კულტურაუცნაური

ღმერთი არის ნეირონებში/God is in the neurons

5730ea623605
ტექსტის შესახებ:
შემდგომი ტექსტში წარმოდგენილია ახალი რეზულტატები ნერვოლოგიაში, ასევე გვხვდება ბევრი გადაჭრილი და გადაუჭრელი პრობლემები ფიზიკაში. ეხება ფილოსოფიურ თემებსაც და არის ცოტა რამ სამყაროზე. იმის გათვალისწინებით, რომ ტექსტში ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციაა, მისი გაგება ერთი წაკითხვით შეიძლება ვერ შეძლოთ, იმისდა მიუხედავად თუ რამდენად ვეცადეთ ამ ტექსტის გასაგებ ენაზე დაყვანას. ყველაფერი ამ ტექსტში დამტკიცებულია მეცნიერულად.

პროლოგი:


ადამიანის თავის ტვინი არის დაახლოებით ასი მილიონი ნეირონის კავშირი, ზემოქმედების მიხედვით აქტიურდება გარკვეული ნეირონების ურთიერთობა, რაც იწვევს სხვადასვა ემოციას. ისინი ვინც დაკავებულები არიან მუსიკით, უფრო ძლიერი ნერვული კავშირი აქვთ თავის ტვინის ნახევარ სფეროებს შორის. სწავლით შეიძლება განვავითაროთ ნებისმიერი ნიჭი, მაგალითად, რუდიგერ გამი (Rüdiger Gamm) საკუთარ თავს თვლიდა ყოვლად გამოუსადეგარ ადამიანად, მას არ შეეძლო ელემენტალური დავალება გადაეჭრა მათემატიკაში, მაგრამ მან განავითარა მისი შესაძლებლობები და გახდა “ადამიანი კალკულატორი”, მას აქვს შესაძლებლობ გადაჭრას ყველაზე რთული მათემატიკური დავალებები. რაციონალური და ემოციონალური სიმყარე, მუშაობს იგივე პრინციპით, შეგვიძლია ნერვული კავშირები გავაძლიეროთ, როდესაც თქვენ რამით ხართ დაკავებულები, თქვენ ახდენთ თავის ტვინის ფიზიკურ მოდიფიკაციას, რათა უფრო კარგი გახდეთ იმ კონკრეტულ საქმეში. ეს არის თავის ტვინის მთვარი მექანიზმი, მისი დამხარებით ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ საკუთარი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი.

ნაწილი 1: სოციალური ნერვოლოგია

სპეციფიკური ნეირონები და ნეირომედიატორები, ისეთი როგორიც ნორეპინეფრინი, იწვევს დამცველობით ფუნქციას, იმ დროს როცა ჩვენ ვგრძნობთ რომ ჩვენს აზრებს სჭირდება დაცვა, რათა არ მოხდეს მასზე ზემოქმედება სხვის მიერ. როდესაც ჩვენი აზრი განსხვავდება სხვისი აზრისგან, თავის ტვინი მიმართავს იგივე ხერხს, რომელიც ჩვენ გვეხმარება თვითგადარჩენისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში. ამ თავდაცვითი პერიოდის დროს, საქმეში ერთვება ჩვენი ტვინის უფრო პრიმიტიული ნაწილი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს რაციონალურ აზროვნებას, ხოლო ლიმფურ სისტემას შეუძლია გათიშოს ჩვენი მახსოვრობა. ეს ვლინდება შიშის დროს, პოკერის თამაშის და კიდევ დისკუსიის დროს, თუკი თანამოსაუბრე იჩენს სიჯიუტეს, აქ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოსადეგია მისი იდეა, ტვინი არ გვაძლევს საშუალებას გადავამუშავოთ ინფორმაცია და დავფიქრდეთ მის სისწორეზე. ნეირონულ დონეზე, ტვინი აღიქვამს მას საშიშროებად, იქნება ის უბრალოდ აზრი თუ ფაქტი. სხვა დროს ეს აზრი ან ფაქტი შეიძლება ჩვენთვის მისაღები ყოფილიყო. საზოგადოებაში, სადაც ჩვენს აზრს ითვალისწინებენ, “დაცვის მექანიზმი” იკლებს და დოფამინი ააქტიურებს ნეირონებს, ამიტომ ჩვენ ვგრძნობთ ძალას და თვითდაჯერებულებას, ჩვენი თვითდაჯერებულება აშკარად მოქმედებს შინაგან ქიუმიურ მდგომარეობაზე, ამაზეა დაფუძნებული პლაცებოს ეფექტი. თვითშეფასება და თვითდაჯერებულება დაკავშირებულია ნეირომედიატორთან, სახელად სეროტონინი, მისი ნაკლებობა იწვევს დეპრესიას, თვითკმაყოფილების ნაკლებობას და თვითმკვლელობასაც. როდესაც ჩვენს ირგვლივმყოფები ჩვენ გვაფასებენ, ამით ხდება დოფამინის და სეროტონინის მომატება თავის ტვინში, ამიტომ ჩვენ ვთავისუფლდებით ემოციური ფიქსატორებისგან და ვხდებით ურო გახსნილები.

გაგრძელება იქნება…

Back to top button