვის დროს, რომლის სამუშაოებსაც აირის ძებნის მიზნით ატარებდა კომპანია PT Lapindo Brantas, შემთხვევით გამოიწვიეს ვულკანის აფეთქება. სექტმბრისთვის ცხელმა ტალახმა დაფარა ბრინჯის ნათესები და სოფლები და 11 000 ადამიანი იძულებით გადასახლდა სხვა ტერიტორიებზე. დაიხურა 25 ფაბრიკა და განადგურდა კრევეტების ფერმები. 2008 წლის მაისისთვის ტალახი გავრცელდა 6.5კვ კმ ფართობზე და 36 000 ადამიანს 12 სოფლიდან საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. 2008 წლის აპრილისთვის ვულკანმა ლუსიმ დაიწყო მიწისქვეშ ჩასვლა და კალდერების ფორმირება, რომლის სიღრმემაც შეიძლება 146 მეტრსაც კი მიაღწიოს. ვარაუდობენ, რომ ტალახის ნაკადი კიდევ 30 წელი არ შეწყდება.

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button