არქივი

Xbox 360

95c876185a13

Xbox 360 არის მაიკროსოფტის მეორე ვიდეო თამაშების კონსოლი. 2005 წლის E3-ზე, 19 მაისს, კომპანია მაიკროსოფტმა

ოფიციალურად განაცხადა ახალი პროდუქტის XBox-360-ის შესახებ. XBox-360-ის შექმნას 3 წელი დაჭირდა.

თავიდანვე Micsosoft-მა დიდი სარეკლამო კამპანიით დაიწყო ახალი კონსოლის გაპიარება. დააანონსა 160-ზე მეთი თამაში და აქედან 40 უკვე კონსოლის გამოსვლისთვის უკვე მზად იყო. თამაშების სიაში ბევრი ნაცნობი სახელი გვხდებოდა: “Need for Speed: Most Wanted” , “Need for Speed: Carbon” , “FIFA 06”, “NBA Live 2006”, “The Elder Scrolls IV: Oblivion” , “Gears of War”, “Quake 4”, “Call of Duty 3” და ა.შ.

იმის გამო 360-ს რომ გრაფიკული ჩიპი ATI-ს ფირმის ქონდა და წინა თაობას კი XBOX-ს nVidia-ს, ზოგი თამაში არათავსებადი აღმოჩნდა და არ ეშვებოდა ახალ კონსოლზე. თუმცა დროთა განამვლობაში გამოდის აფდეითები და წინა თაობასთან თავსებადობის სია მუდმივად იზრდება.

შიგთავსი:

პროცესორი (CPU) – 3 ბირთვიანი ინტელის წარმოების Xenon. არქიტექტურა PowerPC. თითოეული ბირთვის სიხშირეა 3.2GHz, 1 MB L2 კეშით. თითოეულ ბირთვს შეუძლია ერთდოულად მონაცემების 2 ნაკადის მართვა. ანუ პარალელურად შეუძლია მონაცემების 6 ნაკადის მართვა. პროცესორის სიმძლავრის ლომის წილი ეხმარება გრტაფიკულ ჩიპს რთული გეომეტრიული გამოთვლების დროს. პროგრამირებითვის გამოიყენება DirectX-ის მოდიფიცირებული ვერსია.

ვიდეო პროცესორი (GPU) – Xenos. მწარმოებელი ATI (ამჟამად AMD-ATI). მუშაობს 500 MHz-ზე. გამტარობა 128 ბიტი. მეხსიერება 512 MB GDDR3. მეხსიერება მუშაობს 700 MHz-ზე. მაქსიმალური გამტარობა 22.4 GB/Sec. GPU-შია ასევე ინტეგრირებული უნივერსალური მეხსიერების კონტროლერი (UMA).

256 არხიანი ხმის კონტროლერი უზრუნველყოფს ე.წ. მოცულობით გახმოვანებას (Surround Sound) 48 KHz/16 bit-ზე და 32 bit დამუშავებით. წინა XBOX-სგან განსხვავებით, 360-ში არ ხდება Dolby Digital 5.1-ის აპარატურული დამუშავება ამას თავის თავზე ცენტრალური პროცესორი იღებს. თავის მხრივ ეს აადვილებს არქიტექტურას, არ მოითხოვს დამატებით ხმის ჩიპებს დამონტაჟებას. მონაცემების სალტე უზრუნველყოფს ორივე მხარეს 500 MB/Sec-ით მონაცემების გატარებას.

CPU და GPU დამზადებულია 0.09 ნანოტექნოლოგიით ( ახალი მოდელები 0.065-ზეა, ფალკონი).

კონსოლზე შესაძლებელია დაყენდეს 2.5 ინჩიანი 20GB, 60GB ან 120GB-ი მყარი დისკი (HDD).

12 სიჩქარიანი ოპტიკური წამკითხველი უზრნველყოფს ორფენოვანი DVD დისკების წაკითხვას.

კონსოლს აქვს 1 Ethernet პორტი. 4 პორტი კაბელო კონტროლერების მისაერთებლად. 3 USB 2.0 სტანდარტის პორტი სხვადასხვა მოწყობილობების მისაერთებლად (MP3 player, USB flash disk,…).

მხარს უჭერს HDTV სტანდარტს. სტანდარტული კომპონენტური გამოსავალი უზრუნველყოფს 720p (1280×720) და 1080i (1920×1080) და 1080p (1920×1080 პროგრესული) რეჟიმებს.

XBOX 360-ს შეუძილია შემდეგი ფორმატის დისკების წაკითხვა

DVD-Video, DVD-ROM, DVD-R/RW, DVD+R/RW, CD-DA, CD-ROM, CD-R, CD-RW, WMA CD, MP3 CD, JPEG Photo CD

კომპლექტაციები :

1 – კორე (Core) : კონსოლი, 1 ცალი ჩვეულებრივი ჯოისტიკი (კაბელიანი), კომპოზიტური კაბელი.

2 – პრემიუმი (Premium): ვაიერლეს ჯოისტიკი, HDTV შესაერთებელი, 20 GB მყარი დისკი, მიკროფონი და ყურსაცვამები (”ნაუშნიკები”). 20GB-იანი XBOX 360-ის ვერსია, რომელიც ჩანაცვლებულია 60GB-იანით.

3 – არკადა (Arcade) დამატებულია DHMI პორტი და მოყვება 5 არკადა თამაში.

4 – ელიტი (Elite) შავი ფერისაა, მოყვება 120 GB-ი მყარი დისკი. გაუმჯობესებულია გაგრილება და კომპონენტების განლაგება დედადაფაზე.

აღსანიშნავია რომ ბოლო რევიზია ე.წ. falcon-ი დამზადებულია ახალ ნანოპროცესზე, კვების ბლოკი 175W-ნია და გაცილებით გამძლეა ვიდრე წინა რევიზია.

რეგიონები :

კონსოლები რომელებიც ევროპაში იყიდება აქვთ PAL რეგიონი. ეს ნიშნავს რომ PAL კონსოლზე მხოლოს PAL თამაშებს ითამაშებთ. NTSC-U/C- ზე (ამერიკა/კანადა) NTSC-U/C თამაშებს. NTSC-J (აზია/იაპონია) – NTSC-J თამაშებს. კიდევ არსებობს ე.წ. Region Free-თამაშები, ყველა რეგიონის კონსოლზე ეშვება.


“პრაშივკები”

როგორც იცით XBOX 360-ი შეტეხეს, რაც საშუალებას გვაძლევს ინტერნეტიდან დავქაჩოთ თამაში და შემდგომ დისზე ჩაწერილი კოპიო გავუშვათ. შეუტეხავ კონსოლს მხოლოდ ორიგინალ დისკების გაშვება შეუძლია. არსებობს 3 ტიპის “პრაშივკა” xtreme 5.3 და ixtreme 1.2 xtreme 1.6

xtreme 5.3 თუ არ აპირებთ XBOX Live-ით სარგებლობას მაშინ შეგილიათ ეს პრაშივკა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხევაში თუ ასე შეტეხილი კონსოლით შეხვალ XBOX Live-ში თვენს კონსოლს დაბლოკავენ

პლუსები: 1.არ არის საჭირო ძველი დაქაჩული თამაშების იმიჯების შეცვლა რომ გაეშვას. 2. პირველი XBOX-ის თამაშები შეგიიათ ჩაწეროთ ერფენიან DVD-ზე. თუნდაც RW დისკზე და ისე გაუშვათ.

მინუსები: ვერ გამოიყენებთ XBOX Live სერვისს. ixtreme 1.2 შესაბამისად თუ სარგებლობთ XBOX Live-ით ეს პრაშივკა თქვენთვისაა.

პლუსები: 1 – ითამაშოთ XBOX Live-სი პირატული დისკებით.

მინუსები: 1 – შედარებით ახლად გამოსულ თამაშებზე პრობლემა არაა რაგრან უკვე თავსებადები არიან ამ პრაშივკასთან. ადრე გამოსულ თამაშებს დამუშავება ჭირდებათ ჩაწერამდე. 2 – პირველი XBOX-ის თამაშების გასაშვებად მხოლოდ DVD9 – ორფენოვანი DVD-ბი უნდა გამოიყენოთ.

xtreme 1.6 თქვენ თუ ეს პრაშივკა გაქვთ თქვენ ნებისმიერ xbox 360-ის თამაშს ითამაშებთ ლაივშიც.

მსგავსი ამბები

Back to top button