საკითხავიუცნაური

სუნამო დაღუპული გემიდან

Image Hosted by ImageShack.us
2004 წლის სექტემბერში ედინბურგის სამეცნიერო ფესტივალზე წარმოადგინეს უნიკალური სუნამო. მისი არომატი შეიქმნა იმ სუნამოთა არომატისაგან, რომლებიც 90 წლის წინ ჩაძირულ ხომალდ „ტიტანიკზე¨ იპოვეს.
სუნამოთა ფლაკონები ეკუთვნოდა გერმანელ მწარმოებელს, ვინმე ადოლფ ზაალფელდეს, რომელმაც მანჩესტერში პირველი ქიმიური კომპანია დააარსა. „ტიტანიკით¨ მას ამერიკაში თავისი პროდუქციის ნიმუშები მიჰქონდა. ამერიკის პარფიუმერული ბაზრის დასაპყრობად ზაალფელდი ცოცხალი გადაურჩა კატასტროფას, მაგრამ სუნამოები დაკარგა. მხოლოდ 2000 წელს გახდა შესაძლებელი ჩაძირული ფლაკონების მოძიება, _ აღმოჩნდა რომ ოკეანემ ბრწყინვალე პირობები შეუქმნა სუნამოებს შენახვისათვის და მათი არომატი ფაქტობრივად არ შეცვლილა. როცა შემთხვევით გატყდა ერთი ფლაკონი ოკეანის ფსკერიდან ამოღებული 65 ფლაკონიდან, შენობა სადაც სუნამოები იყო მოთავსებული _ იშვიათი არომატით გაიჟღინდა. სწორედ მაშინ გაჩნდა უნიკალური სუნამოს შექმნის იდეაც.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close