ახალი ამბებისაკითხავი

კატლეტი შვედურად

 

 

დიასახლისებო წაიკითხეთ აუცილებლად

მასალა: ორი ცალი თეთრი პატარა ფუნთუშა, 100 მილილიტრი რძე, 2 პატარა თავი ხახვი, 2 კვერცხი, 500 . პრასი, 1 კბილი ნიორი, 500 გრამი ძროხის ხორცის ფარში. 100 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 30 მილილიტრი ზეთი, 20 გრამი კარაქი, 150 მილილიტრი კუბიკის ბულიონი, 30 . არაჟანი, 200 გრამი რბილი ყველი.

ფუნთუშები ჩაალბეთ ოდნავ შემთბარ რძეში. პრასი, ხახვი და ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად, ყველი დაჭერით მომცრო ზომის კუბიკებად.

ფუნთუშები გაწურეთ, შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ ხახვი, ნიორი, პრასი, კვერცხი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. გააკეთეთ საშუალო ზომის, ოვალური ფორმის კატლეტები, შუაში ჩააღრმავეთ, მოათავსეთ მასში ყველის ნაჭერი, ცოტა დაჭრილი ოხრახუში და დაფარეთ ფარშით. შეწვით ცხელ ზეთიან ტაფაზე.

დაჭრილი პრასი ცალკე მოშუშეთ კარაქში, დაასხით ბულიონი და ადუღეთ 10 წუთს. ცოტა რომ შეგრილდება, შეურიეთ არაჟანი, კატლეტები ამოიღეთ მოზრდილ ლანგარზე, მოასხით სოუსი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close