L2 შესახებ
Lineage2 მრავალმომხმარებლიანი ბოლო თაობის თამაშია, რომელშიც ერთდოულად რამდენიმე ათას მოთამაშეს შეუძლია თამაში. შუასაუკუნეების ზღაპრული ქვეყანა, სავსე საოცრებებით, თავისი საიდუმლოებებით, საშიში მონსტრებით და გმირებით გელოდებათ ამ თამაშში!
თამაშის მსვლელობისას თქვენი მოქმედი პერსონაჟი აგროვებს გამოცდილებას და ითვისებს ახალ შესაძლებლობებს. დროთა განმავლობაში მისთვის შესაძლებელი ხდება სულ უფრო და უფრო ახალ-ახალი იარაღები გამოიყენოს. თქვენი ნებაა, იქნებით მაგი თუ მეომარი ჩაერთვებით მონსტრებთან ბრძოლაში თუ კლანებს შორის ბატალიებში. LineAge2-ში თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ “რეიდ ბოსებთან” ბრძოლაში. ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ მოთამაშის შეთანხმებული ჯგუფური იერიშით შეიძლება მხოლოდ მიზნის მიღწევა. ასევე თქვენ შეიძლება მოხვდეთ ციხე-სიმაგრეების აღების ბატალიებში თავდამსხმელი ან დამცავი კლანის, ან მათ ალიანსების მხარეს. შეგიძლიათ გაზარდოთ პატარა დრაკონის ბარტყი დიდ მფრინავ გველეშაპად, რომლის ზურგზეც შეჯდებით და იფრენთ მთელი LineAge2-ის სამყაროს თავზე!
ყველაფერი ეს შეიძლება არც ისე მიმზიდველი ყოფილიყო რომ არა თანამედროვე სამგანზომილებიანი გრაფიკის შესაძლებლობები რომლის საშუალებითაც მოხერხდა LineAge2 სამყაროს ვირტუალურ რეალობად ქცევა.
აი რას ამბობენ თამაშის შემქმნელები: -“ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა რეალური სამგანზომილებიანი ქვეყანა სადაც ბუნება, მონსტრები თქვენი გმირები და ბატალიები გვექცია იმდენად რეალისტურად რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით. გაკეთების პროცესში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ციხე-სიმაგრეების აღების სცენებს სადაც მონაწილეობას იღებდნენ კატაპულტები და უშველებელი გოლემები რომ რაც შეიძლება დეტალიზებული ყოფილოყო და კონკურენცია გაეწია სხვა თამაშებისათვის. დეტალიზაციამ საშუალება მისცა თამაშს ადვილად განათავსო პერსონაჟი სტრატეგიულ ადგილებზე და მფრინავ დრაკონზე მჯდომმა შეხედო კიდევაც ციხის აღებას ციდან”.
LineAge2 სამყარო მოიცავს 2 კონტინენტს. ამ კონტინენტებზე არსებობს სამი ძლიერი სახელმწიფო. “ადენი” ახალი სახელმწიფოა რომელიც “რაული”-ს შემდეგ შეიქმნა როდესაც ახალგაზრდა მეფემ ჩაახშო სამოქალაქო ომი. “ელმორი” სამხედრო სუპერსახელმწიფოა, განლაგებული კონტინენტის სამხრეთ ნაწილში და ის პირდაპირი შთამომავალია ძველი Elmore -ების. “გრაცია” განლაგებულია ოკეანის გასწვრივ დასავლეთით. იქ ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ბრძოლა სამეფო ტახტისათვის. სამივე სახელმწიფოში ყოველი კუთხე ცდილობს მოიპოვოს დამოუკიდებლობა. ამაში მდგომარეობს სახელმწიფოების არა სტაბილურობა და მმართველობის სუსტი მხარე.
სწორედ ამ ქაოსში მოხვდებით თქვენ. LineAge2 -ში თქვენი პერსონაჟის განვითარება არაა საბოლოო მიზანი. უფრო სწორედ ეს ინსტრუმენტია თქვენს ხელთ რომ მოიპოვოთ ძალაუფლება და გახდეთ კანონიერი ხელმწიფე და თქვენივე ხელით დაწეროთ ისტორია.
გისურვებთ სასიამოვნო გართობას