5 ჰელოუინის კოსტიუმი 2023 წლისთვის
ჰელოუინის კოსტიუმები ყოველთვის იყო ამ დღესასწაულის საუკეთესო ნაწილი და 2023 წელს უფრო მომხიბვლელ ლუქებს ველოდებით, ვიდრე ოდესმე. 31 ოქტომბრის ათვლა უკვე თითქმის ორი კვირაა დაიწყო და დროა მოიგონოთ თქვენი ყველაზე კრეატიული და ჯადოსნური კოსტიუმი.
1.ოპენჰაიმერი და აინშტაინი
მარტო, ოპენჰაიმერის გარეგნობა არ არის ძალიან გამორჩეული, მაგრამ როცა აიღებ შენს საყვარელს ან პარტნიორს და აიძულებთ ჩაიცვას კოსტიუმი აინშტაინის სახით, ყველამ ზუსტად მიხვდება თქვენს წყვილს.
2.არიელი “პატარა ქალთევზიდან”
ქალთევზის ლუქს ,სავარაუდოდ, თქვენს კარადაში ახალი ნივთების შეძენის გარეშეც იპოვით. უმარტივესია, თან პოპულარული. ალბათ ბევრი ქალთევზაც გვეყოლება.
3.ბარბი-წლევანდელი ჰელოუინის ვარსკვლავი
როგორც კი ამ ფილმის სურათებმა მთელ ინტერნეტში გაჟონა, თაყვანისმცემლები შეპყრობილნი გახდნენ ამ კოსტიუმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჰელოუინზე აუცილებლად იხილავთ ძალიან ბევრ ბარბის.
4.უენსდეი
მართალია შარშანდელი ტრენდია, თუმცა ჰელოუვინს ვერ მოუსწრო ამიტომ წელს გელოდებით უამრავ უენსდეის.
5.Mean Girls
ვფიქრობ ძალიან კარგი არჩევანია ტრიოებისათვის. იმედი მაქვს წელს ბევრ “Mean girls” ვარიაციებს ვნახავთ.
დაიმახსოვრეთ, ჰელოუინის სრულყოფილი კოსტუმის გასაღები არ არის მხოლოდ თავად ჩაცმულობაში, არამედ სულისკვეთებასა და ენთუზიაზმში, რომელიც თქვენში მას მოაქვთ. ასე რომ, როცა დაიწყებთ თქვენი კოსტუმების მომზადებას, ნება მიეცით თქვენს ფანტაზიას “წავიდეს კოსმოსში”. კლასიკური მონსტრივით ხართ ჩაცმული, საყვარელი ფილმის პერსონაჟივით თუ ხელნაკეთი ქმნილება გაცვიათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გაერთოთ და იზეიმოთ ეს საშინელი და მომხიბლავი დღესასწაული სრულად.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენმა კოსტუმების იდეებმა შთაგაგონათ და დატკბებით ჰელოუინით სავსე კრეატიულობით, სიცილით და დაუვიწყარი მოგონებებით.