უცნაური
ტრენდული

უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ? რას მალავს აშშ-ს მთავრობა 2023

უცხოპლანეტელების შესახებ, დეკადების განმავლობაში, საზოგადოება ამერიკის მთავრობისგან ითხოვდა დაცული ინფორმაციებს გამჟღავნებას, რადგან თვლიდნენ, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში სულ რაღაც 8 მილიარდი ადამიანის მარტო ყოფნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

95806943 gettyimages 590147780

ბრიტანული ჟურნალის The Guardian-ის მიხედვით, ოთხშაბათს, 26 ივლისს, დევიდ გრუშმა, რომელიც ხელმძღვანელობდა აუხსნელი ანომალიური ფენომენების (UAP) ანალიზს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში 2023 წლამდე, ვაშინგტონში პალატის ზედამხედველობის კომიტეტს განუცხადა, რომ „არაადამიანური“ არსებები იქნა ნაპოვნი.

საკონგრესო მოსმენა გამოიწვია გრუშის პრეტენზიებმა ერთი თვის წინ, რადგან ის ადანაშაულებდა ამერიკის მთავრობას ხალხისგან „უცხოპლანეტელების“ კოსმოსური ხომალდების ფარულად დაცვისათვის. 26 ივლისს მან გაიმეორა ივნისში ნათქვამი პრეტენზიები-თუმცა არა ყველა- ამჯერად, ფიცის ქვეშ.

„ჩემი ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს, ინფორმირებული ვიყავი მრავალდეკადიანი პროგრამისა UAP-ის (unidentified aerial phenomena-ამოუცნობი საჰაერო ფენომენის) ნაწილების შეგროვებაზე და მის რევერსულ ინჟინერიაზე, რაზეც მალევე წვდომის უფლება შემიწყვიტეს“ – ამბობს გრუში კომიტეტის წინაშე.

მოსმენამ დიდი გლობალური ინტერესი გამოიწვია და გააჩინა სპეკულაციები და პრეტენზიები, რომ აშშ მალავს უცხოპლანეტელების ცხოვრებისა და ტექნოლოგიების მტკიცებულებებს – ხალხისაგან სკეპტიციზმის დიდი დოზით.

მუქარა მთავრობისგან უცხოპლანეტელების ინფორმაციის გამჟღავნების გამო

გრუშმა პირველი მამხილებელი საჩივარი შეიტანა 2022 წელს. მან თქვა, რომ მთავრობაში მისი როლის შესრულებისას მას დაევალა გამოეკვლია რა იცოდნენ სამხედრო, თავდაცვისა და სხვა უწყებებმა უცხოპლანეტელებისა და უცხოპლანეტელების ხელნაკეთობების შესახებ, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მას ხელი შეუშალეს სახელმწიფო საიდუმლო პროგრამებზე წვდომაში უცხოპლანეტელების შესახებ. ასევე კონგრესზე საუბრისას მან თქვა, რომ ძალიანი დიდი მუქარა და შურისძიება მოჰყვა მის სიტყვით გამოსვლას მთავრობის წინააღმდეგ.

„ამან დამაზარალა როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად“ – ამბობს გრუში.

დაკითხვისას გრუშმა დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ცოდნა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ უცხოპლანეტელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მცდელობისას მთავრობის მხრიდან.

საზედამხედველო კომიტეტის წევრის კითხვაზე, „გეშინიათ, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, გრუშმა უპასუხა: „დიახ.ნამდვილად“.

მან ასევე დასძინა, რომ იმედი აქვს მისი ქმედებები მთავრობისგან ხალხისადმი გამჭირვალობის გაზრდას გამოიწვევს ამ საცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ.

გრუშის ბრალდებამ, რომელიც გავრცელდა Debrief-თან და NewsNation-თან ინტერვიუებში, რომ ფედერალური მთავრობა მალავდა კონგრესისგან უცხოპლანეტელების ნაკეთობებს, იძულებული გახადა საზედამხედველო კომიტეტი დაეწყოთ გამოძიება.

ტიმ ბურშეტი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ტენესიდან, რომელიც ხელმძღვანელობს უცხოპლანეტელების შესახებ ამ გამოძიებას, ბოლო კვირებში ამტკიცებდა, რომ აშშ-ს ჰქონდა ტექნოლოგიის მტკიცებულება, რომელიც „ეწინააღმდეგება ფიზიკის ყველა კანონს“ და რომ უცხოპლანეტელებს გააჩნიათ ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია „ნახშირად გვაქციოს“.

8192

თუმცა ამ ოთხშაბათს ცდილობდა შეემცირებინა ინფორმაციის რაოდენობა, რასაც ხალხი მოისმენდა, პანიკის პრევენციის მიზნით.

„ჩვენ არ შემოგვყავს პატარა მწვანე კაცები ან მფრინავი თეფშები მოსმენაზე. უკაცრავად, რომ იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ ფაქტებს“, – თქვა ბურშეტმა.

ამ განცხადებამ სიცილი გამოიწვია, მაგრამ ბურშეტი უფრო დასერიოზულდა მას შემდეგ, რაც მან დაადანაშაულა სამთავრობო უწყებები ზედამხედველობის კომიტეტის გამოძიებასთან თანამშრომლობის სიმცირეში.

ინფორმაციის სანდოობა

მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე მართლად არ იყო პატარა მწვანე არსებები გრუში ამტკიცებდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად აღმოაჩინა უცხო, არაადამიანური არსებები.

მას შემდეგ, რაც გრუშმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ მთავრობას ჰქონდა ავარიული არამიწიერი მანქანები, მას ჰკითხეს: „გვაქვს თუ არა იმ პილოტების ცხედრები, რომლებიც ამ ხომალდს მართავდნენ?“

გრუშმა თქვა, რომ ეს ბიოლოგიური არსებები იყვნენ: „არაადამიანურები და ეს იყო იმ ადამიანების ნათქვამი, რომლებსაც უშუალო ცოდნა ჰქონდათ იმ პროგრამის შესახებ, რომელზეც მე ვისაუბრე, თუმცა ეს ადამიანები ამჟამად ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულ პროგრამაში არიან“.

მისი თქმით, მთავრობას, ალბათ, ჰქონდა ცოდნა „არაადამიანური“ საქმიანობის შესახებ 1930-იანი წლებიდან. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გრუში ფიცის ქვეშ ნაკლებად პირდაპირი იყო, ვიდრე ინტერვიუებში. მაგალითად, ივნისში NewsNation-თან მიცემულ ინტერვიუში გრუშმა თქვა, რომ მთავრობას ჰქონდა „ძალიან დიდი, ფეხბურთის მოედნის ზომის“ უცხოპლანეტელების ხელნაკეთობები, ხოლო Le Parisien-ს, ფრანგულ გაზეთს განუცხადა, რომ აშშ-ს ჰქონდა „ზარის ზომის“  „ნაკეთობა“, რომელიც ბენიტო მუსოლინის მთავრობამ აღადგინა ჩრდილოეთ იტალიაში 1933 წელს.

ოთხშაბათს გრუშს, როგორც ჩანს, არ სურდა ამ პრეტენზიების დეტალებში საუბარი, საკითხების უსაფრთხოების მოტივით. გრუშმა სხდომაზე თქვა, რომ მზად იყო დეტალურად განემარტა პირადში, მაგრამ მისმა თავშეკავებამ ეჭვის ქვეშ დააყენა განცხადებები.

გარეტ გრაფმა, ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა, რომელიც წერს წიგნს მთავრობის მიერ უცხოპლანეტელებზე ნადირობის შესახებ, ტვიტერზე დაწერა: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ დეივ გრუშს არ სურს განაცხადოს და გაიმეოროს ფიცის ქვეშ #UFOHearings-ზე მისი ყველაზე გასაოცარი და ფეთქებადი ინფორმაცია, რაც ნათქვამი აქვს NewsNation-ის მის ინტერვიუში. როგორც ჩანს, ის ძალიან ფრთხილად იმეორებს მათ. ”

1814

Guardian-თან საუბრისას ბრუშეტმა თქვა, რომ გრუშის ნათქვამი “არაადამიანური” ცხედრების შესახებ სანდო იყო.

არ მინდა ამის ზედმეტად გამარტივება,  მაგრამ როგორ აპირებთ ერთი [კოსმოსური ხომალდის] ფრენას? თქვენ უნდა გყავდეთ მასში ვინმე. ეს, ხომ უმარტივესია”– თქვა ბურშეტმა. „მჯერა, რომ ისინი არსებობენ. ეს აქ შემოსვლამდე ვიცოდი. აქ ბევრი ვერ შევიტყვე, რადგან უკვე ვიცოდი პასუხები, მაგრამ გამიხარდა, რომ ახლა ინფორმაციის ჩანაწერი არსებობს“.

 ბუნებრივია, პენტაგონმა უარყო გრუშის განცხადებები უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის დაფარვის შესახებ.

მოსმენაზე სხვა მოწმეები იყვნენ. დევიდ ფრევორი, საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, რომელმაც ოთხშაბათს გაიხსენა, რომ 2004 წელს სასწავლო მისიის დროს ცაში უცნაური ობიექტი დაინახა და რაიან გრეივზი, პენსიაზე გასული საზღვაო მფრინავი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან დაინახა ამოუცნობი საჰაერო ფენომენი. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე “ყოველ დღე მინიმუმ ორი წლის განმავლობაში”.

ეს ისტორია მსგავსია სხვა ისტორიებისა 1980-იანი და 70-იანი წლებიდან, რაც ლოგიკურია ადასტურებს, რომ ამერიკის მთავრობა ფარავდა უმნიშვნელოვანეს,კაცობრიობისათვის წარმოუდგენელ ინფორმაციას არა თვის ან წლის, არამედ რამდენიმე დეკადის განმავლობაში, ყველანაირი შემთხვევითი ინფორმაციის ან დოკუმენტური მტკიცებულებების გამჟღავნების გარეშე. ვფიქრობ, როდესაც ვხედავთ მთავრობის შესაძლებლობას, რომ დამალოს ინფორმაციები, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისა, რომ გააჩინოს ეჭვი საზოგადოებაში“

ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button