გართობა

საუკეთესო ადგილები თაფლობის თვისთვის

79a598fa5863

თქვენ დაინტერესებული ხართ, სად უნდა გაატაროთ თაფლობის თვე? გთავაზობთ თაფლობის თვის გატარების რამდენიმე საუკეთესო ადგილს მსოფლიოში:

9128d785e399

1. რომანტიკული ვენეცია შეუდარებელია, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი , რომელიც
კუნძულის თავისებურებისა და პრესტიჟულობის მაჩვენებელია წარმოადგენს ცნობილი სასტუმრო “Cipriani”, ის თანამედროვეობისა და მდიდარი ისტორიის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს…
სწორედ ამ სასტუმროში მრავალი ათწლეულის განმავლობაში ისვენებენ ცნობილი სახეები და არისტოკრატები;
თაფლობის თვის გატარებისათვის, აქ საუკეთესო პირობებსა და დასვენების ორგანიზებისთვის კლასიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ, სადაც ყოველი დეტალი მკაცრად არის გათვლილი. ყოველ წელს ვენეციის კინოფესტივალის მიმდინარეობისას, სასტუმრო უამრავ ცნობილ ადამიანს იღებს. თუმცა მდიდარი ადამიანების ნაკლებობას “Cipriani” სხვა დროსაც არ განიცდის. გარდა ამისა, სასტუმრო არაოფიციალურად პოპულარულია იტალიელი მაფიოზების წრეში.

1281a3df97a7
2. სასტუმრო «Cipriani»- ნომერი «Dogaressa» .
70503c51faed
3. რესტორანი «Fortuny» სასტუმრო «Cipriani»-ში.
9f094d40f56c
4. მალდივის კუნძულები ითვლება ერთერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად დედამიწაზე, ისინი თითქოს შექმნილია მოსიყვარულე წყვილებისთვის. ეს საოცარი სილამაზის პატარა კუნძულები, ზურმუხტისფერი წყალი და ლაჟვარდოვანი ცა, ესაა ყველაფერი, რაც ეგზოტიკის მოყვარულებს იზიდავს. ამ კურორტის
«NIYAMA» ღირშესანიშნაობას წარმოადგენს «Subsix»-პირველი წყალქვეშა ღამის კლუბი მსოფლიოში. ამ კლუბში წყვილებს შეუძლიათ ნახონ ზღვის „stingrays“ ( დიდი ბრტყელი თევზები გრძელი კუდით, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ როგორც იარაღი) და ვეშაპები;

ესაა ექსკლუზიური კურორტი მალდივის კუნძულებზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ 30–მეტრიან იახტაზე ისეირნოთ, ასევე ისიამოვნოთ დაივინგით, თევზაობითა და ექსკურსიებით.

158e5f63a87e
5. კურორტზე ნახავთ რამოდენიმე ადგილს, სადაც შესაძლებელია გემრიელად მიირთვათ; ერთ-ერთი ასეთი ადგილია რესტორანი «Tribal», სადაც კერძები მზადდება ღია ფლეიმებზე. კიდევ ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს «Edge»- რესტორანი წყალზე, სადაც მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ნავით;
6bb5ef008c6b
6. თავგადასავლებით სავსე დასვენება თქვენ გელით კერძო ნაკრძალ -ლუისაბაში (Loisaba) , რომელიც გადაჭიმულია 24. 281 ჰექტარზე.
9ccb55bbc690
7. დღის გატარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ავტომობილით გასეირნება , მხოლოდ და მხოლოდ გიდის თანხლებით: უზარმაზარ ტერიტორიაზე შეგხვდებათ მარტორქები, ლეოპარდები, ლომები და სხვა ქვეწარმავლებიც…
2e208966de6c
8. ღამით, ყველაზე უჩვეულო საძილე პირობებს გვთავაზობს სასტუმრო
«Loisaba’s Star Beds», რომელიც წყვილებს საშუალებას აძლევს ღამე გაატარონ და დაიძინონ ღია ცის ქვეშ.

19abb545ed66
9. მთელი კარიბის არქიპელაგი (კუნძულლთა ერთობლიობა) სპეციალიზდება
თაფლობის თვისთვის კურორტების წარდგენით, მაგრამ ამანდა ფიქრობს, რომ კურორტები «Sugar Beach» და «Viceroy», რომლებიც მდებარეობენ სენტ ლუსიაში (St Lucia) ამ მიზნით არის შესაფერისი…

61938d176650
10. სუფთა და დახვეწილი ნომრები შესრულებულია მე-18 საუკუნის კოლონიალურ სტილში და მდებარეობენ ჯფუფურად, რომლებსაც დაერქვათ სახელები ბუნებრივი თვისებების გამო: მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დასახლდეთ „ყავის ხის მოსახვევში“ (Coffee Bean Bend) ან „სოფლის ხილის ვნება“ (Passion Fruit Hamlet).
74ef580ae2ae
11. თუ თქვენ ეძებთ პარიზში ნომერს ულამაზესი ხედით, მაშინ თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ ორადგილიან ნომერს ტერასაზე – «Shangri-La Paris’s Eiffel Duplex Terrace Suite». ბევრი წყვილი, რომელიც ჩერდება ამ ნომერში, ურჩევნიათ შეუკვეთონ საკვები ნომერში და მიიღონ სიამოვნება ყველაზე განსაცვიფრებელი პანორამით. ფოტოგრაფია შესრულებულია მარკუს გორტზის (Markus Gortz) მიერ;
79a598fa5863
12. კიდევ უფრო ექსკლუზიური ნომრები გვთავაზობენ ეიფელის კოშკის და დანარჩენი პარიზის შთამბეჭდავ ხედს. სასტუმროს ყველაზე მაღლა მდებარეობს უზარმაზარი ნომერი «La Suite Shangri-La» ტერასით, რომლის ფართობია 83,6 კვადრატული მეტრი;
10b26c90cd48
13. გლამურული სასტუმრო «Ponta Dos Ganchos» ქალაქ ფლორიანოპოლისში, ბრაზილია; ეს ის ადგილია, სადაც რყვილს შეუძლიათ გააკეთონ ის , რაც სურთ…საუზმე 3 საათზე? პრობლემა არ არის. აქ ჩამოსული წყვილი ეძებს განმარტოებას; ბუნგალოში კი არის ჰამაკები-განკუთვნილი ორი პირისათვისასევე კერძო აუზები…
140046237fc8
14. სასტუმროს «Ponta Dos Ganchos» კიდევ ერთი ნომერი-ლუქსი
cf67ac6a5cd3
15. უკიდურესად რომანტიული სასტუმრო «Taj Lake Palace» ინდოეთის ქალაქ Udaipur-ში, რომელიც მდებარეობს 250 წლის შენობაში ტბა პიჩოლაზე (Pichola).
თუ სასტუმროს ხედი თქვენთვის ნაცნობია, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ აქ იღებდნენ ერთ-ერთი ფილმის სცენებს ჯეიმს ბონდზე („რვაფეხა“ , 1983)

b66c3fb97e1c
16. ტრადიციულ სტილში ლამაზად გაფორმებულ ნომრებს აქვთ უმიკალური სპეციპიკურობა, განსხვავებულობა;
9075a63f5ea4
17. სამოგზაურო ჟურნალის „თქვენ და თქვენი ქორწილი“ (You and Your Wedding)
რედაქტორმა, 8 წლიანი გამოცდილებით -ამანდა სტეტჰემმა (Amanda Statham) მოინახულა უამრავი კურორტები და სასტუმროები მთელს მსოფლიოში, და ყოველი მათგანი რეკლამირებული იყო, როგორც ყველაზე რომანტიკული და ზეციური ადგილი დასვენებისათვის. კურორტი «Four Seasons Bora Bora» წარმოადგენს იმ სასტუმროებიდან ერთ-ერთს, რომელმაც ნამდვილად გაამართლა თავისი რეკლამა;

67b27338a2b5
18. სასტუმრო «Four Seasons Bora Bora» მდებარეობს
ფრანგულ პოლონეზიში .
ესაა ყველაზე ლამაზი კუნძული წყნარ ოკეანეში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ლაგუნით. ვილები «Four Seasons Bora Bora»
პირდაპირ ლაგუნის წყლებშია აშენებული და ერთმანეთს პატარა ხიდებით უკავშირდება. ნომრებში საუზმე და ყვავილები ნავებით მიაქვთ. წყალქვეშა ცხოვრებისთვის თვალის დევნება ბუნგალოდან გაუსვლელად შეიძლება, რომელთა იატაკის ნაწილი გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული. ოტელში ერთი ღამის გატარება 800 დოლარი ღირს;
ხოლო მათთვის, ვისაც უყვარს აქტიური დასვენება, ეს კურორტი სთავაზობს სხვადასხვა გასართობებს: წყალქვეშ სასუნთქი მოწყობილობით ცურვას, ნავით სეირნობას და სხვ. აქ ყველაზე პოპულარული გართობაა დაივინგი და თევზაობა.

f700d3e19ba6
19. იმ წყვილებისათვის, რომელთაც სურთ დაიწყონ თავიანთი თაფლობის თვე რაც შეიძლება სწრაფად, კურორტი ასევე სთავაზობს ლამაზ სამლოცველოს ულამაზესი ხედებით;

blogerlady

age: 14
Back to top button