არქივი

სიკვდილი

6bcb3a6b1cc7

სიკვდილი — ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრული. სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან როგორც მდგომარეობაზე.

სიკვდილი ბუნებაში გვხვდება მტაცებლობის, ავადმყოფობის, საზრდოს უქონლობის, სიბერის ან უბედური შემთხვევის შედეგად. სიკვდილის მთავარი მიზეზი თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებებში სიბერესთან დაკავშირებული ავადმყოფობებია. სიკვდილთან დაკავშირებული ტრადიციები და რწმენები ადამიანის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ასევე ქვაკუთხედია მრავალი რელიგიის. მედიცინაში სიკვდილის განსაზღვრება და მისი ბიოლოგიური დეტალები სულ უფრო კომპლექსური ხდება ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.

4db5288a8200

მედიცინაში სიკვდილს შეისწავლის თანატოლოგია

fd2f4a2edfdd

თვითმკვლელობა — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.

e4dfe71b9b4f

ევთანასია (ძვ. ბერძნ. eu = კარგი, უშფოთველი + thanatos = სიკვდილი) – სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა.

ევთანასია სადავო საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პირობებში, ევთანასიის მომხრეთა აზრით ევთანასია, ანუ ექიმის დახმარებით გარდაცვალება, ან ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანასიის ოპონენტთათვის ეს მეთოდი მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა.

ევთანასია წარმოადგენს პიროვნების განზრახ მოკვდინებას ამ პიროვნებისვე სასარგებლოდ.

უმეტეს შემთხვევებში ევთანასია იმიტომ ტარდება, რომ გარდაცვალების პირას მყოფი პიროვნება ამას ითხოვს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობს ევთანასიის განსხვავებული სახეებიც, როდესაც პიროვნებას ასეთი თხოვნის განხორციელება არ შეუძლია.

fd43f007cdf7

კრემაცია (ლათ. crematio – დაწვა), გვამის დაწვა, დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობა. გაჩნდა გვიანდელ ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში.

bdf24b18d687

ნეკროფილია (ძვ.-ბერძნ. νεκρός — მკვდარი; φιλία — სიყვარული) არის სექსუალური ლტოლვა მკვრდების მიმართ. შეიძლება განიხილოს, როგორც ფეტიშიზმის ნაერსახეობა ან თვითნებური დარღვევა სექსობრივი უპირატესობისა.

დაბოლოს:  სიცოცხლე დაავადებაა რომელიც სიკვდილს იწვევს.. :)

მსგავსი ამბები

Back to top button