გართობაკულტურა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი ექსტრემალებისათვის

image

ექსტრემალური გართობის მოყვარულთათვის სულ ცოტაოდენი ხნის წინ საინტერესო ატრაქციონი გაიხსნა სოჭში, ადლერის რაიონში, რომელსაც სახელად AJ Hackett Sochi უწოდეს. სიმაღლეების მოყვარულების პარკმა პირველ დამთვალიერებლებს 2014 წლის ივნისში უმასპინძლა.

სკაიპარკის AJ Hackett Sochi კომპლექსის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დაკიდებული ხიდი, რომელსაც დასათვალიერებელი მოედნები აქვს. მოედნებიდან კარგად ჩანს ზღვა და მთები. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი ფეხით მოსიარულეებისათვის. ის აღჭურვილია როუპ-ჯამპინგის უნივერსალური სისტემით. ზომებისა და არქიტექტურული ფორმების უნიკალურობის გამო ხიდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

 

image

 

ხიდი მდებარეობს კრასნაია პალიანას ხეობის გასწვრივ.

 

image

 

ხიდის დასაწყისში განლაგებულია ბანჯი-ჯამპინგის ცენტრი.

 

image

 

აქედან შეიძლება გადახტომა 67-მეტრიანი ბაგირის საშუალებით.

 

image

 

აი ხიდის ერთი მონაკვეთი.

 

image

 

მათ, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, ზემოდან გადახედვას არ ვურჩევდით.

 

image

 

ეს კი დამცავი ბადეა, რომ ტურისტებს თავისი აიფონები ძირს არ გადაუვარდეთ.

 

image

 

სულ ახლახან, 5 სექტემბერს გაიხსნა ახალი ბანჯი-ჯამპინგის მოედანი. აქედან შესაძლებელია 207 მეტრი სიგრძის ბაგირით გადახტომა. ასეთი ატრაქციონები მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმეა.

 

image

 

გადახტომის დროს აკრძალულია მოწევა.

 

image

 

ხიდს იჭერს 8 ლითონის ტროსი, რომელთა საერთო წონა 700 ტონაა. ხიდის მთლიანი კონსტრუქციის წონა 120 ტონაა, ხოლოს მისი სიგრძე 520 მეტრი.

 

image

 

პროექტი რუსეთის და ახალი ზელანდიის ერთობლივი ნამუშევარია.

 

image

 

ეს კი ის ადგილია, საიდანაც 207 მეტრზე შეიძლება გადახტომა.

 

image

 

თქვენ გარისკავდით აქედან გადახტომას?

 

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button