საკითხავისასარგებლო

დიოგენეს ფარანი

Image Hosted by ImageShack.us

 ცნობილი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე უარყოფდა კერძო საკუთრებას, იმდროინდელი ქორწინების ფორმებსა და კულტს. იმ თვალსაზრისის საფუძველზე, რომ სიმდიდრე, ფუფუნება რყვნის ადამიანს და უკარგავს მას ადამიანურ ღირსებებს. დიოგენე ზედმეტად მიიჩნევდა არა მარტო ფუფუნების საგნებს, არამედ პირველადი მოთხოვნების საგნებსაც კი. გადმოცემის თანახმად დიოგენემ ხელი აიღო მთელ თავის ქონებაზე და დაიტოვა მხოლოდ ერთადერთი ვერცხლის თასი, რომელიც თან დაჰქონდა წყაროდან სასმელი წყლის ამოსაღებად. ღამესაც კი კასრში ათევდა ფილოსოფოსი. მან ერთხელ თვალი შეასწრო მწყემსს, რომელმაც წყაროდან პეშვით ამოიღო წყალი და ისე დალია. დიოგენემ ვერცხლის თასიც გვერდზე გადაისროლა, ესეც ზედმეტი ყოფოლაო.

განდეგილობის მქადაგებელი ფილოსოფოსი დიდ მოთხოვნილებას უყენებდა ადამიანს, როგორც გადმოგვცემენ დღისით იგი ანთებული ფარნით დადიოდა ათენის ქუჩებში და გამვლელთა შეკითხვაზე ეს რას ნიშნავსო, უპასუხებდა _ ადამიანს დავეძებო.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close