ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

კონკურსი

96174e6a595a
როგორც მოგეხსენებათ ჩვენსკენ დაჟინებით მოემართება ახალი წელი და ეს ყველას თუ არა ბევრს მაინც ახარებს. აბა რა სჯობს ცივ ღამეს, თბილ სახლს, მბრწყინავ ნაძვის ხეს და თვალებს.

თუმცა საახალწლო არდადეგები ალბათ ყველა თქვენგანს ექნება, მაგრამ ჩვენი უდიდებულესობა უცნაური საიტი სულაც არ აპირებს დასვენებას, მით უმეტეს,რომ ყოველდღე ხვდება ისეთ საყვარელ არსებებს, როგორიც თქვენ ხართ (რას დავითაფლე, ეს დღე მონიშნეთ :lol2: )
ხოოდა.. საახალწლო სიურპრიზი საიტისგან ერთგული მკითხველებისა და ავტორებისათვის: ,,წერილი ბაბუა სანტას”.

ეს იქნება პატარა კი არადა დიდი კონკურსი. თავდაპირველად ჯობს წაიკითხოთ წერილის თემები. მოცემული გაქვთ 3 თემა,რომლიდანაც თქვენ ამოარჩევთ ერთს (თქვენი სურვილით), და შემდეგ მოუხმობთ თქვენ მონა-მორჩილ ფანტაზიას, განერთხმებით მაგიდაზე კი არადა სკამზე (ან სადაც გნებავთ), ჩაყოფთ თავს კომპიუტერში და კლავიატურაზე გრძნობამორევით, კეკლუცად აათამაშებთ თითებს (კეკლუცად ათამაშება სავალდებულოა :papa: ) ამას კი მოჰყვება ის, რომ შექმნილ ნამუშევარს (სიდიდე არაა განსაზღვრული, მაგრამ მაინცდამაინც თითებს ნუ დაიმტვრევთ) გადმოაგზავნით ქვემოთ მითითებულ მეილზე:
[email protected]

წერილები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 27 დეკემბრის 18:00 საათამდე. წერილებს წავიკითხავ მე. გარწმუნებთ არანაირი მიკერძოება არ იქნება (სალი კლდესავით უტეხი ვარ :dabneuli: ) და გამოვლინდება ,,ჭეშმარიტი” გამარჯვებული. მისი წერილი გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე და ასევე შემდეგ ამოირჩევა სხვა წერილებიც, რომლებიც დაიდება ბლოგზე.

03e43af5906d

თემები:
1. რა არის შენთვის ახალი წელი (შენი ფიქრები; ოცნებები; მოლოდინი)
2. როგორი იქნებოდა შენი უცნაური ზამთარი ან ახალი წელი ( ან ორივე ერთად :thanks: )
3. თავისუფალი თემა
(არ დაგავიწყდეთ სახელისა და გვარის მითითება,ასევე იმ ნიკისაც, რომელსაც აქ იყენებთ)
დაიკაპიწეთ ხელები და უხმეთ ფანტაზიას. წარმატებები ყველას.

958af82011c4

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close