არქივი

რა კავშირშია დაბადების წელი ქალის სექსუალურობასა და კარიერულ წარმატებასთან

7063301d3445

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი არიან „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებული ქალები.
ისინი მამაკაცებს სასიყვარულო საიდუმლოებებით აჯადოებენ. მათ შესწევთ უნარი, კაცს თავი დააკარგვინონ და შეუძლებელიც კი შეაძლებინონ. ასევე, შეუძლიათ, თავადაც ჩაიდინონ სიგიჟეები სიყვარულის გამო. ხშირად მათი სასიყვარულო ურთიერთობა ინტიმურ-სექსუალურ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. ამ ნიშნით დაბადებული ქალები ლოდინის ტაქტიკას მიმართავენ და არ უყვართ სისწრაფე. მათ მიაჩნიათ, რომ მამაკაცმა უნდა გადადგას პირველად ქალისკენ ნაბიჯი. ხშირად უპირატესობას პლატონურ სიყვარულსაც ანიჭებენ. ამ ჯგუფის ქალებს არასდროს ტოვებს საღი აზრი და გონიერება. მათ მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე სჭირდებათ. აღელვებთ ახლობლების მდგომარეობა და პრობლემები. თუ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, მაშინ აგრესიულები და ფეთქებადები ხდებიან. ისინი ყველა პრობლემის გადაწყვეტისას მიმართავენ წმინდა ქალურ ხერხებს, კერძოდ, ჭირვეულობას, ცრემლებსა და ისტერიკას. „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებული ქალები შეუდარებელნი არიან ქორწინებაში, თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ მათ მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში უწევთ ცხოვრება.

რომანტიკული იდეალის ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“, და „ძაღლის“ წლებში დაბადებული ქალები. ისინი ძალიან ნებისყოფიანები, რომანტიკულები და კარგი მეუღლეები და დედები არიან, გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და მანერებით; ასევე, აქვთ ინტელექტი, რაც ნებისმიერ სფეროში მათ წარმატებას უწყობს ხელს. ხშირად ისინი მარტოობას ამჯობინებენ და ვერ იტანენ წინააღმდეგობებს. მათი მოწოდებაა მუდამ წინ სწრაფვა, არ კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგით და ცდილობენ უფრო მეტს მიაღწიონ ცხოვრებაში. მათთვის აუცილებელია, სულ ჰქონდეთ საქმე. მათ სასიყვარულო ვნებას ყველა მამაკაცი როდი უძლებს და ვერც ანალოგიურად პასუხობენ მათ მოთხოვნებს. ამ წლებში დაბადებული ქალები ოჯახისთვის და დედობისთვის არიან შექმნილნი და მუდამ კარიერასა და ოჯახს შორის აკეთებენ არჩევანს. შესაძლოა, სანამ საწადელს მიაღწევენ, ბევრი განსაცდელიც ნახონ ცხოვრების გზაზე, მაგრამ ისინი იბრძვიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ცდილობენ იდეალური მამაკაცის პოვნას.

ძლიერ ქალთა ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებული ქალები. ისინი ფლობენ ნებისყოფის უმაღლეს დონეს. მათი პოლიტიკა და მართვის ძალა უკომპრომისოა. ძნელად თუ მოიძებნება მამაკაცი, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. ხშირად ისინი, უკეთესი მმართველები არიან, ვიდრე პოლიტიკოს მამაკაცთა უმრავლესობა. ამ წელიწადში დაბადებული ქალები ბუნებით ცვალებადები არიან. ისინი არ ელიან, როდის შეიყვარებენ, მათ თავად უყვარდებათ და შემდეგ იბრძვიან ამ სიყვარულისთვის. ამის გამო, ვეღარ ხედავენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებს და ბევრი რამის მიტევებაც შეუძლიათ. ისინი ასევე ცდილობენ, ლიდერის პოზიცია დაიკავონ ოჯახში და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ, ეს კი მამაკაცებს არ მოსწონთ და ამის გამო ხშირად ოჯახიც ინგრევა. ამ წელიწადში დაბადებული ქალები ერთადერთნი არიან, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ, ერთმანეთს შეუთავსონ ძლიერი ოჯახი, ბედნიერი დედობა და წარმატებული კარიერა. ამ ნიშნით დაბადებული ქალების უმრავლესობა აღწევს დასახულ მიზანს.

დამოუკიდებელ ქალთა ჯგუფში ერთიანდებიან „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებული ქალები. ისინი ყველაზე ამოუცნობ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთა გარეგნული სიმშვიდის მიღმა იმალება მისტიკური აზროვნება, ჯადოქრული ძალა და მამაკაცებზე ბატონობის უნარი. ქალური ბუნება ყველაზე მეტად ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებში ვლინდება. მათ ადვილად შეუძლიათ მამაკაცის გარეშე ცხოვრება და არსებობა. თუმცა ეს არ სურთ. თუ „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წლებში დაბადებული ქალებისთვის მამაკაცი ცხოვრების მთავარი საყრდენია, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებულთათვის – სტიმულის მომცემი, ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულთათვის – სიყვარულის წყარო, დამოუკიდებელ ქალთა ჯგუფისთვის არც ისე ძნელია მათ გარეშე არსებობა. ისინი ბუნებით თავისუფლები არიან და არ უყვართ, როცა მამაკაცი მათ რაიმეს უკრძალავს. ამ წლებში დაბადებული ქალები მეტად სექსუალურები და თბილები არიან საყვარელი მამაკაცის მიმართ. შეუძლიათ, მათ გამო მსხვერპლიც კი გაიღონ. ქორწინება მათი თვითმიზანი არ არის, თუმცა, ამ ჯგუფის ქალებს მეტად შეუძლიათ ქორწინებაში გრძნობათა შენარჩუნება და, როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში იდეალური ჰარმონიის შექმნა.

მსგავსი ამბები

Back to top button