საკითხავისასარგებლო

ადამიანები კანითაც ისმენენ

Уменьшить
ადამიანებს სხვისი ლაპარაკი არა მარტო ყურებით, კანითაც ესმით, – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულებმა. მსმენელი სხვადასხვანაირად აღიქვამს ზოგიერთ ბგერას, როდესაც საუბართან ერთად სუნთქვას ან უბრალოდ ჰაერის ქროლვას გრძნობს.

ადრე ცნობილი იყო, რომ ადამიანი, იმის მიხედვით, ხედავს თუ არა მოლაპარაკეს, სხვადასხვანაირად აღიქვამს ბგერებს. ახლა კი ამოხსნილია ტაქტილური გრძნობადობის კავშირი სმენასთან. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცუდი სმენადობის მქონე ადამიანებისთვის“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.კანადელმა სწავლულებმა შეადარეს, როგორ აღიქმება მსგავსი მარცვლები იმისდა მიხედვით, გრძნობს თუ არა მსმენელი ყურისთვის გაურკვეველ ჰაერის მოძრაობას. ამისთვის მათ გამოიყენეს მარცვლები „პა“ და „ტა“, რომლებიც განსხვავდებიან მარცვლებისაგან „ბა“ და „და“ მხოლოდ ჩასუნთქვით. როგორც გაირკვა, თუ მჟღერი მარცვლები, „ბა“ ან „და“, ისმის, მაგრამ ამავე დროს მსმენელის ხელი ანდა კისერი მსუბუქ ქროლვას გრძნობს, მაშინ ტვინი მათ, როგორც ყრუ მარცვლებს „პა“-ს და „ტა“-ს აღიქვამს. ცხადია, რომ ტაქტილური შეგრძნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სიგნალების გაშიფვრაში, რომლებსაც ყურები იღებენ, – ასეთი დასკვნა გააკეთეს სწავლულებმა.

„კარგადაა ცნობილი, რომ ვიზუალური ინფორმაცია, მაგალითად ტუჩებით წაკითხვის დროს, სინამდვილეში ადამიანებს ეხმარება სხვისი ლაპარაკის გაგებაში, მაგრამ ზოგიერთი თანხმოვანი, მაგალითად „ბ“ და „პ“, „ტ“ და „დ“ ტუჩებით კითხვისას ერთნაირად გამოიყურება. ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს მეცნიერებს, სმენადაქვეითებულთათვის ლაპარაკის აღქმის ახალი მეთოდი შეიმუშაონ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close