არქივი

გილოცავთ ნათლისღებას!

Image Hosted by ImageShack.us
ებრაული კანონი 30 წლამდე არავის აძლევდა საღმრთო მსახურებისა და ხალხის სწავლების უფლებას, ამიტომ იესო მაცხოვარმა ოცდაათი წელი გაატარა ნაზარეთში, რათა განსაზღვრულ დროს ქვეყნის წინაშე გაცხადებულიყო და კაცთა მოდგმის გადასარჩენად დაედო თავი.
ერთ დღეს მდინარე იორდანეს ნაპირას გამოჩნდა უამრავი ხალხით გარშემორტყმული მაცხოვარი. იოანემ შეწყვიტა ქადაგება და მაცხოვარს შეხედა, ვის წინაშეც ჯერ კიდევ დედის მუცელში კრთებოდა. როცა შეიტყო, მაცხოვარი უნდა მოენათლა, იუარა: მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას, როგორც ადამის შთამომავალი და ერთ-ერთი ცოდვილი. მაცხოვარმა კი განუმარტა, რომ დამორჩილებოდა ღვთის ნებას და მოენათლა, როგორც უბრალო ადამიანი.
იოანე დამორჩილდა და ნათელი სცხო ქრისტეს. წყლიდან ამოსვლისას ცა გაიხსნა და სულიწმიდა გადმოვიდა მაცხოვარზე მტრედის სახით. გაისმა ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ¨.
ნათლისღებით დასრულდა ძველი სჯული და დაიწყო ახალი. ამ დღეს სულიწმიდის მადლით წყალში მიმალული ყოველი ბოროტი შეიმუსრა და მის ნაცვლად მადლი ჩაინერგა, ხოლო შემდეგ იესო ქრისტემ წყლითა და სულიწმიდით ცოდვებისაგან დაძველებული კაცის ბუნება განაახლა.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი სულს განბანს. ამ დროს ქრისტეს სარწმუნოებისათვის ნათელღებულს ყველა ცოდვა მიეტევება და ღვთის შვილობის პატივს ღებულობს. ნათლისღებისას სულიერი ძალები ახლდება და მემკვიდრებით წახდენის ქმედებაც სუსტდება, თუმცა ცოდვებისაკენ მიდრეკილება სრულიად არ ისპობა.

მსგავსი ამბები

Back to top button