არქივი

მაგია

26c43af3a35e

ასეთი პოსტი უკვე დევს მაგრამ უფრო ვრცლად დავწერ :)

მაგია არის ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე ადამიანებზე და საგნებზე.მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია.დღეს მაგიის გავლენა იმდენად დიდია რომ თეოლოგები შიშობენ არ იქცეს დაკანონებულ მოვლენად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფილოსოფოსების აზრით მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგიას და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს, ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. არის ესეთი ვერსია რომ მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება ვიდრე რელიგიას. მაგია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს აგრესიული და დაცვითი. მაგიის წარმოშობიდან დღემდე საუკუნეები გავიდა და ამ პრობლემაზე მრავალი წიგნი გამოვიდა.

აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.

ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია)- ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება.

პარციული
(კონტაგიოზური) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.

იმიტარული(ჰომეოპათიური, სიმილური) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი

1c793d4dc73d

სამკურნალო მაგია — ესაა მაგიის უძველესი სახე იგი სამკურნალოა. მკურნალობა ხდება სხვა და სხვა ბალახით, მასაჟებით, კომპრესებით და სისხლის გამოშვებით.

სამხედრო მაგია — ულოცავენ იარაღს და საბრძოლო ნივთებს.

სარეწაო (სამონადირეო) — ტარდება რიტუალები რის შემდეგაც მონადირე მეტ ცხოველს ხოცავს და მეთევზე მეტ თევზს იჭერს.

სიყვარულის მაგია — მისი მიზანია მოხიბვლა ან არასასურველი ადამიანის თავიდან მოშორება.

სამეურნეო მაგია — ტარდება რიტუალები რის შემდეგაც მოდის მეტი მოსავალი.

შავი მაგია — ამ მაგიის დანიშნულებაა ზიანი მიაყენოს ერთ ან რამდენიმე ადამიანს. შავი მაგია იმდენად გავრცელებულია რომ ყველა უბედურ შემთხვევას მას აბრალებენ. მაგიური ზემოქმედებისთვის ხშირად იყენებენ გველის გამხმარ ტყავს.

ავი თვალი — არსებობს ასეთი ტიპის მაგიაც, რაც ძალიან საშიშია ქორწინებისას და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

b220beb2f599

პოლტერგეისტი (გერმანულად Poltern ნიშნავს გრგვინვას, ხმაურს, ხოლო Geist კი — მოჩვენებას, სულს ან განსახიერებას, ხორცის შესხმას) არის დემონური მოჩვენება, სული ან აჩრდილი, რომელიც ამჟღავნებს და თვალნათლივ აჩვენებს თავის თავს მოძრაობით, ადამიანებსა თუ სხვადასხვა საგნებსა და ობიექტებზე ზემოქმედებით.

2bbac1da75db

სულების გამოძახება — მკითხაობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, მაგრამ გავრცელებული მეთოდი. სპირიტული სეანსის მონაწილეები იკრიბებიან, რათა გამოიძახონ გარდაცვლილი ადამიანის სული. ხშირად, მაგრამ არ არის აუცილებელი, სეანსზე იმყოფება მედიუმი. სულების გამოძახება სხვადასხვა ქვეყნებში ხდება სხვადასხვანაირად.

მაგიდასთან ჯდება ერთი ან მეტი კაცი (აუცილებლად უნდა იყოს მედიუმი), რომლებიც სპეციალური დაფით იწყებენ სულების გამოძახებას. დაფა ხშირ შემთხვევაში შელოცვილი ქაღალდია, რომელზეც რამდენიმე რიგში დაწერილია ასოები, ციფრები და ორი აუცილებელი პასუხი ”კი” და ”არა”. სულების გამოძახების დროს ასევე უნდა იდოს გარკვეული საგანი, რომელიც მიუთითებს მედიუმს შემდეგ ასოზე ან ციფრზე. ხშირად ასეთი საგანი არის უბრალო დანა ან გადაბრუნებული თეფში, რომელზეც ჭვარტლით გამოსახავენ ისრის ფორმის ზოლს. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს სანთლები ან ასანთი, პური, წყალი, მარილი და სარკე. ასევე სეანსის ყველა მონაწილემ უნდა მოიხსნას მეტალისგან დამზადებული ყველა აქსესუარი. ოთახში დაუშვებელია კატის ყოფნა.

e1573e855b17

თილისმა (ასევე ამულეტი, ლათ. amuletum) — მაგიური ნივთი, რომლის ფუნქცია მისი მფლობელის დაცვა ან მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტურობის გაზრდაა. ზოგიერთის რწმენით თილისმებს ასევე შეუძლია წარმატების მოტანა, განსაცდელისგან დაცვა, გუნების გაუმჯობესება და სხვა. თილისმა შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი — საიუველირო ნაწარმიდან დაწყებული, ქვის ნატეხითა და ხის ქერქის ნაჭრით დამთავრებული. მაგ. ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ყელზე ჯვარს ატარებს, როგორც ერთგვარ თილისმას, იმ ვარაუდით, რომ ის მათ უსიამოვნებებისგან დაიცავს (და არა მხოლოდ მათ კონფესიური მიმართულების სიმბოლოს).

თილისმა შეიძლება გახდეს რაიმე პერსონაჟი ან ცხოველი. მაგ. სპორტული გუნდები და მუსიკალური ჯგუფები ხშირად იყენებენ რომელიმე პერსონაჟს საკუთარი სიმბოლო-თილისმის სახით.

f3e3de4b08e1

შამანიზმი – მაგიური სწავლება სულებთან გაცნობიერებულ ურთიერთქმედებაზე. მასზე დაფუძნებულია ჩრდილოეთ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და ამერიკის ინდიელების ტრადიციული რელიგიები.

0794f0d73d14

ბაბა იაგა – სლავური ფოლკლორის პერსონაჟი, ბებერი, ქალი მაგიური ძალით.სიტყვა ბაბა უმრავლეს სლავურ ენაზე ნიშნავს ბებერ ქალს ან უბრალოდ გათხოვილ ქალს. სიტყვა იაგას ერთმნიშვნელოვანი ეტიმოლოგია არ არის ცნობილი.

სლავურ ზღაპრებში ბაბა იაგა არის ბებერი, მახინჯი ქალი. გადაადგილდება მფრინავი ცოცხის საშუალებით. ცხოვრობს ქათმისფეხებიან ქოხში. ქოხში მასთან ერთად ხანდახან სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ მაგალითად სულები ან მრჩეველი კატა.

ბაბა იაგა ხშირად უარყოფითი პერსონაჟია. თუმცა ხანდახან მთავარი გმირებისთვის მიმთითებლის როლიც აკისრია.

a082f8170401

მისტიციზმი (ბერძნ. μυστικός მისტიკოს — დაფარული) — ფილოსოფიური და თეოლოგიური სწავლება, რომელიც მიმართულია არაამქვეყნიურ ძალებთან კავშირის დამყარებისკენ; სწრაფვა აბსოლუტურ რეალობასთან, ღვთაებრივთან, სულიერ ჭეშმარიტებასთან ან ღმერთთან ერთიანობის მიღწევისადმი უშუალო გამოცდილების, ინტუიციის ან შთაგონების გზით; რწმენა, რომ ამგვარი გამოცდილება ცოდნის და შემეცნების მნიშვნელოვანი წყაროა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button