საკითხავიუცნაური

რეინკარნაცია – სინამდვილე თუ მითი ?

3867b04d26bc
რეინკარნაცია

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს ახსოვს თავისი თავი წინა ცხოვრებაში, ზოგიერთს კი კლინიკური სიკვდილიც “გამოუვლია”, მაინც არ არის ერთიანი აზრი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. მეცნიერება კი დღემდე აგრძელებს მუშაობას ამ თემაზე. ეცნობა უამრავ საინტერესო “შემთხვევას” და ცდილობს მეცნიერულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უფრო და უფრო ახლოს მივიდეს ჭეშმარიტებასთან…
ახალ სხეულში სულის “გადასახლების” პროცესში ჩვენი წინაპრები ღრმად იყვნენ დარწმუნებული. მრავალი ქვეყნის რელიგიური მრწამსი მოგვითხრობს ერთსა და იმავეზე – სიცოცხლე ეს არის ცხოვრების მთლიანი ჯაჭვის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი, ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ამ თემასთან დაკავშირებით უძველესი დროის სამეცნიერო კვლევებმა მხოლოდ უკანასკნელ წლებში მოიპოვეს თანამედროვე მეცნიერ-ფსიქოლოგების მხარდაჭერა. თუმცა, აქაც აზრთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი…
სოფელ კფარ რამიში მცხოვრებმა 7 წლის არაბმა გოგონამ, დიანა ფარუკმა ერთ ღამეს ძილში ივრიტულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი. საკვირველი ისაა, რომ გოგონა დაბადებიდან ამ ფაქტამდე არ გასცილებია სოფელს, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სოფელში კი არცერთი ებრაული ოჯახი არ იყო. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს ენა?… გაირკვა, რომ დიანა სიზმარში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა, რომ მას იაელ ბენ-იაირი ერქვა, რომ ოდესღაც იგი მშობლებთან ერთად თელავივში ცხოვრობდა და რომ რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა…
დიანას ახლანდელი მშობლების თხოვნით პოლიციამ დოკუმენტები მოიძია. გაირკვა, რომ გოგონა ასეთი სახელით სამი წლის წინ დედ-მამასთან ერთად მართლაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში…
დიანამ მშობლებს თხოვა ებრაული წეს-ჩვეულებების მიხედვით – შაბათობით სანთლების დანთება. იგი ყვებოდა თელავივზე, თავის სახლზე და მამაზე – ელ-ალზე. როცა 10 წელი შეუსრულდა, დიანამ გადაწყვიტა თავისი წარსული ცხოვრების კვალს გაჰყოლოდა და სახლიდან გაიქცა. თელავივამდე მიაღწია. დახმარების გარეშე მონახა თავისი ქუჩა, სახლი, თუმცა, იქ უკვე ცხვრობდნენ სხვები, რომლებმაც ძველ მოსახლეზე არაფერი იცოდნენ…
მსგავსი შემთხვევები მთელი მსოფლიოს მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, პროფესორმა ჯონ სტივენსონმა შეაგროვა 1500-მდე დამამტკიცებელი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ადამიანებს ახსოვთ თავისი წარსული ცხოვრება. ისრაელში მსგავსი კვლევით დაკავებულია პროფესორი ოსამა ჰუსეინი. მისი თქმით, ჰიპნოზურ მდგომარეობაში ყოფნის დროს მრავალი ბავშვი იწყებს ლაპარაკს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.

სულის “გადასახლებასთან”დაკავშირებით, განსაკუთრებით ბევრი დამადასტურებელი საბუთია დრუზებზე. საიდუმლოებით მოცულია მათი რელიგია ,რომლის სიღრმეებშიც ჩაწვდომა უცხოსთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. მეცნიერებისათვის კი მეტ-ნაკლებად ცნობილია დრუზების რელიგიის ის ნაწილი, რომელიც სულის “გადასახლებაზე” იძლევა ინფორმაციას. ამ საკითხთან დაკავშირებით სექტის წარმომადგენლები ფლობენ განსაკუთრებულ ინფორმაციას და სჯერათ, რომ თუ რომელიმე მათგანი საიდუმლოს უცხოს გაანდობს, აუცილებლად დაიღუპება და ჯოჯოხეთში მოხვდება.
რეანიმატოლოგია – მეცნიერება ორგანიზმის გაცოცხლების შესახებ. სწავლობს შეგრძნებებს, რაც ადამიანებმა განიცადეს კლინიკური სიკვდილის გადატანისას. ექიმ-რეანიმოატოლოგები ასეთი “სიკვდილის” არსებობას ტერმინალური მდგომარეობით ხსნიან, რაც წინააგონიას და აგონიის სტადიებს მოიცავს.
დღესდღეობით არსებობს მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ტვინის კვდომას და გაცოცხლებას ეხება. ეს პროცესები ხშირად თან ახლავს ზოგიერთ მოვლენას, რომლის არსი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი (ხილვა,ჰალუცინაცია). ფსიქოლოგი, პროფესორი კიუბელ-როსი გადმოგვცემს პაციენტების მონათხრობს, თუ როგორ მიდიოდნენ ისინი გვირაბში კაშკაშა სინათლის შესახვედრად და ესმოდათ სხვადასხვაგვარი ხმა. ერთ-ერთმა ავადმყოფმა ქალბატონმა “სიკვდილის” მომენტში ნახა ექიმ რეანიმატოლოგთა ჯგუფი. იგი ყველაფერს “ზევიდან” ადევნებდა თვალყურს. უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვერც ერთი სიტყვის წარმოთქმა ვერ შეძლო. მეორე ქალბატონმა ექიმს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებდა სხეულს თავისი სიკვდილის დროს, ამასთანავე ადევნებდა თვალყურს რეანიმოტოლოგთა ჯგუფს, რომლებიც მისთვის სიცოცხლის დაბრუნებას ცდილობდნენ.
ამ მოვლენათა აღწერითაა დაკავებული ფილოსოფიის დოქტორი რ.მოუდი, რომელიც შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს. მან თავის წიგნში აღწერა 250 მომაკვდავი ადამიანის ხილვა. “სიკვდილის” დროს თითქმის ყველა მათგანს ესმის არასასიამოვნო ხმა, ხმამაღალი ზარი. შემდეგ ისინი სვლას განაგრძნობენ ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე ელოდებათ. ხვდებიან უკვე გარდაცვლილ ნათესავებს და მეგობრებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობენ, რომ არ იმყოფებიან საკუთარ სხეულში. ეუფლებათ ნეტარების გრძნობა და სიხარული სხეულიდან გამოსვლის გამო. მოუდი კატეგორიულად არ ამტკიცებს თავის კონცეფციას იმქვეყნიური სამყაროს არსებობის შესახებ, მაგრამ თვლის, რომ კვლევა, რომელიც დაფუძნებული იქნება მეცნიერულ ექსპერიმენტებზე, ამ დარგში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
… უკვე მრავალი წელია არსებობს ორგანიზაცია”Near Death Experence”, რომელიც აგროვებს ცნობებს იმ ადამიანთა შთაბეჭდილებებზე, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. 3000-მდე დამამტკიცებელი საბუთი არსებობს ამ ორგანიზაციის არქივში – ფოტოები, ვიდეოჩანაწერები, პუბლიკაციები და ა.შ.

ამერიკელმა ფსიქიატრმა, პროფესორმა კობლერ როსმა, რომელიც ამ სფეროს 25 წელი ემსახურება, თავის თავზე “გამოსცადა” კლინიკური სიკვდილი, რის შედეგაც, ამ იდუმალებით მოცულ მდგომარეობაში “შესული” ადამიანებისგან დაიწყო ინფორმაციის მიღება. “ადამიანები სხვადასხვანაირად ყვებიან განცდილის შესახებ. თუმცა, მათი შეგრძნებები ერთმანეთს ემთხვევა. მე კი ასე დავინახე ყველაფერი: ვხედავდი ჩემს თავს ზემოდან. მესმოდა ადამიანების ხმა, რომლებიც ჩემზე ამბობდნენ, რომ მე მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით, ძალზე მშვიდი და მხიარული ვიყავი,ვიცოდი,რომ ის რაც ჩემში ხდებოდა, იყო რაღაცის დასაწყისი, რომლის არსი ჯერჯერობით არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არ იყო “არყოფნა”. ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის.მინდოდა მეყვირა ხმამაღლა: “ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი სულაც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ”. ვგრძნობდი, რომ ეს რაღაცის დასაწყისი და არა დასასრული იყო. შემდეგ შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათე დავინახე და იქ მელოდებოდა…”
… აქ უკვე მთხრობელთა აზრი იყოფა – ქრისტიანები ამბობენ, რომ ეს იესო იყო, იუდეველები ამტკიცებენ რომ მესიას შეხვნენ, ათეისტებისთვის კი მას “სიკეთე”, “სიხარული”, ან”ზეარსება”ერქვა.
უკან, სიცოცხლისკენ ის აბრუნებდა, ვინც მათ გვირაბის ბოლოში, კაშკაშა სინათლეში შეხვდა. მთხრობელთაგან ამ სინათლის იქით “შესვლა”კი ვერც ერთმა შეძლო. ზოგიერთი მათგანი იმასაც იხსენებს, რომ “მას” გაესაუბრა და თხოვა, უკანვე-შვილებთან, ნათესავებთან გაგზავნა. თუმცა კლინიკური სიკვდილის ყველა “მსხვერპლი”დიდ მწუხარებას გამოთქვამდა უკან. სიცოცხლეში დაბრუნების გამო.
დღეს, ასეთი ადადმიანები შეიძლება ჩვენს გარშემოც მოიძებნონ. ისინი შეიძლება სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. საერთო კი ერთი აქვთ – სიკვდილის აღარ ეშინიათ.

წყარო:beef.ge ავტორი: ბექა ლაგვილავა

მსგავსი ამბები

Back to top button